mwvane baratis shevseba
mwvane baratis shevseba

თუ მოგზაურობა და დასვენება თქვენს გეგმებში შედის, გაეცანით ამ სტატიას. შეისწავლეთ საინტერესო ევროპული მიმართულებები და აღმოაჩინეთ ასობით ქალაქიდან თქვენთვის ყველაზე საინტერესო და სასურველი მიმართულება.

1. პარიზი, საფრანგეთი

პარიზი საფრანგეთის ყველაზე დიდი ქალაქი და დედაქალაქია, რომელიც მდინარე სენაზე გაშენებული, ჩრდილოეთ საფრანგეთში. ეს ალაქი ისტორიის, ხელოვნების, კულტურის, სილამაზისა და სამზარეულოს მოყვარული მოგზაურებისთვისაა. აქ თქვენ აუცილებლად იპოვით  რაიმეს, რაც თავს შეგაყვარებთ და მუდამ გაგახსენდებათ.

2. ფლორენცია, იტალია 

florence

ტოსკანის ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქალაქი. მდებარეობს მდინარე არნოს გასწვრივ და მდიდარია თავისი ისტორიით. მიუხედავად იმისა, რომ ხელოვნება და ისტორია აშკარა მახასიათებელია იტალიისთვის, არის რაღაც განსაკუთრებული, ფლორენციულ დეკადენტური სამზარეულოს გასინჯვაში. აუცილებლად დააგემოვნეთ კულინარიული შედევრები და დაათვალიერეთ პროვინცია მშვიდად. არ დაგავიწყდეთ დრო დაუთმოთ ტოსკანის საგანძურის შესასწავლადაც.

3. სანტორინი, საბერძნეთი

სანტორინი არის მცირე ზომის ვულკანური კუნძულების ჯგუფი სამხრეთ ეგეოსის ზღვაში. აქედან იშლება თვალწარმტაცი ხედები და დაუვიწყარი პეიზაჟები! ეწვიეთ ოიას ციხეს და დატკბით მისი შეთეთრებული არქიტექტურის ყველაზე საკულტო ხედებით. ეგეოსის ზღვის გასწვრივ ციცაბო კლდეები იძლევა საშუალებას ნახოთ ყველაზე ფერადი მზის ჩასვლა მსოფლიოში. აქ ყოფნისას აუცილებლად უნდა ეწვიოოთ შავ ვულკანურ პლაჟებს.

4. ლონდონი, ინგლისი

გაერთიანებული სამეფოს დედაქალაქი. გაშენებულია მდინარე ტემზაზე, სამხრეთ-აღმოსავლეთ ინგლისში. ის სავსეა საოცარი ადგილობრივი ბაზრებით, მაღაზიებით, ლამაზი უბნებითა და კაფეებით. მიუხედავად იმისა, რომ ყველამ იცის, რომ ეს ქალაქი სავსეა მსოფლიო დონის ღირშესანიშნაობებით და ისტორიული ღირსშესანიშნაობებით, კარგი იდეაა მოიძიოთ დიდი ლონდონის ნაკლებად ტურისტული ტერიტორიები გაერთიანებული სამეფოს ჭეშმარიტად ავთენტური გამოცდილებისთვის.

5. ამსტერდამი, ნიდერლანდები

თუ თქვენ ეძებთ ქალაქს,რომესაც ფეხით მოივლით და ამასთანავე დატვირთულია მხიარული კაფეებით, ისტორიული მუზეუმებითა და ულამაზესი პარკებით, ამსტერდამზე უკეთესი ადგილი თქვენთვის არ არსებობს. ამსტერდამი ნიდერლანდების ყველაზე დიდი და უმთავრესი ქალაქია. დაათვალიერეთ არხები ნავით, გაისეირნეთ Vondelpark-ში ან გაისეირნეთ ველოსიპედით, რომ იგრძნოთ ამ უნიკალური და სიცოცხლით სავსე ქალაქის სასიამოვნო გარემო.

6. ბარსელონა, ესპანეთი

ანტონი გაუდის არქიტექტურა! გასაოცარი კერძები! ხმელთაშუა ზღვის დაუვიწყარი ატმოსფერო! ბარსელონა სავსეა ცოცხალი ღამის ცხოვრებით, ხელოვნებით და თვალწარმტაცი ღირსშესანიშნაობებით. კატალონიის დედაქალაქი, აუცილებლად დაიპყრობს თქვენს გულს!

7. რომი, იტალია

ცნობილია, რომ რომი სავსეა ევროპის  ყველაზე საკულტო ატრაქციონებით. კოლიზეუმი, რომაული ფორუმი, პანთეონი, ესპანური კიბეები, სიქსტინის კაპელა და ვატიკანი – ისტორია და სილამაზე, რომელიც აუცილებლად აღგაფრთოვანებთ! დამატებული კერძები, კაფეები და მაღაზიები – აქ დაიწყება თქვენი დაუვიწყარი “რომაული არდადეგები”. დაიმახსოვრეთ, აქ ბევრი რამ არის სანახავი. დაუთმეთ დრო, რომ შეისწავლოთ რომი მთელი მისი დიდებით.

8. რეიკიავიკი, ისლანდია

ისლანდია სულ უფრო და უფრო რეიტინგულია, როგორც მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ქალაქი მოგზაურთათვის. ის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული მიმართულება. ეწვიეთ სამხატვრო გალერეებს და მუზეუმებს, ეზიარეთ თანამედროვე ხელოვნებასა და მუსიკას, ნახეთ შთამბეჭდავი მყინვარები და ულამაზესი ფიორდები (ვიწრო ყურეები), დატკბით დაუვიწყარი პეიზაჟებით!

9. პრაღა, ჩეხეთი

პრაღა უდაოდ ევროპის ულამაზესი და გამორჩეული ქალაქია და ტურისტების საყვარელი მიმარტულება. აქ შეგიძლიათ შეგიძლიათ გაეცნოთ უნიკალურ არქიტექტურას, კულტურასა და ტრადიციებს, და რაც მთავარია, შეისწავლოთ ტრადიციულ სამზარეულო და დააგემოვნოთ ადგილობრივი, სახელგანთქმული ლუდი.

10. ედინბურგი, შოტლანდია

შოტლანდია აყვავებულ ლანდშაფტის, ციხესიმაგრეებისა და ისტორიის სანახაობრივი ნაზავია. ედინბურგი სავსეა თანამედროვე შოტლანდიური ცხოვრებით და საინტერესო ისტორიებით.

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიმსოფლიოს საუკეთესო სანაპიროები, რომლებიც უნდა მოინახულო
შემდეგი სტატიაახალი მიმართულება თბილისიდან გერმანიის მიმართულებით
4.5 2 votes
შეაფასე სტატია
Subscribe
Notify of
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments