თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების წარმომადგენლებმა სასიხარულო სიახლე გაახმაურეს. ახლახანს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტს ერთ–ერთი ყველაზე პრესტიჟული ავიაკომპანია მოემსახურება. ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი კომპანია ტავ ჯორჯიას წარმომადგენლებსა და ფრანგული ავიახაზები ს აგენტებს შორის მოლაპარაკებების შედეგად იდგმება. ასეთი სასიხარულო სავარაუდოდ მომავალი სეზონიდან აიღებს სტარტს.

Air France 2019 წლის გაზაფხულიდან დაიწყებს ოპერირებას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში. მისი მთავარი ბაზა საფრანგეთის დედაქალაქსი მდებარეობს. შარლ დე გოლის აეროპორტში ბაზირებული ავიახაზები აქამდე თითქმის 170 მიმართულებით ანხორციელებდა რეისებს, მომავალი წლიდან კი ამ გრძელ და სერიოზულ სიას თბილისიც მიემატება. პარიზიდან თბილისის მიმართულებით ცნობილი ფრანგული კომპანია მართლაც შთამბეჭდავი ხომალდების ნაკრებით განახორციელებს ფრენებს.

თბილისი პარიზი

გამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
22 აპრილი 202625 აპრილი 2026Transavia Franceავიაბილეთები 1 196 -დან
6 მაისი 202620 მაისი 2026Transavia Franceავიაბილეთები 838 -დან
13 ივნისი 202617 ივნისი 2026Transavia Franceავიაბილეთები 731 -დან

ტურისტების საყვარელი ქვეყნის მოწინავე კომპანია, ფრანგული ავიახაზები ორასზე მეტი სხვადასხვა ტიპის საჰაერო ხომალდის მფლობელია, რომელსაც აქტიურად იყენებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. საფრანგეთის ფლაგმანი ავიახაზების ბაზის, შარლ დე გოლის აეროპორტის ოპერატორი ადგილობრივი სახელმწიფო კომპანია ADP Group–ია. სწორედ ეს კომპანია ფლობს TAV Airports-ის აქციებს. მათი წარმომადგენლების მიერ გადადგმული ნაბიჯები მართლაც მნიშვნელოვან წარმატებას წარმოადგენს საქართველოს მოსახლეობის იმ ნაწილისთვის, რომელსაც კომფორტულად მგზავრობა სურს თვითმფრინავით გაფრენისას.

ავიაკომპანიების წარმომადგენლებმა ეარფრანსი -ს თბილისში ოპერირების დეტალები გასულ თვეში შეათანხმეს. ეს სამუშაო შეხვედრა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გაიმართა და მოლაპარაკებები ბოლო ეტაპზე გადაიყვანა. აღნიშნული გეგმების საშუალებით ქართველ მოგზაურებს მართლაც ბევრად უფრო კომფორტული მგზავრობა ელით. ეს ავიაკომპანია ცნობილია საკუთარი ორგანიზებულობითა და ძალიან მოხერხებული თვითმფრინავების ინტერიერით.

პარიზში გაფრენის მსურველებმა ამ შესანიშნავი გადაწყვეტილების მიღება Avia.Ge –ზე შეძენილი ავია ბილეთებით შეიძლება აღნიშნონ. ამ საიტზე შეხვდებით საკმაოდ მოხერხებულ საძიებო სისტემას. მისი დახმარებით ადვილად და სწრაფად შეძლებთ ფრანგული ავიახაზები ს რეისებზე საჭირო ინფორმაციის მოძიებას. ასევე, Avia.Ge გთავაზობთ რეისების მოხერხებულ კალენდარს, რომლითაც მარტივად შეარჩევთ საუკეთესო დღეს გასაფრენად.

ამ ფუნქციის წყალობით ადვილად იპოვით ისეთ დღეს ფრანგული კომპანიის განრიგში, რომლის დროსაც ყველაზე დაბალფასიანი აქციებით სარგებლობას შეძლებთ.

ქუთაისი პარიზი

გამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
22 აპრილი 202629 აპრილი 2026Wizz Airავიაბილეთები 427 -დან
20 მაისი 202627 მაისი 2026Wizz Airავიაბილეთები 373 -დან
10 ივნისი 202612 ივნისი 2026Wizz Airავიაბილეთები 408 -დან
kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიგდანსკის ავიაბილეთები ქუთაისიდან
შემდეგი სტატიასქაიაფ / SkyUp ავიაკომპანია
5 1 vote
შეაფასე სტატია
4 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments
Guest
მარი ლოსაბერიძე
4 years ago

პარიზიდან მოვდივარ თბილისში 11 იანვარს 13:45 ზე Air- France ის რეისით . გთხოვთ მიპასუხოთ, მჭირდება თუ არა PCR ტესტი თვითფრინავში ჩსაჯდომად? საქართველოში საზღვრის კვეთაზე ვიცი , რომ არ მჭირდება , საკონსულოს საიტზეა მითითებული. წინასწარ დიდი მადლობა.

ევროპის საუკეთესო ავიაკომპანიების TOP-10
7 months ago

[…] პირვე სამეულში Turkish Airlines , Air France და Swiss International Air Lines […]

Georgian Airways, Air France და KLM: როგორ მუშაობს პარტნიორობა და რას ნიშნავს ეს მგზავრისთვის?
5 months ago

[…] გახდა ისეთ გიგანტებთან, როგორებიცაა Air France და KLM.  ამ პარტნიორობას “ზიარი […]

ავიაციის პროტესტი: ითხოვენ „მწვანე წესების“ გაუქმებას
18 days ago

[…] ხელმძღვანელები, როგორიცაა ფრანგული ავიახაზები-KLM, რაინეარი, ლუფჰთანზა, EasyJet და IAG, […]