ბათუმის ალექსანდრე ქართველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი მდებარეობს ბათუმის სამხრეთ ნაწილში. ასაფრენ-დასაფრენი ზოლი ჭოროხის მარჯვენა სანაპიროზეა წარმოდგენილი.

აეროპორტი 2007 წლის 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს გაიხსნა  და ის შ.პ.ს. TAV Urban Georgia-ს მმართველობაში იმყოფება. 2021 წლის მარტში მას ახალი ტერმინალი დაემატა, რის გამოც დღეისთვის მას მილიონზე მეტი მგზავრის მომსახურება შეუძლია.

ბათუმის აეროპორტიდან საერთაშორისო ფრენები ხორციელდება ისეთ მიმართულებებზე, როგორიცაა:

  • სტამბოლი
  • ბაქო
  • თელ-ავივი
  • ვარშავა
  • ასტანა
  • ერევანი
  • ელ ქუვეითი
  • თეირანი
  • მინსკი
  • ერ რიადი
  • ამანი
  • ბეირუთი
  • ხარკოვი
  • კიევის რამდენიმე ქალაქის მიმართულებით.

შესაძლებელია ადგილობრივი რეისებით მგზავრობაც, რომელიც თბილისის მიმართულებით ხორციელდება. თუ კი ბათუმიდან თბილისში ან თბილისიდან ბათუმში დროის მოკლე მონაკვეთში გინდათ მოხვედრა, მაშინ ეს საუკეთესო ვარიანტია.

რომელი ავიაკომპანიები ასრულებენ ფრენას ბათუმის აეროპორტიდან?

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ფრენებს ათამდე ავიაკომპანია ასრულებს და მათი გარკვეული ნაწილი, მხოლოდ სეზონზე ემსახურება მგზავრებს. ავიკომპანიების ჩამონათვალში შეხვდებით Air Arabia-ს, Belavia-ს, რომელსაც პირდაპირი რეისები აქვს ბელარუსიის ქალაქების მიმართულებით, Turkish Airlines , ჯორჯიან აირვეის, Arkia Airlines, El Al და ა.შ.

2016 წლიდან ბათუმის საერთაშორისო აეროპორტს დაემატა რამდენიმე ახალი ჩარტერული რეისი და მგზავრების რაოდენობამ 300 000 -ს გადააჭარბა.

ტრანსპორტირება ბათუმის აეროპორტში

ბათუმის აეროპორტი უზრუნველყობს ტაქსითა და ავტობუსით მომსახურებას. ასევე შესაძლებელია ავტოსადგომით სარგებლობაც.

ტაქსის სადგომის ნახვა შესაძლებელია აეროპორტიდან გამოსვლისთანავე, ქალაქის ცენტრში მოსახვედრად კი დაახლოებით 15 წუთია საჭირო.

ავტობუსის გაჩერება მდებარეობს ტერმინალის წინ. ქალაქის ცენტრამდე მგზავრობას დაახლოებით 20 წუთი სჭირდება.

რაც შეეხება ავტოსადგომს, რომელიც სრულიად არის აღჭურვილი მომხმარებლის მოთხოვნების შესაბამისად, 100-მდე ავტომანქანაზეა გათვლილი. გასათვალისწინებელია, რომ ის ფასიანია და პარკირების საფასური 1 სთ – 2 ლარია, 2 სთ – 4 ლარი, 6სთ – 5 ლარი, 12 სთ – 7 ლარი, ხოლო 24 სთ – 10 ლარი.

კვება და მაღაზიები ბათუმის აეროპორტში

მგზავრებს შესაძლებლობა აქვთ ესტუმრონ აეროპორტის კაფეს – “კანტინი” , სადაც მრავალფეროვან ადგილობრივ კერძებსა და სასმელს დააგემოვნებენ. კაფე მდებარეობს გამგზავრების დარბაზში.

რაც შეეხება სავაჭრო ობიექტებს, აქ შესაძლებელია ქართული ტრადიციული ხელნაკეთი ნივთების, აქსესუარების და სუვენირების შეძენა. ასევე, შეხვდებით Duty Free-ს, რომელიც უზრუნველყოფს მსოფლიოში ცნობილი ბრენდების მრავალფეროვნებას, სადაც მგზავრებს საშუალება ეძლებათ შეიძინონ სუნამოები, კოსმეტიკა, ტკბილეული და სხვ. მაღაზია მდებარეობს საპასპორტო კონტროლის უკანა მხარეს და მუშაობს 24 საათის განმავლობაში.

აეროპორტში ასევე შესაძლებელია ისარგებლოთ საქართველოს ბანკისა და ბანკ რესპუბლიკას სერვისცენტრებით, რომლებიც განთავსებულია გამგზავრების დარბაზში.

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში კითხვების ან გზამკვლევის მოძიების მიზნით შესაძლებელია, ცნობათა ბიუროს მიმართოთ, რომელიც გამგზავრების დარბაზში მდებარეობს და 24 საათის განმავლობაში ფუნქციონირებს. ინფორმაციის მიღება შესაძლებელია როგორც ადგილზე, ასევე ონლაინ რეჟიმში – ტელეფონით, დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში.

აეროპორტს ასევე სამედიცინო პუნქტიც ემსახურება. ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა ყველაზე პრიორიტეტულ საკითხს წარმოადგენს და ამისათვის მნიშვნელოვან ღონისძიებებსაც ატარებს.

ბათუმის აეროპორტიდან იაფი ავიაბილეთების დასაჯავშნად დაგვიკავშირდით ნომერზე: 551 907 907

ავიაბილეთები იაფად ბათუმიდან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაბილეთების პოვნა
სოჭი5 მარტი 20269 მარტი 2026ავიაბილეთები 283 -დან
მინვოდი15 აპრილი 202622 აპრილი 2026ავიაბილეთები 309 -დან
კრასნოდარი27 იანვარი 202631 იანვარი 2026ავიაბილეთები 328 -დან
სტამბოლი6 თებერვალი 20267 თებერვალი 2026ავიაბილეთები 333 -დან
ანტალია3 მარტი 202610 მარტი 2026ავიაბილეთები 477 -დან
შარმ-ელ-შეიხი1 მარტი 20268 მარტი 2026ავიაბილეთები 478 -დან
ერევანი20 მარტი 202622 მარტი 2026ავიაბილეთები 496 -დან
ბაქო13 თებერვალი 202615 თებერვალი 2026ავიაბილეთები 502 -დან
ალანია17 თებერვალი 202620 თებერვალი 2026ავიაბილეთები 509 -დან
დალამანი4 თებერვალი 202622 თებერვალი 2026ავიაბილეთები 516 -დან
ნიკოსია14 თებერვალი 202621 თებერვალი 2026ავიაბილეთები 570 -დან
ჰურგადა10 თებერვალი 202615 თებერვალი 2026ავიაბილეთები 590 -დან
მოსკოვი20 იანვარი 202622 იანვარი 2026ავიაბილეთები 594 -დან
უფა22 იანვარი 202629 იანვარი 2026ავიაბილეთები 629 -დან
ათენი15 თებერვალი 202622 თებერვალი 2026ავიაბილეთები 637 -დან
ლონდონი24 იანვარი 202626 იანვარი 2026ავიაბილეთები 638 -დან
მილანი6 თებერვალი 202613 თებერვალი 2026ავიაბილეთები 644 -დან
თბილისი27 თებერვალი 20265 მარტი 2026ავიაბილეთები 647 -დან
ვარშავა1 მარტი 20262 მარტი 2026ავიაბილეთები 665 -დან
კაზანი24 იანვარი 202627 იანვარი 2026ავიაბილეთები 683 -დან
10 მარტი 202614 მარტი 2026ავიაბილეთები 690 -დან
სამარა17 იანვარი 202618 იანვარი 2026ავიაბილეთები 693 -დან
სოფია21 მარტი 202611 აპრილი 2026ავიაბილეთები 700 -დან
ტიუმენი21 იანვარი 202627 იანვარი 2026ავიაბილეთები 701 -დან
მიუნხენი11 მარტი 202614 მარტი 2026ავიაბილეთები 705 -დან
კეისერი12 თებერვალი 202615 თებერვალი 2026ავიაბილეთები 705 -დან
სანკტ პეტერბურგი22 იანვარი 202629 იანვარი 2026ავიაბილეთები 707 -დან
კიშინიოვი6 თებერვალი 202613 თებერვალი 2026ავიაბილეთები 723 -დან
დუსელდორფი18 იანვარი 202625 იანვარი 2026ავიაბილეთები 733 -დან
პარიზი4 თებერვალი 20268 თებერვალი 2026ავიაბილეთები 734 -დან
kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშითბილისის აეროპორტი TBS
შემდეგი სტატიაგრძელი დისტანციის ავიაბილეთები იაფად
5 2 votes
შეაფასე სტატია
5 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments
FlyOne 2026 წლის გაზაფხულიდან ერევნიდან ბათუმში იფრენს
2 months ago

[…] რომ ამ დროისათვის ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი -დან ერევნის მიმართულებით პირდაპირი […]

თბილისის აეროპორტის გაფართოების პროექტი წარდგენილია
1 month ago

[…] ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი: ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის 5 მილიონ დოლარზე მეტი გამოიყო. აჭარის მთავარი აეროპორტის განვითარება კრიტიკულად მნიშვნელოვანია რეგიონის ტურისტული პოტენციალის სრულად ასათვისებლად. […]

თბილისის აეროპორტის რეკორდი: 5 მილიონი მგზავრი
1 month ago

[…] […]

ბათუმის აეროპორტის მასშტაბური გაფართოების პროექტი
1 month ago

[…] დოკუმენტი, საიდანაც ირკვევა, რომ „ბათუმის აეროპორტის“ გენერალური მენეჯერის მოადგილემ, […]

Armenian Airlines საახალწლო პერიოდში ერევანსა და ბათუმს შორის გეგმავს ფრენებს
30 days ago

[…] Armenian Airlines -ი საახალწლო პერიოდში ერევანი ბათუმი ბათუმი ერევანი -ს მიმართულებით […]