სანტორინი საბერძნეთისა და მთელი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე რომანტიულ და მომხიბვლელ კუნძულად არის აღიარებული. განსაკუთრებით პოპულარული მიმართულებაა წყვილებისთვის, რადგან თაფლობის თვის გასატარებლად ერთ-ერთი  საუკეთესო და ზღაპრული ადგილია.

ავიაბილეთები სანტორინის მიმართულებით საუკეთესო არჩევანია მათთვის, ვისაც ფირუზისფერ ზღვასთან და ულამაზეს სანაპიროებთან ერთად, საინტერესო და განსხვავებული ადგილები იზიდავს. სანტორინი ვულკანური წარმოშობის კუნძულია და სწორედ ამან მოახდინა გავლენა მის საუცხოო არქიტექტურაზე. 

რა უნდა მოინახულოთ სანტორინში? 

ფირა

სანტორინის დედაქალაქი ფირა კუნძულის საუკეთესო ხედებით დაგატკბობთ, მის ვიწრო ქუჩებში გასეირნება კი, სადაც ყველა სახლს სხვადასხვა ფერის კარი აქვს და კედლები ყვავილებით არის მორთული, თქვენი ზღაპრული მოგზაურობის საუკეთესო ნაწილი იქნება. 

ქუჩის პატარა კაფეებში და ბარებში შეგიძლით ადგილობრივი ღვინო და კერძები დააგემოვნოთ, რომლითაც ეს კუნძული ნამდვილად გამოირჩევა. საღამოს კი საოცარი მზის ჩასვლით დატკბებით.

ოია

ოია სანტორინის ყველაზე პოპულარული ადგილია და ტურისტების უმრავლესობაც სწორედ მას სტუმრობს. ავიაბილეთები სანტორინის მიმართულებით აღმოგაჩენინებთ ქალაქს, რომელიც ამ კუნძულის ისტორიას და კულტურას ყველაზე კარგად გადმოსცემს. სანტორინი ყოველთვის თეთრ ქვის სახლებთან ასოცირდება, რომელსაც ლურჯი გუმბათი ამშვენებს, ოიაში კი სწორედ ეს სანახაობა გადაგეშლებათ თვალწინ და დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს გაჩუქებთ.

როგორ უნდა გაემგზავროთ სანტორინში?

ამ ზღაპრულ კუნძულზე მოხვედრის შესაძლებლობას საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტები გვაძლევს. ყველაზე ბიუჯეტურ გზას ქუთაისის აეროპორტი გვთავაზობს. პირდაპირი რეისი არ სრულდება, თუმცა ქუთაისი სანტორინი -ს მიმართულებით ავიაკომპანია Wizz Air-ის რეისით ჯერ ქუთაისი ათენის მიმართულებით გაემგზავრებით, შემდეგ კი ბერძნული ავიაკომპანია Sky Express-ი პირდაპირ სანტორინში ჩაგიყვანთ.

რაც შეეხება თბილისის საერთაშორისო აეროპორტს, ავიაბილეთები სანტორინის მიმართულებით საუკეთესო ფასად Aegean Airlines-ის რეისზე შეგიძლიათ შეიძნოთ. თბილისი სანტორინი -ს ტრანზიტული რეისი ათენში, ელეფთერიოს ვენერიელოს აეროპორტში გადაჯდომით სრულდება, იქედან კი სულ რაღაც 45 წუთში სანტორინის კუნძულზე მოხვდებით. 

თუ თქვენ უპირატესობას კომფორტულ მგზავრობას და ხარისხიან მომსახურებას ანიჭებთ, საუკეთესო არჩევანი Lufthansa-ს რეისი იქნება. ფრენა თბილისის აეროპორტიდან მიუნხენის აეროპორტში გადაჯდომით სრულდება, საიდანაც სანტორინში 2 საათსა და 35 წუთში აღმოჩნდებით.

ბათუმი სანტორინი -ს ტრანზიტული რეისებს კი შეგიძლიათ ააწყოთ ორი გადაჯდომით, რომელსაც Turkish Airlines -ი სტამბოლის ახალ აეროპორტში, შემდეგ კი ათენის საერთაშორისო აეროპორტში გადაჯდომით გვთააზობს, იქედან კი ფრენას ავიაკომპანია Olimpic Airlines -ით განაგრძობთ სანტორინის საერთაშორისო აეროპორტამდე.

სხვადასხვა ვარიანტებს შეგიძლიათ AVIA.GE -ის ვებსაიტზე ან მობილურ აპლიკაციებში გაეცნოთ და თქვენთვის საუკეთესო ვარიანტი შეარჩიოთ. კომპეტენტური კონსულტაციისთვისა და ინდივიდუალური შეთავაზებისთვის კი ჩვენს გუნდს შეგიძლიათ მიმართოთ.

სანტორინის მიმართულებით იაფი ავიაბილეთების დასაჯავშნად დაგვიკავშირდით ნომერზე: 551 907 907

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაში10 რამ, რაც სტამბოლში მოგზაურობისას უნდა გააკეთოთ
შემდეგი სტატიაარაბთა გაერთიანებული საამიროები საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმს აწესებს
0 0 votes
შეაფასე სტატია
Subscribe
Notify of
0 კომენტარები
Inline Feedbacks
View all comments