ყოველწლიურად შვედეთს სულ უფრო და უფრო მეტი ტურისტი სტუმრობს. ევროპის ერთ–ერთი ყველაზე დიდი ქვეყანა საკმაოდ მცირე მოსახლეობის რაოდენობით გამოირჩევა. სწორედ ამიტომ, ამ მხარის სტუმრებს მუდამ მარტივად შეუძლიათ ულამაზესი ქალაქებისა და მისტიურად გამორჩეული ბუნების დათვალიერება. განსაკუთრებულ ყურადღებას რათქმაუნდა დედაქალაქი იქცევს, რომელიც რეალურად 14 კუნძულზეა გადაშლილი.

ბალტიის ზღვის სანაპიროებზე დასვენების მსურველებისთვის ავიაბილეთები სტოკჰოლმის მიმართულებით მართლაც საუკეთესო საჩუქარია. ძველებური ქვებით მოპირკეთებულ ქუჩებში სეირნობა და ულამაზესი ფერებით შეღებილი შენობების დათვალიერება მართლაც საუკეთესო საზამთრო განტვირთვის საშუალებას წარმოადგენს. ქალაქის ძველი უბანი 13–ე საუკუნის უნიკალურ ღირსშესანიშნაობებს იტევს, ხოლო უფრო შთამბეჭდავი სანახაობა სამეფო სასახლის დათვალიერებისას შეგიძლიათ იხილოთ.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, სტოკჰოლმი 14 კუნძულზეა გაშლილი, რის გამოც ეს ლოკაცია არქიტექტურის მოყვარულების სამოთხედ ითვლება. ულამაზეს შენობებთან ერთად, შვედეთის დედაქალაქში 50–ზე მეტი ულამაზესი ხიდის მონახულება შეგიძლიათ. ავიაბილეთები სტოკჰოლმის მიმართულებით ასევე ყველაზე რომანტიული არდადეგების მოწყობის მსურველებმაც უნდა შეიძინონ. ამ ქალაქში ტურისტებისთვის უამრავი ატრაქციონია მოწყობილი, თუმცა მათ შორის ყველაზე გამორჩეული სწორედ ზემოთხსენებულ ხიდებს შორის გამავალი გემების ტურებია. ასეთი კომფორტული გზით თქვენ მარტივად დაათვალიერებთ უამრავ თვალწარმტაც ადგილს და საყიდლებზე წასვლისთვის დროც დაგრჩებათ.

საქართველოს დედაქალაქიდან შვედეთის მიმართულებით წასვლის მსურველებს ამჯერად საუკეთესო აქციებს ეგეოსის ავიახაზების წარმომადგენლები სთავაზობენ. აღნიშნული ავიაკომპანიის ეგიდით ავიაბილეთები სტოკჰოლმის მიმართულებით 550–დან 850 ლარის ფარგლებში შეგიძლიათ შეიძინოთ. ეს ვარიანტი საერთო ჯამში დაახლოებით 9 საათიან ფრენას ითვალისწინებს და რეისის შუაში ათენის აეროპორტში გადაჯდომა მოგიწევთ. უკანა გზაზე კი დაახლოებით 6 საათის განმავლობაში სტამბოლის საერთაშორისო აეროპორტში მოგიწევთ შეჩერება.

თბილისი სტოქჰოლმი

გამგზავრების თარიღიდაბრუნების თარიღიგადაჯდომებიავიაკომპანიის ლოგოავიაბილეთების მოძებნა
30 ოქტომბერი 20261 ნოემბერი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 982 -დან
18 ნოემბერი 202623 ნოემბერი 20261 ᲒაჩერებაTurkish Airlinesავიაბილეთები 510 -დან
30 დეკემბერი 20264 იანვარი 20271 ᲒაჩერებაTurkish Airlinesავიაბილეთები 538 -დან
20 იანვარი 202725 იანვარი 20271 ᲒაჩერებაAjetავიაბილეთები 498 -დან
1 მარტი 20276 მარტი 20271 ᲒაჩერებაAjetავიაბილეთები 509 -დან
15 აპრილი 202724 აპრილი 20271 ᲒაჩერებაAustrian Airlinesავიაბილეთები 578 -დან
2 მაისი 202711 მაისი 20271 ᲒაჩერებაLOT Polishავიაბილეთები 782 -დან
19 ივნისი 202722 ივნისი 20271 ᲒაჩერებაLOT Polishავიაბილეთები 842 -დან

ასევე,აღსანიშნავია, რომ საკმაოდ კარგი მარშუტების აწყობაა შესაძლებელი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ავიაკომპანია ვიზიარის დახმარებით. ყველაზე ხშირად მომხმარებლები ქუთაისი – ბუდაპეშტი-სტოქჰოლმის მარშუტს ირჩევენ და ფასებიც ბევრად დაბალია. აპრილიდან კი საუკეთესო ვარიანტი იქნება ქუთაისი – გდანსკი -სტოქჰოლმი, ამ გზით თქვენ შეძლებთ ყველაზე სწრაფად და იაფად მოხვდეთ სტოქჰოლმში.

ქუთაისი სტოქჰოლმი

გამგზავრების თარიღიდაბრუნების თარიღიგადაჯდომებიავიაკომპანიის ლოგოავიაბილეთების მოძებნა
28 ნოემბერი 20265 დეკემბერი 20262 ᲒაჩერებაWizz Airავიაბილეთები 609 -დან
1 დეკემბერი 202612 იანვარი 20272 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 521 -დან
7 იანვარი 202712 იანვარი 20271 ᲒაჩერებაWizz Airავიაბილეთები 658 -დან
5 თებერვალი 202710 თებერვალი 20271 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 677 -დან
5 მარტი 202710 მარტი 20271 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 727 -დან
10 ივნისი 202716 ივნისი 20272 ᲒაჩერებაWizz Airავიაბილეთები 949 -დან
14 ივლისი 202721 ივლისი 20272 ᲒაჩერებაWizz Airავიაბილეთები 945 -დან

მოცემული ფასები შესაძლოა მარტივად შეიცვალოს, თუკი გაფრენისთვის საჭირო მზადებას თვენახევრით ადრე დაიწყებთ. ასეთ დროს Avia.ge–ს საძიებო სისტემა მარტივად შემოგთავაზებთ ყველაზე მოხერხებული აქციების კატალოგს. მისი დახმარებით შეძლებთ უსწრაფესად და თანაც სახლიდან გაუსვლელად შეარჩიოთ საუკეთესო თარიღები და ავიაკომპანიები თქვენი სასურველი მიმართულებით გასაფრენად.

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიავიაბილეთები ანკარის მიმართულებით
შემდეგი სტატიაავიაბილეთები ნეაპოლის მიმართულებით
0 0 votes
შეაფასე სტატია
2 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted