მიიღე კომპესაცია მარტივად დაგვირეკე:  

551 907 907 / 0322 42 42 70

როგორ უნდა მივიღოთ კომპენსაცია გაპრობლემებული ავიარეისისთვის

შეიძლება მოგზაურობა იდეალურად დაგეგმოთ, თუმცა თქვენმა თვითმფრინავმა მაინც დააგვიანოს ან სულაც რეისი გადაგედოთ ან გაუქმდეს. რა უნდა ქნათ ასეთ შემთხვევებში, რომელიც ხშირად არა მაგრამ სამწუხაროდ მაინც ხდება? ასეთი სიტუაციები რათქმაუნდა რეისის თითოეული მგზავრისათვის დიდი ზიანის მომტანია, მათ ეკარგებათ დრო, ადგებათ მორალური ზიანიც კი და ასევე საქმე ეხება ფინანსურ დანაკარგებსაც. შესაბამისად, საჭიროა იმის ცოდნა, თუ როგორ შეგიძლიათ მიიღოთ ასეთი შემთხვევის შემდეგ შესაბამისი კომპენსაცია?

პირველ რიგში კომპენსაციის მიღებისათვის გამოსადეგი სერვისებიდან უნდა აღინიშნოს compensair, რომელიც ახლახანს გამოჩნდა ბაზარზე და არასასურველ სიტუაციაში მოხვედრილ მოგზაურებს კომპენსაციის მიღებაში დახმარებას ჰპირდება. ეს და სხვა მსგავსი სერვისები როგორც წესი მგზავრის მიერ მიღებული კომპენსაციიდან მისთვის გაწეული სამსახურის სანაცვლოდ 25 პროცენტს იღებენ (თანხას არ იხდით წინასწარ, 25% დაიკავებნ თუ მიიღებთ კომპესაციას მხოლოდ მაშინ).

მაგალითად, თუკი თქვენი კუთვნილი კომპენსაცია 500 ევროს შეადგენს, compensair მომსახურებების სანაცვლოდ 125 ევროს მიიღებს. აღსანიშნავია, რომ საშუალო საკომპენსაციო თანხის რაოდენობა 450 ევროს აღწევს, ხოლო მაქსიმალური როგორც წესი 600 ევროს. ზემოთ აღნიშნული სისტემის მსგავის პროგრამებით სარგებლობა საკმაოდ მარტივ პროცესს წარმოადგენს. მათი გამოყენებისათვის მხოლოდ მათი განაცხადის ფორმის შევსება დაგჭირდებათ.

ასევე საჭიროა იცოდეთ, თუ რა უფლებები აქვთ მინიჭებული ევროკავშირში საჰაერო ტრანსპორტით მგზავრობისას მგზავრებს. პირველ რიგში, თქვენი რეისის დაგვიანების, გადადების ან გაუქმების შემთხვევაში გეკუთვნით კომპენსაცია, რომლის რაოდენობაც 125-დან 600 ევრომდე მერყეობს. ამ კომპენსაციის მოთხოვნა შეგიძლიათ მაშინ, თუ ქვემოთ ჩამოთვლილი პირობებიდან ერთს მაინც აკმაყოფილებთ:

  • თქვენმა რეისმა დაიგვიანა 3 ან მეტი საათით;
  • თქვენი რეისი საერთოდ გაუქმდა;
  • თქვენმა რეისმა დაიგვიანა 3 საათზე ნაკლები, მაგრამ ეს საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ თქვენ დაგეგვიანათ სხვა თვითმფრინავის რეისზე,რის გამოც დანიშნულების ადგილზე საბოლოო ჯამში მაინც მინიმუმ 3 საათით გვიან ჩახვედით.
  • თქვენ განგიცხადეს უარი თვითმფრინავში ჩასხდომაზე, თავისუფალი ადგილების არ ქონის ე.წ „ოვერბუკინგის“ მიზეზით.

ასევე თქვენი რეისის დაგვიანება ან გაუქება არ უნდა იყოს გამოწვეული აეროპორტის თანამშრომლების გაფიცვით, ბუნებრივი მოვლენებით ან სხვა ფორსმაჟორული გარემოებების მიზეზით. აღნიშნული ფრენიდან ასევე არ უნდა იყოს გასული 6 წელზე მეტი.

აღსანიშნავია, რომ თქვენი კომპენსაციის რაოდენობა პირდაპირ კავშირშია თქვენი დანიშნულების ადგილამდე კილომეტრების რაოდენობაზე, რაც შემდეგნაირად იყოფა:

1500 კილომეტრამდე – 250 ევრო

1500-3500 კილომეტრამდე – 400 ევრო

3500-ზე მეტ კილომეტრზე – 600 ევრო

კომპენსაციის მიღება შესაძლებელია მაშინ, თუკი ფრენა ხორციელდება ევროკავშირში რეგისტრირებული ავიაკომპანიის მიერ. მისი ოდენობა არაა დამოკიდებული თქვენი ავიაბილეთის საფასურზე და ასევე არ გჭირდებათ კომპენსაციის მისაღებად ავიაბილეთის დაზღვევის ქონა.

მიიღე კომპესაცია მარტივად დაგვირეკე:  

551 907 907 / 0322 42 42 70

წინა სტატიაშიავიაბილეთები ბოდრუმის მიმართულებით
შემდეგი სტატიაავიაბილეთები ჰერაკლიონის მიმართულებით
4.2 5 votes
შეაფასე სტატია
1 კომენტარი
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments
ყველაზე პუნქტუალური ავიაკომპანიები
2 months ago

[…] კომპენსაცია […]