მსოფლიოს საავიაციო ბაზარზე ათასობით ავიაკომპანიაა წარმოდგენილი და თითოეული მათგანი პირველობისკენ ისწრაფვის. საუკეთესო ავიაკომპანიების რეიტინგში მოხვედრას დიდი ძალისხმევა და მუდმივად გაუმჯობესებისკენ ზრუნვა სჭირდება. სწორედ ამ პრინციპს იცავს თურქული ავიაკომპანია Turkish Airlines -ი, რომელიც ერთ-ერთ საუკეთესო და წამყვან ავიაკომპანად არის აღიარებული.
დაარსების ისტორია
თურქეთის ავიახაზები 1933 წლის 20 მაისს დაარსდა სტამბოლში და 86 წლიანი მოღვაწეობის განმავლობაში საუკეთესო ავიაკომპანიის ტიტულს არ თმობს. დღეისათვის მას სამი მთავარი ბაზა აქვს, რომელთაგან ორი სტამბოლში – ახალ აეროპორტსა და საბიჰა გოქჩენის აეროპორტში, ხოლო მესამე ანკარის საერთაშორისო აეროპორტშია.
მიმართულებები
Turkish Airlines-ი ერთადერთი ავიაკომპანიაა, რომელიც პირდაპირ ფრენებს 126 ქვეყნაში ახორციელებს. მისი მიმართულებების რაოდენობა კი 315-მდე აღწევს, რომლებიც ევროპის, აზიის, აფრიკის და ამერიკის კონტინენტებზე სრულდება. მის მიმართულებებში საქართველოს ორი აეროპორტი – თბილისის და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებიცაა შესული.
Turkish Airlines -ი საქართველოში
წლების განმავლობაში თურქეთის ავიახაზები საქართველოში ყველაზე პოპულარული და მოთხოვნადი ავიაკომპანია იყო, გადაყვანილი მგზავრების რაოდენობითაც პირველობას არ თმობდა და დღემდე ერთ-ერთ მოწინავე ადგილს დამსახურებულად ინარჩუნებს.
Turkish Airlines-ი საქართველოს ყველაზე მეტ ქვეყანასთან და კონტინენტთან აკავშირებს. პირდაპირი რეისები ბათუმის და თბილისის საერთაშორისო აეროპორტებიდან როგორც ახალ, ისე საბიჰა გოქჩენის აეროპორტში სრულდება. რაც შეეხება ტრანზიტულ ფრენებს, ყველაზე დიდი არჩევანს ქართველ მოგზაურებს სწორედ ეს ავიაკომპანია სთავაზობს როგორც ახლო, ისე შორეულ მიმართულებებზე.
თბილისი სტამბოლი
გამგზავრება | დაბრუნება | ავიაკომპანია | ბილეთების პოვნა |
---|---|---|---|
20 ივლისი 2022 | 21 ივლისი 2022 | ![]() | |
20 აგვისტო 2022 | 23 აგვისტო 2022 | ![]() | |
21 სექტემბერი 2022 | 26 სექტემბერი 2022 | ![]() |
ბათუმი სტამბოლი
გამგზავრება | დაბრუნება | ავიაკომპანია | ბილეთების პოვნა |
---|---|---|---|
27 ივლისი 2022 | 29 ივლისი 2022 | ![]() | |
8 აგვისტო 2022 | 10 აგვისტო 2022 | ![]() | |
7 სექტემბერი 2022 | 9 სექტემბერი 2022 | ![]() |
მომსახურების და ფლოტის ხარისხი
ავიაკომპანიის ასეთ პოპულარობას როგორც საქართველოში, ისე მთელს მსოფლიოში მისი მომსახურების მაღალი ხარისხი, კომფორტული მგზავრობა და თანამედროვე თვითმფრინავები განაპირობებენ. მისი ფლოტი 351 ხომალდისგან შედგება, რაც საკმაოდ მნიშვნელოვანი მაჩვენებელია.
თურქეთის ავიახაზები მუდამ ზრუნავს როგორც ხარისხის, ისე ფლოტის გაუმჯობესებაზე და ყოველთვის მოდერნიზებული თვითმფინავებით ემსახურება თავის მომხმარებლებს. სწორედ ამიტომ შეინარჩუნა მან საუკეთესო იმიჯი და მოგზაურების კეთილგანწყობა მთელი მსოფლიოს მასშტაბით ამდენი ხნის მანძილზე.
Maintresebs biltebi ragris turqetis
[…] Turkish Airlines – თურქულმა ავიაკომპანიამ ყველაზე დაბალი ტარიფის მქონე ბილეთებზე ბარგი ფასიანი გახადა. ახალი წესები საშუალო დისტანციურ, საერთაშორისო ფრენებზე ვრცელდება, როგორიცაა მაგალითად სტამბოლი – თბილისი – სტამბოლის რეისი. ხოლო, გრძელმაგისტრალურ რეისებზე, ბარგი ყველა ეკონომ კლასის ბილეთებში შედის. […]
[…] – თურქული ეროვნული ავიაგადამზიდი Turkish Airlines -ი და უნგრული დაბალბიუჯეტიანი […]