mwvane baratis shevseba
mwvane baratis shevseba

რუსეთის ვიზის აღების მსურველებს შემდეგი ინფორმაცია დაგჭირდებათ:

რუსეთში წასვლის მსურველებისათვის ვიზა გაიცემა ქალაქ თბილისში არსებულ შვეიცარიის საელჩოში, რუსეთის ფედერაციის ინტერესების სექციის მიერ. რაც შეეხება საჭირო საბუთების ჩაბარებას, ამისათვის უნდა მიხვიდეთ რუსეთის სავიზო ცენტრში, ქალაქ თბილისში ბესიქის ქუჩაზე ნომერ 4-ში.

რა არის საჭირო რუსეთის სავიზო ცენტრში მიღებაზე ჩასაწერად?

რუსეთის სავიზო ცენტრში მიღებაზე ჩასაწერად, საჭიროა მიუთითოთ განმცხადებლის პერსონალური მონაცემები, მოგზაურობის ინფორმაცია და სავიზო ცენტრის მომსახურების საფასურის გადახდა. მზად გქონდეთ მოწვევა, პასპორტი და საბანკო ბარათი.

არასრულწლოვანი აპლიკანტი და მისი თანმხლები პირი, რომელიც მასთან ერთად მიემგზავრება და სჭირდება ვიზის მიღება, აუცილებელია ჩაეწერონ მიღებაზე ერთად, ან უკიდურეს შემთხვევაში ერთ დღეს.

გაითვალისწინეთ: ჩაწერის დადასტურების შემდეგ, ჩაწერის დროის ცვლილება, შესწორების შეტანა ან/და მისი გაუქმება შეუძლებელია. სავიზო ცენტრში მხოლოდ ის პირები დაიშვებიან, რომლებიც წინასწარ იყვნენ ჩაწერილნი მიღებაზე და წარადგენენ ჩაწერის დამადასტურებელ დოკუმენტს სავიზო ცენტრში შესვლისას.

წინასწარ ჩაწერის გარეშე დოკუმენტების ჩაბარება ვიზის მისაღებად შესაძლებელია მხოლოდ პრემიუმ დარბაზის მეშვეობით, რომელიც უზრუნველყოფს ყველაზე კომფორტულ პირობებს ცალკეულ ოთახში და აღჭურვილია კომფორტული ავეჯითა და თანამედროვე ტექნიკით. მანამ, სანამ ოპერატორები ამოწმებენ წარდგნენილ დოკუმენტებს, თქვენ შეგიძლიათ მიირთვათ ყავა, ჩაი ან გამაგრილებელი სასმელები.

პრემიუმ დარბაზში დოკუმენტების წარდგენის ღირებულება 250 ლარია, რომელსაც ემატება საკონსულო და მომსახურების მოსაკრებლები.

ხოლო, აპლიკანტებს, რომლებსაც აქვთ ტელექსის მოწვევა და რუსეთის უნივერსიტეტების სტუდენტებს, რომლებსაც შსს-ს მოსაწვევები აქვთ, ვიზის მისაღებად შეუძლიათ დოკუმენტები ჩააბარონ კვირის ნებისმიერ სამუშაო დღეს 10:00-დან 13:00 საათამდე, წინასწარი ჩაწერის გარეშე.

რა საბუთებია საჭირო რუსეთის ვიზაზე განაცხადის გასაკეთებლად?

რუსეთის ტერიტორიაზე შესვლის მსურველებს სჭირდებათ რამდენიმე აუცილებელი დოკუმენტის წარდგენა საკონსულოს წინაშე, რათა მოხდეს მათ მიერ შეტანილი ვიზის აპლიკაციის განხილვა.

პირველ რიგში, რეგისტრაციის გავლისათვის თქვენ მოგიწევთ რომ წარმოადგინოთ საქართველოს მოქალაქის პასპორტი, რომელსაც დარჩენილი აქვს მინიმუმ 6 თვიანი მოქმედების ვადა გამგზავრების თარიღის შემდეგ.

ასევე, სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, რუსეთის ვიზები -ს აღებისას აუცილებელი პირობაა მოწვევა რუსეთიდან, რომელიც გაცემულია რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს საემიგრაციო სამსახურის მიერ. აღნიშნული მოწვევის გარეშე საკონსულო ვიზის გაცემას არ განიხილავს.

რა რაოდენობის თანხაა საჭირო რუსეთის ვიზის ასაღებად?

რუსეთში წასასვლელი ვიზის მისაღებად საჭიროა გადაიხადოთ პირველ რიგში საკონსულოს მოსაკრებელი საბუთების ჩაბარებისას, ასევე საჭირო იქნება მოწვევის საფასურის გადახდაც საბუთების ჩაბარების დროს ასევე.

საკონსულოსა და სავიზო ცენტრის მოსაკლრებლები განსხვავებული ტიპის ვიზის კატეგორიის შემთხვევაში განსხვავდება და შემდეგი სახისაა:​

3 თვიანი ერთჯერადი ვიზა კერძო ან საქმიანი ვიზიტისთვის – 80+30 აშშ დოლარი (პასუხი ვიზაზე იქნება 4-10 სამუშაო დღეში);

  • 3 თვიანი ორჯერადი ვიზა კერძო ან საქმიანი ვიზიტისთვის – 128+30 აშშ დოლარი (პასუხი ვიზაზე იქნება 4-10 სამუშაო დღემდე);
  • 1 წლიანი ვიზა მრავალჯერადი საქმიანი (ასევე მძღოლის) ვიზიტისთვის – 240+30 აშშ დოლარი (პასუხი ვიზაზე იქნება 4-10 სამუშაო დღემდე);

რა ვადებში გაიცემა ვიზა?

თბილისში, ბესიკის ქუჩაზე მდებარეობს რუსეთის სავიზო ცენტრი , სადაც საჭიროა თვითონ გამოცხადდეს აპლიკანტი. მის მიერ შეტანილ განაცხადზე პასუხი ხშირ შემთხვევაში ცნობილი ხდება აღნიშნულ ცენტრში საბუთების ჩაბარებიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაში.

გასათვალისწინებელია, რომ ნებისმიერი მიეზით ვიზაზე უარის მიღების შემთხვევაში საკონსულოს მოსაკრებლის საფასური უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება.

ამ ეტაპზე Avia.ge არ უზრუნველყოფს რუსეთის სავიზო მომსახურებას

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშივანილა სქაი / vanilla sky
შემდეგი სტატიაქუთაისიდან ახალი ავიარეისების დამატებამ გადაიწია
5 1 vote
შეაფასე სტატია
Subscribe
Notify of
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments