5.8 C
Tbilisi
სამშაბათი, იანვარი 13, 2026

მანიფესტი: დაინიშნოს პირდაპირი ფრენები ბარიდან.

მიზანი

დღევანდელ რეალობაში, საქართველოს მრავალი მოქალაქე სხვადასხვა ქვეყანაში იმყოფება ემიგრაციაში. მათი სამშობლოში დაბრუნება, თუნდაც მოკლე ვიზიტებისთვის, ხშირად რთული და ფინანსურად მძიმე ტვირთია. სწორედ ამიტომ, ამ მანიფესტით გვინდა ავიაკომპანიებს დავანახოთ, რამდენი ადამიანისთვის იქნება საინტერესო და საჭირო გარკვეული მიმართულებებზე პირდაპირი ფრენების დანიშვნა.

ავიაკომპანიები ხშირად საკუთარი კომერციული პოლიტიკიდან გამომდინარე ნიშნავენ რეისებს, რაც ყოველთვის არ ითვალისწინებს მგზავრთა ინტერესებს. თუ გარკვეული მიმართულება არ მიიჩნევა მომგებიანად ან სუბსიდირებული არ არის, რეისი შესაძლოა საერთოდ არ დაინიშნოს. ამ მანიფესტით გვსურს, ავიაკომპანიებს მივაწვდინოთ ჩვენი ხმა და დავარწმუნოთ ისინი, რომ მოთხოვნა არსებობს.

მოთხოვნა

ჩვენ მოვითხოვთ:

  • აღდგეს პირდაპირი ფრენა ბარიდან ქუთაისის მიმართულებით;
  • დაინიშნოს ბარიდან ან ახლომდებარე ქალაქებიდან პირდაპირი ფრენა თბილისის მიმართულებით.

ამ მოთხოვნის შესასრულებლად სასურველია ბიუჯეტური ავიაკომპანიების, როგორიცაა Wizz Air, Ryanair, EasyJet, ჩართვა, რაც მგზავრებს მისცემს ხელმისაწვდომი და კომფორტული რეისების არჩევანის საშუალებას.

რა სარგებელი ექნება ამ ინიციატივას?

პირდაპირი ფრენების დანიშვნა:

  • მნიშვნელოვნად გაამარტივებს ემიგრანტების ცხოვრებას;
  • შეამცირებს მგზავრობის ხარჯებს;
  • გააძლიერებს ემიგრანტების კავშირს სამშობლოსთან;
  • ხელს შეუწყობს ტურიზმისა და ეკონომიკის განვითარებას;
  • გააჩენს ახალ კომერციულ შესაძლებლობებს ავიაკომპანიებისთვის.

რა არის avia.ge-ს როლი?

ჩვენ შევქმენით პლატფორმა, სადაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ხელი მოაწეროს მანიფესტს და დააფიქსიროს თავისი მოთხოვნა კონკრეტულ მიმართულებებზე პირდაპირი ფრენების დანიშვნის შესახებ.

ჩვენი მხრიდან ვიღებთ პასუხისმგებლობას, რომ ავიაკომპანიების წარმომადგენლებს გადავცეთ აღნიშნული მოთხოვნები და დავიწყოთ მოლაპარაკებები ახალი რეისების დანიშვნის ან არსებული მარშრუტების განახლების მიზნით.

მანიფესტის მისია

avia.ge-ის მიზანია ემიგრანტებისა და ქართველი მოგზაურების მხარდაჭერა. ჩვენ გავაერთიანებთ ხმას და ავიაკომპანიებს მივაწვდით მოთხოვნას მათთვის მნიშვნელოვანი მიმართულებების დასამატებლად.

თუ გსურთ მხარი დაუჭიროთ ამ ინიციატივას, გთხოვთ, ხელი მოაწეროთ მანიფესტს ჩვენს ვებგვერდზე avia.ge

kompensacia frenebze
kompensacia frenebze

კომენტარი

ქუთაისი ლიონი ავიაბილეთები 229 ლარიდან

იაფი ავიაბილეთები ქუთაისიდან ლიონში ლიონი საფრანგეთის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ქალაქია. იგი პარიზიდან სულ რაღაც 4 საათის სავალზე მდებარეობს და მნიშვნელოვანია როგორც ტერიტორიულად, ასევე თავისი ღირსშესანიშნაობებითა...

ქუთაისი ვილნიუსი ავიაბილეთები 129 ლარიდან

იაფი ავიაბილეთები ვილნიუსში ლიეტუვის დედაქალაქი ვილნიუსი ევროპის გეოგრაფიული ცენტრია. გარდა გეოგრაფიული მნიშვნელობისა, ქალაქი სხვა თავისებურებებითაც ლიდერობს. ვილნიუსი ძველი შუასაუკუნეების ევროპის მემატიანეა. აქაური არქიტექტურა, კულტურულა და...

ქუთაისი ანტალია ავიაბილეთები 273 ლარიდან

იაფი ავიაბილეთები ქუთაისიდან ანტალიაში ანტალია ყველასათვის ცნობილი თურქული ქალაქია. იგი ქვეყნის უდიდესი საკურორტო და საპორტო ადგილია. ანტალია ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე მდებარეობს და მოგზაურებს ულამაზეს ბუნებას,...

ბათუმი მოსკოვი ავიაბილეთები 297 ლარიდან

იაფი ავიაბილეთები მოსკოვში მოსკოვი რუსეთის დედაქალაქი და უდიდესი ქალაქია. იგი მჭიდროდაა დასახლებული, რადგან ქვეყნის ერთ-ერთი განვითარებული ქალაქია. აქ დაგხვდებათ რუსული ტიპის ნაგებობები, ისტორიული ცენტრები და...