Georgian Airways -ი 1993 წლის სექტემბერში დაარსდა და თავდაპირველად ჩარტერულ რეისებს ანხორციელებდა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, იტალიაში, ჩინეთში, სირიაში და ინდოეთშიც. ასევე აწარმოებდნენ რეგულარულ ფრენებს ვენაშიც.

სულ რაღაც რამდენიმე წელიწადში აღნიშნულმა კომპანიამ წარმატებით მოიკიდა ფეხი საერთაშორისო ბაზარზე და 1999 წელს საქართველოს წამყვანი ავიაკომპანიაც გახდა.

თუმცა, განვითარებისკენ მიმავალ გზაზე ცნობილი ქართული ავიახაზების წარმომადგენლებმა ისეთი რადიკალური ნაბიჯების გადადგმაზეც არ თქვეს უარი, როგორიცაა მთლიანი კორპორაციის სახელის შეცვლა. შესაბამისად, 2004 წლიდან აირზენას ოფიციალურად ეწოდა საქართველოს ავიახაზები.

ჯორჯიან ეარვეისი 21–ე საუკუნის დასაწყისიდან აქტიურად ანხორციელებდა საკუთარი საჰაერო ფლოტის მოდერნიზების პროცესს და ამ გეგმის მიხედვით 2000 წელს ჩამოიყვანა ორი BOEING737-500 გერმანიიდან და მას შემდეგ აქტიურად აგრძელებს ამ მხრივ განვითარებას. 

დღესდღეისობით საქართველოს ავიახაზები სრულიად კერძო კომპანიას წარმოადგენს და მთავარ ფოკუსად უსაფრთხოება აქვს არჩეული. მისი თვითმფრინავები აწარმოებენ სტაბილურ სამგზავრო და სატვირთო ფრენებს. Georgian Airways–ის მთავარი შტაბბინა თბილისის საერთაშორისო აეროპორტშია განთავსებული. მისი ახლანდელი საჰაერო ფლოტი Boeing 737, Embraer 190 და CRJ 200 ტიპის თანამედროვე თვითმფრინავებისგან შედგება და კომფორტულ ფრენებს სთავაზობს კლიენტებს.

ცნობილი ქართული ავიახაზები თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან პირდაპირ ფრენებს ისეთი ცნობილი ქალაქების მიმართულებით ანხორციელებს, როგორიცაა მაგალითად ერევანი.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ერევანის საერთაშორისო აეროპორტში ჯორჯიან ეარვეისის პირდაპირი რეისით 30 წუთში ჩაფრინდებით. აღნიშნულ რეისზე მოსახვედრად 400–დან 500 ლარამდე საფასურის გადახდა იქნება საჭირო.

თბილისი ერევანი

გამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
15 დეკემბერი 202317 დეკემბერი 2023FlyOneავიაბილეთები 407 -დან
14 იანვარი 202428 იანვარი 2024FlyOneავიაბილეთები 421 -დან
18 თებერვალი 202424 თებერვალი 2024FlyOneავიაბილეთები 918 -დან

ასევე ჯორჯიან ეარვეისი პირდაპირი რეისით შეგიძლიათ ესტუმროთ პრაღის საერთაშორისო აეროპორტსაც. ამ ქალაქში ჩასაფრენად საქართველოს ავიახაზების თვითმფრინავს საშუალოდ 3 საათი და 40 წუთი დასჭირდება. ამ რეისზე მოსახვედრად 600–დან 800 ლარამდე საფასურის გადახდა დაგჭირდებათ.

Georgian Airways-ის ყველაზე უფრო იაფი ავიაბილეთების შეძენა და საუკეთესო მოგზაურობის დაგეგმვა avia.ge-ის მოხერხებული საძიებო სისტემის სასუალებით შეგიძლიათ. თანამედროვე ინტერფეისის მქონე ვებგვერდითა და მობილური აპლიკაციით თქვენ ორ წამში შეძლებთ იპოვოთ ყველაზე უფრო იაფი ავიაბილეთები.

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიავიაბილეთები ოდესის მიმართულებით
შემდეგი სტატიაGeorgian Airways-სი ფრენებს წყვეტს
5 4 votes
შეაფასე სტატია
Subscribe
Notify of
9 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments
Guest
ნატო
3 years ago

მინდა თბილის -ამსტერდამის რესზე 30. 12 20020 07.00 ზე შევიძინო დამატებითი ჩემოდანი. მჭირდება თქვენი დახმარება

Georgian Airways-ი მილანის მიმართულებით ზამთრის სანავიგაციო სეზონზეც იფრენს
1 month ago

[…] სანავიგაციო სეზონზე, ავიაკომპანია Georgian Airways -ი თბილისსა და მილანს შორის ფრენებს […]

Georgian Airways-ი რუსეთის მიმართულებით ახალი რეისების დამატებას გეგმავს
25 days ago

[…] Georgian Airways -ი რუსეთის საჰაერო ხაზზე ფრენების დამატებას უახლოეს პერიდოში განიხილავს. ავიაკომპანიასთან დაზუსტებული ინფორმაციით, განიხილება მოსკოვის, პეტერბურგისა და მახაჩკალას მიმართულებები. […]

Georgian Airways-ი თბილისიდან ახალ მიმართულებას ამატებს
19 days ago

[…] ავიაკომპანია Georgian Airways -ი ახალ პირდაპირ მიმართულებას ამატებს და 17 დეკემბრიდან თბილისი მიუნხენი , მიუნხენი თბილისი -ს საჰაერო ხაზზე იწყებს ოპერირებას. […]

მახაჩყალის აეროპორტის განრიგში თბილისის მიმართულება გამოჩნდა
17 days ago

[…] ავიაკომპანია Georgian Airways თბილისიის და მახაჩყალის საჰაერო […]

საქართველოს ავიახაზები ფასდაკლებას აანონსებს
12 days ago

[…] Georgian Airways -ი ავიაბილეთებზე ფასდაკლების აქციას აანონსებს. ავიაკომპანიის ცნობით, შავ პარასკევთან დაკავშირებით, 24 ნოემბერს, ავიაგადამზიდავს მგზავრებისთვის სასიამოვნო შეთავაზება აქვს. […]

Georgian Airways-ი მალე სანქტ-პეტერბურგში პირდაპირ ფრენებს დაიწყებს
6 days ago

[…] ავიაკომპანია Georgian Airways თბილისი სანქტ პეტერბურგი -ს საჰაერო […]