ერთი შეხედვით უნივერსიტეტებით ცნობილი ქალაქი პოზნანი ტურისტული კუთხითაც საკამოდ საინტერესო და გამორჩეულია. პოლონეთის ერთ-ერთ ყველაზე ძველ და დიდ ქალაქს მნიშვნელოვაში სავაჭრო, სპორტული, საგანმანათლებლო, ტექნოლოგიური და მათ შორის, ტურისტული დანიშნულება აქვს.

ავიაბილეთები პოზნანის მიმართულებით გამოგზაურებთ ისეთ ქალაქში, სადაც რენესანსული სტილით აგებული შენობები დაუვიწყარ შთაბეჭდილებას მოახდენს თქვენზე.

ქალაქის ცენტრში თვალს მოგჭრით გოთიკური სტილის ტაძრები, მუზეუმები და სხვადასხვა ღირსშესანიშნაობები. ხოლო, თუ ძველი ბაზრობის მოედანზე გადაწყვეტთ გასეირნებას, პასტელურ ფერებში შეღებილი პატარა სახლები და შენობები კიდევ უფრო ზღაპრულს გახდის თქვენს მოგზაურობას.

პოზნანს განსხვავებული კუთხითაც გაიცნობთ თუ ცნობილ „Ostrow Tumski” – ის მოინახულებთ. ამ კუნძულზე მოხვედრისას თქვენთვის უფრო ნათელი გახდება პოზნანის ისტორია, რადგან სწორედ აქ დაარსდა ეს უმშვენიერესი ქალაქი. საღამოს მდინარე ვარტას ნაპირებზე გასეირნება კი თქვენი საინტერესო დღის სასიამოვნო დასასრული იქნება.

ასეთი დაუვიწყარი მოგზაურობის მოწყობა  იმაზე მარტივია, ვიდრე წარმოგიდგენიათ, რადგან ავიაბილეთები პოზნანის მიმართულებით უკვე შეგიძლიათ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან შეიძინოთ და სულ რაღაც 3 საათსა და 45 წუთში ამ საოცარ ქალაქში აღმოჩნდეთ.

2019 წლის 18 სექტემბრიდან ავიაკომპანია Wizz Air Georgia – ი თავის ერთგულ მგზავრებს პოზნანის მიმართულებით პირდაპირ რეისს სთავაზობს. რაც ყველაზე მთავარია, ფასები საკმაოდ მისაღები იქნება მომხმარებლებისთვის, რადგან ორი გზის ავიაბილეთის შეძენა 250 – 300 ლარის ფარგლებში არის შესაძლებელი.

ხოლო , თუ თქვენს მოგზაურობას დაგეგმავთ, მაგალითად ნოემბერში, ორმხრივ ავიაბილეთს 180 ლარის ფარგლებშიც კი შეიძენთ.

ქუთაისი პოზნანი

გამგზავრებადაბრუნებაგაჩერებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
27 მარტი 20233 აპრილი 20231 გადაჯდომაWizz Airავიაბილეთები 875 -დან
25 აპრილი 202326 აპრილი 20231 გადაჯდომაWizz Airავიაბილეთები 461 -დან
20 მაისი 202330 მაისი 20231 გადაჯდომაWizz Airავიაბილეთები 538 -დან
20 ივნისი 202327 ივნისი 2023პირდაპირიWizz Airავიაბილეთები 398 -დან
25 ივლისი 202331 ივლისი 20231 გადაჯდომაWizz Airავიაბილეთები 817 -დან
1 აგვისტო 202329 აგვისტო 2023პირდაპირიWizz Airავიაბილეთები 868 -დან

იმ შემთხვევაში, თუ თქვენთვის ბიუჯეტურ ფრენაზე პრიორიტეტული კომფორტია, მაშინ შეგიძლიათ თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან პოლონური ავიახაზებით “LOT” – ით ისარგებლოთ. ეს ავიაკომპანია ორმხრივ ავიაბილეთს 600 – დან 900 ლარის ფარგლებში გვთავაზობს. ხოლო, უფრო მაღალ სერვისს და კომფორტულ მგზავრობას ავიაკომპანია “Lufthansa “ 1000 – დან 1200 ლარის ფარგლებში შემოგთავაზებთ.

თბილისი პოზნანი

გამგზავრებადაბრუნებაგაჩერებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
28 მარტი 202328 მარტი 20231 გადაჯდომაLOT Polish Airlinesავიაბილეთები 758 -დან
13 აპრილი 202320 აპრილი 20231 გადაჯდომაLOT Polish Airlinesავიაბილეთები 689 -დან
1 მაისი 20232 მაისი 20231 გადაჯდომაLOT Polish Airlinesავიაბილეთები 786 -დან
4 ივნისი 20234 ივლისი 20231 გადაჯდომაLOT Polish Airlinesავიაბილეთები 861 -დან
24 ივლისი 202330 ივლისი 20231 გადაჯდომაLOT Polish Airlinesავიაბილეთები 1 108 -დან
1 აგვისტო 202329 აგვისტო 20231 გადაჯდომაLOT Polish Airlinesავიაბილეთები 1 027 -დან

ავიაბილეთები პოზნანის მიმართულებით შეგიძლიათ მარტივად და კომფორტულად მოიძიოთ Avia.ge – ზე და თქვენთვის საუკეთესო ვარიანტი შეარჩიოთ. ხოლო , ამ პროცესის კიდევ უფრო გასამარტივებლად და დეტალური ინფორმაციის მისაღებად, დაგვიკავშირდით და მიიღეთ ჩვენგან ინდივიდუალური შემოთავაზება.

წინა სტატიაშიავიაბილეთები ჰამბურგის მიმართულებით
შემდეგი სტატიაMacBook Pro-ს თვითმფრინავებში ატანა აიკრძალება
0 0 votes
შეაფასე სტატია
2 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments