ახალი სეზონის მოსვლასთან ერთად ტურისტების ნაკადი ევროპის უამრავ ქალაქს ახალი სიცოცხლითა და ენერგიით ავსებს. ყველაზე მეტად დასავლეთ ევროპის ქვეყნები იტვირთებიან, რომელთა შორისაც პარიზი მართლაც ერთ-ერთ ყველაზე რომანტიულ ლოკაციად ითვლება. თუმცა, თუ თქვენ გსურთ საყვარელ ადამიანებთან ერთად სიყვარულით სავსე დღეები უფრო რომანტიულ და მშვიდ ადგილას გაატაროთ, ავიაბილეთები ბრიუსელის მიმართულებით, ბელგიის დედაქალაქის ულამაზესი ქუჩები და მდიდარი კულტურა ზუსტად თქვენთვისაა.

ალბათ ბევრი აღნიშვნა არ სჭირდება იმას, რომ ბრუსელში ჩასვლა შოკოლადის სამყაროს ცენტრში მოხვედრას უდრის. უგემრიელეს სამზარეულოსთან ერთად, აქ მართლაც ყველაზე უნიკალურ დესერტებს დააგემოვნებთ ქალაქის დათვალიერების პარალელურად. რაც ყველაზე მთავარია, ბელგიის დედაქალაქი შოკოლადთან ერთად სტუმრებს კიდევ უამრავი შესანიშნავი რამით დაატკბობს. მრავალსაუკუნოვანი არქიტექტურით დიდებულად გაფორმებული ბრიუსელის ქუჩები სავსეა ისეთი კაფეებით, სადაც მსოფლიოს ყველაზე სახელგანთქმულ ვაფლს დააგემოვნებთ. ბევრი ადამიანისთვის ბრიუსელის მიმართულებით ავიაბილეთები მხოლოდ ამ მიზეზის გამოც კი შეიძლება იქცეს იდეალურ შენაძენად.

ბელგიაში და კონკრეტულად ბრიუსელში უამრავი მიზეზით შეიძლება ჩასვლა. მაგალითად თუ გსურთ რომ თქვენი შვილები კომიქსების ორიგინალი ეგზემპლარებით გაახაროთ, ეს ქალაქი იდეალურად დაგეხმარებათ. ბრისელის თითქმის ყოველ ქუჩაზე კომიქსების სტენდსა და მათ უამრავ ახალ ნომერს შეხვდებით. მათ სანახავად თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან გაფრენა Pegasus.ge-ის ავიახაზების დახმარებით შეგიძლიათ. ცნობილი ავიაკომპანიის ბილეთის ღირებულება დაახლოებით 500 ლარიდან 700 ლარამდე მერყეობს. მათი რეისი საშუალოდ 9 საათსა და 30 წუთს მოიცავს. ბრიუსელისკენ მიმავალ გზაზე ამ შემთხვევაში სტამბოლის საერთაშორისო აეროპორტში მოგიწევთ გადასაჯდომად შეჩერება რამდენიმე საათით.

თბილისი ბრიუსელი

Departure atReturn atStopsAirlineFind tickets
20 October 20262 November 20261 StopAjetავიაბილეთები 670 -დან
24 November 20264 December 20261 StopAjetავიაბილეთები 480 -დან
18 December 20262 January 20271 StopAjetავიაბილეთები 497 -დან
7 January 202711 January 20271 StopPegasus Airlinesავიაბილეთები 697 -დან
1 February 20277 February 20271 StopAjetავიაბილეთები 498 -დან
6 July 202713 July 20271 StopLOT Polishავიაბილეთები 1 124 -დან

ლუდის მოყვარული ადამიანებისთვის ავიაბილეთები ბრიუსელის მიმართულებით ასევე იდეალურ ადგილას მოხვედრას უდრის. ფლეა მარკეტებითა და ლუდის ფესტივალებით ცნობილ ქალაქში ჩასაფრენად ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან წასვლის შემთხვევაში Wizz Air-ის მომსახურეობა გამოგადგებათ. ცნობილი ავიაკომპანია ბელგიის დედაქალაქის მიმართულებით 350 ლარიდან 450 ლარის ფარგლებში გთავაზობთ ავიაბილეთებს. მათი რეისები ასევე გადაჯდომას ითვალისწინებს, რომლის დროსაც ვარშავის საერთაშორისო აეროპორტში მოგიწევთ დაახლოებით 12 საათის გატარება. ამ დროის ჩათვლით, ქუთაისი-ბრიუსელის რეისი საერთო ჯამში საშუალოდ 18 საათი გრძელდება.

ქუთაისი ბრიუსელი

Departure atReturn atStopsAirlineFind tickets
27 October 20265 November 2026DirectWizz Airავიაბილეთები 394 -დან
24 November 20263 December 2026DirectWizz Airავიაბილეთები 243 -დან
27 December 202631 December 2026DirectWizz Airავიაბილეთები 255 -დან
3 April 202710 April 2027DirectWizz Airავიაბილეთები 348 -დან
4 May 202711 May 2027DirectWizz Airავიაბილეთები 598 -დან
6 July 202713 July 2027DirectWizz Airავიაბილეთები 794 -დან
kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიავიაბილეთები ხარკოვის მიმართულებით
შემდეგი სტატიაავიაბილეთები დორტმუნდის მიმართულებით
0 0 votes
შეაფასე სტატია
2 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted