საბერძნეთი, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მიმართულებაა მსოფლიოში. ქვეყნის ღირსშესანიშნაობები უნიკალურია და პოზიტიურ ემოციებს ტოვებს ვიზიტორთა მეხსიერებაში. საბერძნეთის ხსენებისას, ალბათ ყველას მისი უძველესი ისტორია და ელინური კულტურა წარმოგვიდგება თვალწინ. თუმცა აქ სანახავი უფრო მეტია. მზიანი ამინდები, ულამაზესი სანაპიროები და ადგილობრივი სამზარეულო კარგი დასვენების გარანტიაა.

ამ სტატიაში შემოგთავაზებთ საბერძნეთში მოსანახულებელ ყველაზე პოპულარულ ქალაქებს. რათა დაგეხმაროთ ზუსტი გადაწყვეტილების მიღებაში, თუ სად გსურთ გაატაროთ დაუვიწყარი ზაფხული.

1. ათენი

ათენი, საბერძნეთის დედაქალაქი და მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ძველი, ისტორიული და განთქმული ქალაქია, რომელიც ამაყობს განსაცვიფრებელი თანამედროვე არქიტექტურით და გასაოცარი ისტორიული ძეგლებით.

იმისათვის რომ ათენი კარგად შეიცნოთ, აუცილებლად უნდა მოინახულოთ შემდეგი ღირსშესანიშნაობები:

  • პანთეონი
  • აკროპოლისის მუზეუმი
  • პლაკა – ათენის უძველესი საცხოვრებელი კვარტალი
  • პოსეიდონის ტაძარი
  • სინტაგმას მოედანი
  • მონასტირაკი – ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი და გადატვირთული ადგილი ათენის ცენტრში
  • ათენის ეროვნული ბაღი
  • აგორა

2.სანტორინი

სანტორინი – ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ადგილია საბერძნეთში, ეს არის ეგეოსის ზღვის ბრილიანტი. ყოველწლიურად ათასობით ადამიანს იზიდავს ამ კუნძულის სილამაზე. ის ზუსტად ჰგავს ზღაპრულ ქვეყანას, ლამაზი ქვითკირის შენობებით, მიმზიდველი პატარა ფერადი სახლებით, სპირალური ბილიკებით, ამაღლებული საფირონის გუმბათებით, ცისფერი წყლისა და ცის ერთობლიობით. სახლები და სასტუმროები კლდეებზეა აგებული, რაც ადგილს მიმზიდველობას მატებს.

3. ხანია

ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი საბერძნეთში, რომელიც გამოირჩევა თავისი მოკირწყლული ქუჩებით. მიზიდულობის ცენტრს ძველი ვენეციური ნავსადგური წარმოადგენს, რომლის არაჩვეულებრივი არქიტექტურის ფონზე უამრავი ჰოლუვუდური ფიმია გადაღებული.

4. ჰერსონისოსი

ეს ძველი საპორტო ქალაქია. იდეალურია ოჯახური დასვენებისთვის, აქ არის გასართობი პარკები, მარგალიტისფერი ქვიშის პლაჟები, დამაინტრიგებელი მუზეუმები, უძველესი ნანგრევები და ადგილობრივი სავაჭრო ცენტრები. ასევე, ჰერსონისოსი განთქმულია ახალი და გემრიელი ზღვის პროდუქტებით. ქალაქის უბრალო და მიწიერ სილამაზეს თავისი ხიბლი აქვს.

5. მიკონოსი

კლასიკური ქვითკირის შენობები ლურჯი კოშკიანი გუმბათებით დამახასიათებელია ბერძნული არქიტექტურა. მიკონოსში არის რამდენიმე ქუჩა, რომლებიც საოცრად მომხიბვლელია. საკულტო ქარის წისქვილები გახდა ამ უცნაური ქალაქის მიზიდულობის ცენტრი. მიკონოსის მდიდარი კულტურა და კრაბის ხორცის ნამდვილი დელიკატესები ხალხის მთავარი მიმზიდველი რამაა.

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაში20%-იანი ფასდაკლება ავიაკომპანია Wizz Air-სგან
შემდეგი სტატიაპირდაპირი ფრენები ქუთაისის აეროპორტიდან
3 2 votes
შეაფასე სტატია
Subscribe
Notify of
0 კომენტარები
Inline Feedbacks
View all comments