fbpx
3.8 C
Tbilisi
ხუთშაბათი, ნოემბერი 14, 2024

ფრენის კომპენსაცია 250 დან 600 ევრომდე მარტივად

ხშირად დასმული კითხვები

თუ ბოლო 3 წლის განმავლობაში ფრენასთან დაკავშირებით პრობლემა შეგქმნიათ, გაეცანით ხშირად დასმულ კითხვებს და გაიგეთ გეკუთვნით თუ არა ფრენის კომპენსაცია 600 ევრომდე.

რას ნიშნავს ფრენის კომპენსაცია ? arrow faq
ფრენის კომპენსაცია არის ავიაკომპანიის მიერ გადახდილი ფულადი კომპენსაცია მგზავრისთვის. ავიაკომპანია იხდის ფრენის კომპენსაციას თუ რეისმა დაიგვიანა, გადაიდო, გაუქმდა ან მგზავრს უარი განუცხადეს ჩასხდომაზე, ბორტზე არასაკმარისი ადგილების გამო.
ვის შეუძლია მიიღოს ფრენის კომპენსაცია 600 ევრომდე ? arrow faq
თუ თქვენ გქონდათ ფრენა ევროპის მიმართულებით, ევროპიდან ნებისმიერი მიმართულებით, ან ევროპის შიდა ფრენა და თქვენმა რეისმა დაიგვიანა, გადაიდო ან უარი გითხრეს ჩასხდომაზე, და ეს ყოველივე ავიაკომპანიის ბრალეულობით მოხდა, თქვენ გეკუთვნით ფრენის კომპენსაცია.
რა შემთხვევაში არ გადაგიხდით ავიაკომპანია ფრენის კომპენსაციას ? arrow faq
ევროკავშირის დადგენილება ცალსახად განმარტავს, თუ რა შემთხვევაში ავალდებულებს ავიაკომპანიებს გადაუხადონ მგზავრს კომპენსაცია. აღნიშნული სია შეგიძლიათ იხილოთ "სხვა ხშირად დასმულ კითხვებში", ხოლო სხვა დანარჩენ შემთხვევაში, ისინი არ არიან ვალდებულნი აანაზღაურონ ფრენის კომპენსაცია. ასეთი მიზეზი შეიძლება იყოს ჩიტების გადაფრენა, აეროპორტის თანამშრომლების გაფიცვა, უამინდობა და სხვა სტიქიური უბედურებები.
რა ოდენობის ფრენის კომპენსაციის მიღება შემიძლია ? arrow faq
კომპენსაციის ოდენობა დამოკიდებულია აეროპორტებს შორის მანძილზე. მანძილი 1500 კმ-მდე - €250 მანძილი 1500-3500 კმ-მდე - €400 მანძილი 3500 კმ-ზე მეტი - €600
რატომ უნდა შევავსო ფრენის კომპენსაციის ფორმა avia.ge ზე ? arrow faq
Avia.ge გთავაზობთ პარტნიორი კომპანიის სერვისს და ჩვენთან შევსების შემთხვევაში, თქვენ მიიღებთ პრიორიტეტულ მომსახურებას FlyHelp.ge -სგან

როგორ უნდა მივიღოთ ფრენის კომპენსაცია?

 ადამიანებს, რომლებიც ხშირად მოგზაურობენ, ერთხელ მაინც გამოუცდიათ ფრენის შეფერხებასთან დაკავშირებული პრობლემები, როგორიცაა: რეისის გადადება, დაგვიანება, გაუქმება ან უარი თვითმფრინავში ჩასხდომაზე, ბორტზე არასაკმარისი ადგილების გამო, ანუ ე.წ “ოვერბუქინგის” მიზეზით. 

მნიშვნელოვანია, ყველა მოგზაურმა იცოდეს, რომ მათი უფლებები დაცულია და რომ შესაძლოა ეკუთვნოდეს ფრენის კომპენსაცია შექმნილი დისკომფორტისთვის. ევროკავშირის რეგულაცია 261/2004 შექმნილია იმისთვის, რომ დაიცვას მგზავრების უფლებები და უზრუნველყოს მათი სამართლიანი კომპენსაცია ავიაკომპანიის შეფერხებით გამოწვეული ზიანსთვის.

ვინ გასცემს ფრენის კომპენსაციას?

ფრენის კომპენსაციის გაცემას უზრუნველყოფს ავიაკომპანია, რომელიც პასუხისმგებელია ფრენის შეფერხებაზე. 

რა შემთხვევაში მიიღება ფრენის კომპენსაცია?

ფრენის კომპენსაციის მიღება შესაძლებელია მაშინ, როცა ფრენის შეფერხება ხდება ავიაკომპანიის ბრალეულობით. იმისათვის, რომ ავიაკომპანიისაგან ფრენის კომპენსაციის მიღება მოხდეს, უნდა კმაყოფილდებოდეს შემდეგი ძირითადი პირობები:ფრენის კომპნესაცია მარტივად

  1. მგზავრი დანიშნულების ადგილზე ჩავიდა 3 ან მეტი საათის დაგვიანებით.
  2. ფრენა გაუქმდა ან გადაიდო, და ამის შესახებ ინფორმაცია ავიაკომპანიამ მინიმუმ ორი კვირით ადრე არ აცნობა მგზავრს.
  3. მგზავრმა უარი მიიღო თვითმფრინავში ჩაჯდომაზე, ბორტზე არასაკმარისი ადგილების გამო.
  4. რეისის შესრულებიდან არ არის გასული 2 წელი, ზოგ შემთხვევაში კი 3 წელი.

რამდენია ფრენის კომპენსაცია?

რეგულაციის მიხედვით, ფრენის კომპენსაციის ოდენობა გამოითვლება აეროპორტებს შორის მანძილის მიხედვით. ამასთან, აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ავიაბილეთების ღირებულება  არ არის დაკავშირებული კომპენსაციის ოდენობასთან. შესაბამისად, მგზავრს შეუძლია თანხის მოთხოვნა დაბალბიუჯეტური ავიაკომპანიების ფრენებზეც კი.

  • მოკლე მანძილის ფრენებზე 1500 კმ -მდე –  250 ევრო.
  • საშუალო მანძილის ფრენებზე 1500-3500 კმ-მდე – 400 ევრო.
  • შორი მანძილის ფრენებზე  3500 კმ-ზე მეტი – 600 ევრო. 

როგორ უნდა მიიღოთ ფრენის კომპენსაცია?

ანაზღაურების მიღება FlyHelp.ge -ს დახმარებითაა შესაძლებელი. განცხადების შევსებისას საჭიროა მხოლოდ ბილეთის, პასპორტის, ელექტრონული ხელმოწერის და საკონტაქტო ინფორმაციის ატვირთვა. ფორმის მიღებისთანავე, უმოკლეს ვადებში მგზავრს უკავშირდება flyhelp – ის წარმომადგენლი, რათა დეტალურად გაეცნოს კონკრეტულ ქეისს. იმ შემთხვევაში, თუ კმაყოფილდება კომპენსაციის მოთხოვნისათვის აუცილებელ პირობები, დაუყოვნებლივ იწყება მგზავრის უფლებების დაცვა.

თუ კი ავიაკომპანია პასუხს გონივრულ ვადებში არ დააბრუნებს, ან უარს განაცხადებს ფრენის კომპენსაციაზე, Flyhelp უზრუნველყოფს მათთან კავშირს მანამ, სანამ მგზავრი არ მიიღებს კუთვნილ კომპენსაციას ან დასაბუთებულ პასუხს, რეისის შეფერხების საპატიო მიზეზებთან დაკავშირებით.frneis kompensacia martivad

რა დრო სჭირდება კომპენსაციის მიღებას?

კომპენსაციის ვადების წინასწარ განსაზღვრა რთულია, ვინაიდან ეს დამოკიდებულია ავიაკომპანიაზე და უკუკავშირზე. ავიაკომპანიისგან პასუხის დაბრუნებას დაახლოებით 1-1,5 შეიძლება დასჭირდეს, ხოლო თანხის მიღება მათ მიერ განსაზღვრულ ვადებში ხდება.

რამდენია FlyHelp მომსახურების საფასური?

განაცხადის გაგზავნა, მისი დამუშავება და შესაბამისი პროცესების დაწყება უფასოა, მომსახურების საფასურს მგზავრი მხოლოდ იმ შემთხვევაში იხდის, თუ ავიაკომპანიამ კომპენსაციის მიღების შესახებ მოთხოვნა დააკმაყოფილა. 

მიიღე ფრენის კომპენსაცია მარტივად, დაგვირეკე: 579 20 60 40