იაფი ფრენები სანტორინში

იაფი ფრენები სანტორინის მიმართულებით

სანტორინი, იგივე თირა ან თერა, საბერძნეთის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კუნძულია. მას ყოველწლიურად თითქმის მილიონი ტურისტი სტუმრობს. მოგზაურებს აქ ბერძნული სადა არქიტექტურა, ეგეოსის ზღვის ულამაზესი სანაპიროები, კუნძულის ულამაზესი ქუჩები, ვიწრო უბნები და უგემრიელესი კულინარია იზიდავთ.

თუ საბერძნეთის კუნძულებზე სეირნობაზე ერთხელ მაინც გიოცნებიათ, შეიძინეთ იაფი ფრენები სანტორინში და დაგეგმეთ მოგზაურობა ჯადოსნურ სამყაროში. თანაც, გარდა სანაპირო ზოლისა და ლამაზი ქუჩებისა, სანტორინი ისტორიულად მინოსური ცივილიზაციების განსახლების არეალია. აქ მრავალფეროვნად შეგიძლიათ იმოგზაუროთ. ამ ბლოგში კი შემოგთავაზებთ სანტორინის შესახებ საჭირო ინფორმაციას, გაგაცნობთ მის ღირსშესანიშნაობებს, ტრადიციულ კერძებსა და, რაც მთავარია, საუკეთესო ფრენების ჩამონათვალს.

რა ღირს ყველაზე იაფი ფრენა სანტორინზე?

სანტორინში გაფრენას თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან შეძლებთ. ფრენებს ნახავთ მხოლოდ გადაჯდომით. ყველაზე იაფი ფრენები სანტორინში შეგიძლიათ შეიძინოთ 314 ლარიდან ზემოთ.

სანტორინის მიმართულებით შემოგთავაზებთ შემდეგი ავიაკომპანიების ფრენებს: SkyExpress და Aegean Airlines.

ორივე მათგანი ბერძნული ავიაკომპანიაa, რომლებიც საკმაოდ ხელმისაწვდომ ფასებს გვთავაზობენ ავიაბილეთებზე. თუმცა, SkyExpress -ი დაბალბიუჯეტური ავიაკომპანიების რიცხვს მიეკუთვნება და,შესაბამისად, სანტორინის ავიაბილეთებს დაბალ ფასად გვთავაზობს.

რაც შეეხება რეისის დეტალებს,ორივე ავიაკომპანია ათენში ასრულებს გადაჯდომას, საბოლოოდ კი ჩაფრინდებიან JTR – სანტორინის საერთაშორისო აეროპორტში. სქაი ექსპრესი და ეგეოსის ავიახაზები ეკონომ კლასის ბილეთებში 8 კგ. ხელბარგია დაშვებული.

ქვემოთ ნახავთ საქართველოდან სანტორინზე საუკეთესო ფრენების ჩამონათვალს ცხრილის სახით.

თბილისიდან
ქუთაისიდან
ბათუმიდან
Departure atReturn atStopsAirlineFind tickets
1 September 202610 September 20263 StopsFLYONE Armeniaავიაბილეთები 1 512 -დან
3 September 20267 September 20262 StopsFly Oneავიაბილეთები 1 340 -დან
5 September 202612 September 20261 StopSky Express Greeceავიაბილეთები 1 290 -დან
8 September 202618 September 20261 StopSky Express Greeceავიაბილეთები 1 166 -დან
11 September 202617 September 20261 StopAegean Airlinesავიაბილეთები 1 359 -დან
17 September 202617 September 20261 StopAegean Airlinesავიაბილეთები 909 -დან
30 September 20263 October 20263 StopsAjetავიაბილეთები 1 092 -დან
1 October 20267 October 20261 StopAegean Airlinesავიაბილეთები 999 -დან
3 October 20267 October 20261 StopSky Express Greeceავიაბილეთები 1 047 -დან
20 October 202623 October 20261 StopSky Express Greeceავიაბილეთები 957 -დან
21 October 202624 October 20262 StopsAegean Airlinesავიაბილეთები 898 -დან
24 October 202630 October 20261 StopAegean Airlinesავიაბილეთები 1 024 -დან
13 November 202616 November 20262 StopseasyJetავიაბილეთები 1 008 -დან
23 November 202626 November 20262 StopsPegasus Airlinesავიაბილეთები 1 068 -დან
1 December 20269 December 20261 StopSky Express Greeceავიაბილეთები 788 -დან
6 March 202711 March 20272 StopsLOT Polishავიაბილეთები 1 312 -დან
20 May 202723 May 20271 StopSky Express Greeceავიაბილეთები 1 028 -დან
Departure atReturn atStopsAirlineFind tickets
8 September 202618 September 20262 StopsWizz Airავიაბილეთები 1 278 -დან
17 September 202624 September 20262 StopsWizz Airავიაბილეთები 903 -დან
20 September 202627 September 20261 StopWizz Airავიაბილეთები 1 009 -დან
23 September 202627 September 20261 StopWizz Airავიაბილეთები 881 -დან
24 September 202629 September 20263 StopsWizz Airავიაბილეთები 1 098 -დან
25 September 202628 September 20261 StopWizz Airავიაბილეთები 1 093 -დან
30 September 20267 October 20261 StopWizz Airავიაბილეთები 913 -დან
4 October 20269 October 20262 StopsWizz Airავიაბილეთები 1 013 -დან
15 October 202621 October 20263 StopsWizz Airავიაბილეთები 1 010 -დან
16 October 202622 October 20261 StopWizz Airავიაბილეთები 521 -დან
17 October 202623 October 20262 StopsWizz Airავიაბილეთები 935 -დან
18 October 202620 October 20261 StopWizz Airავიაბილეთები 584 -დან
25 October 202628 October 20261 StopWizz Airავიაბილეთები 959 -დან
2 November 20266 November 20261 StopWizz Airავიაბილეთები 581 -დან
1 April 20274 April 20272 StopsWizz Airავიაბილეთები 1 204 -დან
20 May 202723 May 20272 StopsWizz Airავიაბილეთები 1 059 -დან
21 May 202724 May 20271 StopWizz Airავიაბილეთები 852 -დან
Departure atReturn atStopsAirlineFind tickets
1 October 20268 October 20262 StopsFly Oneავიაბილეთები 1 456 -დან

აღმოაჩინე სანტორინი

სად დავრჩეთ სანტორინზე?

სანტორინზე დასარჩენი ადგილის პოვნა ნამდვილად არ გაგიჭირდებათ. აქ ზღვის სანაპიროზე, ანდაც საცურაო აუზის შეზლონგებზე შეძლებთ დასვენებას.

Deluxe Hotel Santorini

ამ სასტუმროში ძალიან კომფორტულად შეძლებთ დასვენებას. მას საკუთარი საცურაო აუზი აქვს, ნომრები კი სადა და მოწესრიგებულია. სასტუმროს ფასი მოიცავს საუზმის სერვისსაც.

Kavalari Hotel - Adults Only

ამ სასტუმროში იდეალურად შეძლებთ გაატაროთ თქვენი მოგზაურობა. მისი ტერასიდან ზღვის ულამაზესი ხედი იშლება. ნომრის საფასურში შედის საუზმის სერვისიც. სასტუმროს ნომრები სადა არქიტექტურისაა, ისინი ყველა საჭირო ინვენტარითაა აღჭურვილი.

Callia Retreat Suites - Adults Only

სასტუმროდან ზღაპრული ხედები იშლება. მის ტერიტორიაზე ნახავთ საცურაო აუზსაც. სასტუმროს ტერასიდან ულამაზესი ხედები იშლება. მის საფასურში შედის საუზმის სერვისიც. თანაც, სასტუმროს ბარში განტვირთვასა და გართობასაც შეძლებთ.

Evgenia Villas & Suites by Calm Collection

ეს სასტუმრო იდეალურ ადგილას მდებარეობს, აქედან ზღვის ულამაზესი ხედები იშლება. მის ტერიტორიაზე ნახავთ საცურაო აუზსა და სპა ცენტრს. სასტუმროს აქვს საკუთარი რესტორანიც, ნომრის საფასურში კი შედის საუზმის სერვისიც.

რა ვნახოთ სანტორინზე?

გარდა იმისა, რომ სანტორინი თავისი ულამაზესი სანაპიროებით დაიკვეხნის, აქ ბევრ ღირსშესანიშნაობასაც ნახავთ.

ვულკანი

ვულკანი ეგეოსის ზღვაში არსებული აქტიური კუნძულია. იგი სანტორინის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ღირსშესანიშნაობაა. აქ ვულკანის ნარჩენებს ნახავთ.

ოიას ციხესიმაგრე

ოიას ციხესიმაგრე წმინდა ნიკოლოზის ეკლესიის, ციხის ნანგრევებისა და ულამაზესი გადასახედი ადგილისაგან შედგება. აქედან ზღვის მთელი სანაპირო გადაგეშლებათ თვალწინ.

ემპორიოს ციხესიმაგრე

ემპორიოს ციხესიმაგრე სანტორინის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სანახაობაა. იგი “პირატებისაგან” თავდასაცავად ააშენეს. ციხესიმაგრე არქიტექტურულად და სიმბოლურად მნიშვნელოვანი ნაგებობაა სანტორინისათვის.

ოიას ლურჯგუმბათიანი ეკლესიები

ოიას ლურჯგუმბათიანი ეკლესიები სანტორინის ყველაზე ცნობილი ნაგებობებია. ისინი ალბათ ბევრ ფოტოზე შეგინიშნავთ. ლურჯგუმბათიანი ეკლესიები იდეალურად ასახავს ბერძნულ არქიტექტურას – ლურჯი და თეთრი ფერებისა და სადა სტილის ნაზავს.

რა ვჭამოთ სანტორინზე?

სანტორინი არც კულინარიის მოყვარულებს დაგწყვეტთ გულს. აქ შეგიძლიათ უგემრიელესი ბერძნული კერძები დააგემოვნოთ.

სუვლაკი

ცხადია, სუვლაკით უნდა დავიწყოთ – იგი წარმოადგენს ძაძიკის სოუსის, ბოსტნეულისა და ხორცეულის შიგთავსიან პიტას. ნახავთ ვეგეტარიანულ ვარიანტსაც.

მუსაკა

მუსაკას დაგემოვნება არ უნდა გამოგრჩეთ სანტორინზე ყოფნისას. იგი მზადდება კვერცხის, ხორცისა და კარტოფილისაგან. კერძი ფენებისაგან შედგება, რაც გემოს უფრო მრავალფეროვანს ხდის.

მელიტინია

მელიტინია ადგილობრივი ტკბილეულია. იგი წარმოადგენს პატარა გამომცხვარ ნამცხვრებს დარიჩინის არომატით. ხშირად მას ყველის შიგთავსი აქვს.

აპოჩტი

აპოჩტი თევზეულის ნაირსახეობაა. იგი ბოლომდე არ იწვება და ძმართან ერთად სერვირდება. ხორცის მოყვარულები მოხიბლულნი არიან ამ კერძით, შეგიძლიათ თქვენც მისცეთ მას შანსი სანტორინზე ყოფნისას.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია სანტორინზე სამოგზაუროდ

სამოგზაურო დოკუმენტაცია
პასპორტი
ვალუტა
The Euro (€)
აერპორტის კოდი
JTR
ენა
ბერძნული
თაიმზონა
GMT+3
დღიური საშუალო თანხა
80-100 €

ავიაკომპანიები, რომლებიც სანტორინზე დაფრინავს

ხშირად დასმული კითხვები სანტორინზე ფრენების შესახებ

თუ უკვე შეიძინეთ იაფი ავიაბილეთები სანტორინზე ან მომავალში აპირებთ მოგზაურობას, აუცილებლად გადაავლეთ თვალი ხშირად დასმული კითხვების სექციას. აქ ამოიკითხავთ მნიშვნელოვან ინფორმაციას სანტორინზე ფრენების შესახებ.

გაზაფხულიდან შემოდგომის ჩათვლით შეგიძლიათ ეწვიოთ სანტორინს, სანაპიროებისა და მზის ქალაქს.

სანტორინი თავისი ულამაზესი სანაპიროებითაა ცნობილი. ამასთან, აქ მშენიერი კულტურული ძეგლები და ეკლესიები დაგხვდებათ.

სანტორინის მიმართულებით ჯერჯერობით მხოლოდ გადაჯდომით გაემგზავრებით.

ბერძნული ავიახაზები და სქაი ექსპრესი სანტორინზე ყველაზე იაფ ფრენებს შემოგთავაზებთ.

avia.ge ავიაბილეთების შეძენის რამდენიმე გზას გთავაზობთ. შეგიძლიათ შეიძინოთ ფრენები ონლაინ, ჩვენი საიტის გამოყენებით. ამისთვის მოგიწევთ უბრალოდ საძიებო ველში ჩაწეროთ სასურველი მიმართულება და აარჩიოთ ავიარეისები. ასევე, შეძლებთ დისტანციურად, ჩვენი ქოლ-ცენტრის დახმარებითაც ფრენების არჩევას ან avia.ge – ის ოფისში ჩვენი პროფესიონალი გუნდის მეშვეობით.

იაფი მოგზაურობისათვის უმჯობესია სანტორინზე გაემგზავროთ ნაკლებად პოპულარულ სეზონებზე. ამ პერიოდში იაფდება დასარჩენი ადგილებიცა და ფრენებიც.

3-5 დღე მაინც გათვალეთ სანტორინზე სამოგზაუროდ, რათა კარგად მოასწროთ დასვენება.

JTR – სანტორინის საერთაშორისო აეროპორტი ქალაქის ცენტრიდან დაახლოებით 2 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს.

პირველ რიგში, 1 ან 2 თვით ადრე შეიძინეთ ვაშინგტონის ავიაბილეთები და ცნობილ დღესასწაულებსა და დასვენების დღეებს ნუ დაამთხვევთ მოგზაურობას.

მომხმარებლის კმაყოფილება, პროფესიონალური მომსახურება და მრავალწლიანი გამოცდილება – ეს ის მიზეზებია, რაც avia.ge -ის უცვლელ წარმატებას განაპირობებს ბაზარზე. ჩვენი გუნდის მეშვეობით მიიღებთ საუკეთესო მომსახურებას როგორც ონლაინ, დისტანციურად, ასევე ოფისში.