მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში სტუმრობისთვის ყოველთვის დაგისახელებენ საუკეთესო პერიოდს. ბარსელონაში შემოდგომის მიწურულს სჯობს ჩასვლა ამინდით დასატკბობად, რომი გაზაფხულზეა იდეალური. თუმცა, ევროპის ცენტრში მდებარე ერთი ისტორიული ქალაქი მუდამ მზადაა თქვენს მისაღებად. ავიაბილეთები პარიზის მიმართულებით ნებისმიერ დროსა და პერიოდში საუკეთესო საჩუქარია საყვარელი ადამიანისთვის. თქვენი თავის გასანებივრებლადაც, ამ ლოკაციაზე უფრო კომფორტულ ბუდეს საკმაოდ ძნელად თუ აღმოაჩენთ.
ულამაზეს არქიტექტურაში ჩაძირული ქალაქის დასათვალიერებლად რამდენიმე დღე ნამდვილად არ გეყოფათ. პარიზის ცენტრსა და გარეუბნებში წამოჭიბული რესტორნები კი ბევრად უფრო დიდ ხანს დაგამახსოვრებთ თავს. საფრანგეთის დედაქალაქში კულინარიული ოსტატობა ხელოვნების დონემდეა აყვანილი, ამიტომ თუ გსურთ საუკეთესო კერძების დაგემოვნება, მართლაც დასავლეთ ევროპის ცნობილ ცენტრს უნდა ესტუმროთ.
უგემრიელესი კერძებით სავსე მენიუების გარემოცვაში, თქვენ კულტურული აღზევების ეპოქაშიც ამოყოფთ თავს. საუკეთესო სამუზეუმო ექსპონატების ნახვა აქ ყოველ ფეხის ნაბიჯზე შეგიძლიათ, თანაც სასეირნოდ იდეალური ამინდის გამოჭერაც არ არის პრობლემა. თავაზიანი გამვლელებით სავსე ქუჩების მოსანახულებლად გაფრენა თბილისიდანაც და ქუთაისიდანაც მარტივადაა შესაძლებელი.
Lufthansa-ს რეისები თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან საფრანგეთში წასასვლელად ყველაზე ცნობილ ვარიანტად ითვლება. ამ ავიაკომპანიის ავია ბილეთები პარიზის მიმართულებით ორ ძირითადად სახეობად იყოფა. პირველ რიგში, თქვენ შეგიძლიათ შარლ დე გოლის ცნობილ აეროპორტში გადაფრინდეთ. ეს სიამოვნება 500–დან 800 ლარის ფარგლებში დაგიჯდებათ. თუმცა, უფრო მოხერხებულ ფასში პარიზის შედარებით არაპოპულარულ, ორლის აეროპორტშიც შეგიძლიათ ჩაფრინდეთ. ამ შემთხვევაში Pegasus-ის მიერ შემოთავაზებული ორმხრივი მგზავრობის ფასი 250–დან 500 ლარამდე მერყეობს. მეორე ვარიანტის არჩევის შემთხვევაში, თქვენ გადასაჯდომად სტამბულში გაჩერება მოგიწევთ სულ რაღაც 2 საათით.
თბილისი პარიზი
გამგზავრება | დაბრუნება | გაჩერება | ავიაკომპანია | ბილეთების პოვნა |
---|---|---|---|---|
31 იანვარი 2023 | 28 თებერვალი 2023 | 1 გადაჯდომა | ![]() | ავიაბილეთები 832 -დან |
15 თებერვალი 2023 | 2 მარტი 2023 | 1 გადაჯდომა | ![]() | ავიაბილეთები 689 -დან |
30 მარტი 2023 | 19 აპრილი 2023 | 1 გადაჯდომა | ![]() | ავიაბილეთები 678 -დან |
3 აპრილი 2023 | 19 აპრილი 2023 | 1 გადაჯდომა | ![]() | ავიაბილეთები 675 -დან |
23 მაისი 2023 | 29 მაისი 2023 | 1 გადაჯდომა | ![]() | ავიაბილეთები 686 -დან |
2 ივნისი 2023 | 9 ივნისი 2023 | 1 გადაჯდომა | ![]() | ავიაბილეთები 689 -დან |
20 ივლისი 2023 | 27 ივლისი 2023 | 1 გადაჯდომა | ![]() | ავიაბილეთები 800 -დან |
10 აგვისტო 2023 | 17 აგვისტო 2023 | 1 გადაჯდომა | ![]() | ავიაბილეთები 677 -დან |
13 სექტემბერი 2023 | 18 სექტემბერი 2023 | 1 გადაჯდომა | ![]() | ავიაბილეთები 571 -დან |
12 ოქტომბერი 2023 | 19 ოქტომბერი 2023 | 1 გადაჯდომა | ![]() | ავიაბილეთები 616 -დან |
11 ნოემბერი 2023 | 15 ნოემბერი 2023 | 1 გადაჯდომა | ![]() | ავიაბილეთები 639 -დან |
29 დეკემბერი 2023 | 5 იანვარი 2024 | 1 გადაჯდომა | ![]() | ავიაბილეთები 562 -დან |
პარიზში მოხვედრა ქუთაისიდანაცა შესაძლებლი, რაც მთავარია ბერვად უფრო იაფად და რეისიც პირდაპირია, რომელსაც ავიაკომპანია wizzair გვთავაზობს. ავიარეისები კვირაში ორჯერ სრულდება. wizz air-ი მომხმარებელს ავიაბილეთებს ქუთაისიდან პარიზის მიმართულებით ერთი გზის ბილეთს 100 ლარიდან სთავაზობს. ხოლო ბილეთებს თუ წინასწარ შეიძენთ ორი გზის ბილეთის შეძენას 300 ლარადაც შეძლებთ
Direct Flights from ქუთაისი to პარიზი
გამგზავრება | დაბრუნება | ავიაკომპანია | ბილეთების პოვნა |
---|---|---|---|
11 მარტი 2023 | 25 მარტი 2023 | ![]() | ავიაბილეთები 458 -დან |
5 აპრილი 2023 | 16 აპრილი 2023 | ![]() | ავიაბილეთები 488 -დან |
17 მაისი 2023 | 24 მაისი 2023 | ![]() | ავიაბილეთები 588 -დან |
საერთო ჯამში ამ იდეალური ქალაქის სტუმრობა და ავიაბილეთები პარიზის მიმართულებით შედარებით იაფი ნოემბრის თვეში იქნება. გაზაფხულის მიწურულიდან შობის პერიოდამდე შუალედში საფრანგეთს ყველაზე ნაკლები ტურისტი სტუმრობს. Avia.Ge-ს საძიებო სისტემით ზემოთხსენებული ფულის დაზოგვის მსგავსი უამრავი ვარიანტის აღმოჩენა შეგიძლიათ. დაიწყეთ ავია ბილეთების ყიდვაზე ფიქრი 1–2 თვით ადრე და გაფრენისთვის საუკეთესო კვირას მარტივად შეარჩევთ.
[…] პარიზი საფრანგეთის ყველაზე დიდი ქალაქი და დედაქალაქია, რომელიც მდინარე სენაზე გაშენებული, ჩრდილოეთ საფრანგეთში. ეს ალაქი ისტორიის, ხელოვნების, კულტურის, სილამაზისა და სამზარეულოს მოყვარული მოგზაურებისთვისაა. აქ თქვენ აუცილებლად იპოვით რაიმეს, რაც თავს შეგაყვარებთ და მუდამ გაგახსენდებათ. […]
[…] სიაში პირველ ადგილს იკავებს პარიზის […]
[…] და ძნელი მისახვედრი არ არის, რატომ. პარიზი ატარებს ყველაზე ლამაზი და […]
რა დრო სჭირდება თბილისი პარიზის რეისს
[…] – ტილის აეროპორტიდან პარიზის ცენტრში მოსახვედრად თქვენ შეგიძლიათ […]
[…] ლამაზ ქალაქებს, როგორიცაა მაგალითად პარიზი ან ბარსელონა, მაშინ უკვე აღარაფერი […]