ივნისის თვეში ავიაკომპანია Wizz Air – მა ქართველ მოგზაურებს სიურპრიზი გაუკეთა და 12 ახალი მიმართულებით  პირდაპირი რეისების დამატება ამცნო.

საქართველოს მოქალაქეებისთვის მართლაც მოულოდნელი და სასიხარულო აღმოჩნდა ის ფაქტი, რომ ისეთ ქალაქებში შეძლებდნენ გამგზავრებას, როგორებიცაა : ფრანკფურტი, ჰამბურგი, ნიურბერგი, ვენეცია, პიზა, ჰერაკლიონი, ბადენ-ბადენი, პოზნანი, ტურკუ, ნიცა, ნეაპოლი და სტოკჰოლმი.

ახალი მიმართულებების ამოქმედება  მიმდინარე წლის ბოლოს და მომავალი წლის ივლისში იგეგმებოდა, თუმცა დღეს ავიაკომპანია ავრცელებს ინფორმაციას, რომ 12 ახალი მიმართულების დამატების ვადამ გადაიწია და ქუთაისის რიგით მე-4 და მე-5 ბაზირებული ავიახომალდები აეროპორტს 2020 წლის ივლისიდან და დეკემბრიდან მოემსახურება.

კომპანიის განცხადებით, მიზეზი ავიაკომპანიისთვის ავიახომალდების მიწოდების ქსელში მოულოდნელი შეფერხება გახდა, რაც გამოწვეულია როგორც ევროპის სხვადასხვა ქვეყნების, ასევე საქართველოს მხრიდანაც და სწორედ ამან განაპირობა ახალი ავიარეისების ამოქმედების ვადის გადაწევა.

ვიზეარი, რა თქმა უნდა, ბოდიშს უხდის თავის მომხმარებელს შექმნილი სიტუაციისთვის და იმ მგზავრებს, რომლებმაც უკვე შეიძინეს ავიაბილეთები, Wizz Air – ი სხვადასხვა ალტერნატივას სთავაზობს.

მგზავრებს შეეძლებათ შეცვალონ ფრენის თარიღი ან მიმართულება, ასევე დაიბრუნონ ავიაბილეთში გადახდილი თანხა სრულად ან საფასურის 120 პროცენტი დაიბრუნონ თავიანთ Wizz ანგარიშზე.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ცვლილება არ ეხება იმ მიმართულებებს, რომლებიც 2019 წლის სექტემბრიდან იწყება. ესენია : ბრიუსელი, ბარი, ეინდჰოვენი, ბაზელი, კოპენჰაგენი და ტალინი.

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშირუსეთის ვიზა / rusetis viza
შემდეგი სტატიაავიაბილეთები დუბროვნიკის მიმართულებით
5 1 vote
შეაფასე სტატია
Subscribe
Notify of
0 კომენტარები
Inline Feedbacks
View all comments