ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნებს შორის სილამაზითა და საინტერესო ისტორიით ერთ-ერთი მოწინავე ადგილს ფინეთი იკავებს. ხოლო მისი ერთ-ერთი ქალაქი ტურკუ , არც ერთ ტურისტს არ დატოვებს დაუვიწყარი შთაბეჭდილებების გარეშე.

ავიაბილეთები ტურკუს მიმართულებით თქვენ გამოგზაურებთ საოცარი არქიტექტურისა და ბუნების მქონე ქალაქში. მდინარე აურაზე გაშენებული ტურკუ ფინეთის უძველესი ქალაქია და ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ბიზნეს და კულტურულ ცენტრად ითვლება.

განსაკუთრებით სასიამოვნო დღეების გატარება ტურკუში ზაფხულის პერიოდში შეგიძლიათ, როდესაც მდინარის ნაპირებთან შეკრებილებს საშუალება გექნებათ დალიოთ და მოუსმინოთ მუსიკას, გემით  გაისეირნოთ ულამაზეს არქიპელაგზე და დაესწროთ სხვადასხვა ფესტივალებს.

მათთვის კი, ვისაც განსაკუთრებით უყვარს ზამთრის სეზონი და ახალი წელი, ტურკუ ნამდვილად ის ქალაქია, რომელსაც ამ პერიოდში უნდა ესტუმროთ. საოცარი დეკორაციებისა და საშობაო მარკეტების გამო, ტურკუს „საშობაო ქალაქს“ უწოდებენ.

სწორედ საშობაო პერიოდში, კონკრეტულად კი 2020 წლის 19 დეკემბრიდან შეგიძლიათ შეიძინოთ ავიაბილეთები ტურკუს მიმართულებით.

ავიაკომპანია Wizz air -ით ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან თქვენ  4 საათში მოხვდებით ამ საოცარ ქალაქში და დაუვიწყარი დღეების გატარებას შეძლებთ. ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი მოგზაურობა თქვენ შეგიძლიათ სულ რაღაც 350 – დან 400 ლარის ფარგლებში მოიწყოთ, რაშიც ორივე გზის ავიაბილეთი და 10 კგ. ხელბარგი იქნება შესული.

ქუთაისი ტურკუ

გამგზავრებადაბრუნებაგაჩერებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
1 ივნისი 20245 ივნისი 20243 ᲒაჩერებაWizz Airავიაბილეთები 1 137 -დან

იმ შემთხვევაში თუ მანამდე გადაწყვეტთ გამგზავრებას, ისევ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტით შეგიძლიათ ისარგებლოთ. საუკეთესო გზა ტურკუში მოხვედრისთვის რიგის გავლით იქნება. რიგამდე Wizz air – ით, ხოლო რიგადან Air Baltic -ით გამეგზავრებით და ორმხრივ ავიაბილეთს 600 – დან 800 ლარის ფარგლებში შეიძენთ.

თუ თქვენთვის პრიორიტეტული არა დაბალბიუჯეტური, არამედ კომფორტული მოგზაურობაა, მაშინ თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ავაიკომპანია Lufthansa შემოგთავაზებთ საუკეთესო მომსახურებას და კომფორტულ მგზავრობას.

ასე რომ, არ დააყოვნოთ და მოიძიეთ ავიაბილეთები ტურკუს მიმართულებით ჩვენს საიტზე AVIA.GE ან ჩამოტვირთეთ აპლიაკაცია და უფრო მარტივად შეარჩიეთ თქვენთვის სასურველი ვარიანტი. ხოლო უფრო დეტალური ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით და მიიღეთ ჩვენგან ინდივიდუალური შემოთავაზება.

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიBlack Friday-ის ფასდაკლებები ავიაკომპანიებისგან
შემდეგი სტატიაWizz Air -ი წამყვან დაბალბიუჯეტურ ავიაკომპანიდან დასახელდა
0 0 votes
შეაფასე სტატია
Subscribe
Notify of
0 კომენტარები
Inline Feedbacks
View all comments