9.8 C
Tbilisi
შაბათი, ნოემბერი 8, 2025

თბილისი სანტორინი ავიაბილეთები 314 ლარიდან

იაფი ავიაბილეთები თბილისიდან სანტორინამდე

სანტორინი საბერძნეთის ულამაზესი კუნძულია. იგი ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე მდებარეობს. დარწმუნებული ვარ, ბევრჯერ შეგხვედრიათ სანტორინის ცისფერი და თეთრი სახლების ფოტოები. თუ ამ ფოტოების რეალობად ქცევა გსურთ, სანტორინამდე ფრენები თქვენთვისაა. აქაურობა სავსეა ვიწრო ქუჩებით, ძველი შენობებითა და სანაპირო ზოლის მრავალფეროვნებით.

თბილისი სანტორინი ავიაბილეთები გამოგზაურებთ მაგიურ ბერძნულ სამყაროში. აქ ყველაფერი ერთად დაგხვდებათ – მზიანი ამინდები, ულამაზესი ზღვა, მრავალფეროვანი სანაპიროები, მეორე მხრივ კი ძველი შენობები, ციხესიმაგრეები და ეკლესიები. აქ შეძლებთ გემრიელი ბერძნული კულინარიული შედევრების დაგემოვნებასაც. ამ ბლოგში კი შემოგთავაზებთ თბილისიდან სანტორინამდე საუკეთესო ავიარეისების ჩამონათვალს და მიიღებთ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორ დაგეგმოთ მოგზაურობა მარტივად და ბიუჯეტურად.

როგორ გავფრინდეთ თბილისიდან სანტორინზე?

თბილისიდან სანტორინამდე მხოლოდ გადაჯდომით შეძლებთ მგზავრობას. გადაჯდომის პირობები კი ავიაკომპანიებზეა დამოკიდებული. ყველაზე იაფად თბილისი სანტორინი ავიაბილეთები შეგიძლიათ შეიძინოთ 314 ლარიდან ზემოთ. დაბლა კი ნახავთ საუკეთესო ფრენების ჩამონათვალს სანტორინის მიმართულებით.

ცალმხრივი
ორმხრივი
შეთავაზებები
გამგზავრებაგაჩერებაბილეთების პოვნა
9 ნოემბერი 20251 Გაჩერებაავიაბილეთები 368 -დან
13 ნოემბერი 20251 Გაჩერებაავიაბილეთები 430 -დან
12 ნოემბერი 20252 Გაჩერებაავიაბილეთები 600 -დან
გამგზავრებადაბრუნებაგაჩერებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
9 ნოემბერი 202515 ნოემბერი 20251 ᲒაჩერებაSky Expressავიაბილეთები 859 -დან
გამგზავრებადაბრუნებაგაჩერებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
9 ნოემბერი 202515 ნოემბერი 20251 ᲒაჩერებაSky Expressავიაბილეთები 859 -დან

ინფორმაცია თბილისი სანტორინი ფრენების შესახებ

თბილისიდან სანტორინამდე მხოლოდ გადაჯდომით შეძლებთ მგზავრობას. ავიარეისებს შემოგთავაზებთ შემდეგი ავიაკომპანიების შესრულებით: SkyExpress და Aegean Airlines. ორივე მათგანი დაბალბიუჯეტური ბერძნული ავიაკომპანიაა. ორივე ავიაკომპანია გადაჯდება ათენში, საბოლოოდ კი ჩაფრინდებიან JTR – სანტორინის საერთაშორისო აეროპორტში. ორივე ავიაკომპანია თავის ყველაზე იაფ ფრენებში გულისხმობს 8 კილო ხელბარგის ქონის უფლებას.

თბილისი სანტორინი ფრენები ძალიან ხშირად ხორციელდება, შესაბამისად თქვენზე მაქსიმალურად მორგებულ ავიარეისებს მარტივად აარჩევთ.

მიმართულების დეტალები
სამოგზაურო დოკუმენტაცია
პასპორტი
ვალუტა
ევრო, Euro (€)
ენა
ბერძნული
თაიმზონა
GMT+3
დღიური საშუალო თანხა
80-100 €

ავიაკომპანიები, რომლებიც სანტორინზე დაფრინავს

ხშირად დასმული კითხვები თბილისი სანტორინი ფრენების შესახებ

თუ უკვე შეიძინეთ თბილისი სანტორინი ავიაბილეთები ან მომავალში აპირებთ მოგზაურობას, აუცილებლად გადაავლეთ თვალი ხშირად დასმული კითხვების სექციას. აქ ამოიკითხავთ მნიშვნელოვან ინფორმაციას სანტორინზე ფრენების შესახებ.

გაზაფხულიდან შემოდგომის ჩათვლით შეგიძლიათ ეწვიოთ სანტორინს, სანაპიროებისა და მზის ქალაქს.

სანტორინი თავისი ულამაზესი სანაპიროებითაა ცნობილი. ამასთან, აქ მშენიერი კულტურული ძეგლები და ეკლესიები დაგხვდებათ.

სანტორინის მიმართულებით ჯერჯერობით მხოლოდ გადაჯდომით გაემგზავრებით.

ბერძნული ავიახაზები და სქაი ექსპრესი სანტორინზე ყველაზე იაფ ფრენებს შემოგთავაზებთ.

avia.ge ავიაბილეთების შეძენის რამდენიმე გზას გთავაზობთ. შეგიძლიათ შეიძინოთ ფრენები ონლაინ, ჩვენი საიტის გამოყენებით. ამისთვის მოგიწევთ უბრალოდ საძიებო ველში ჩაწეროთ სასურველი მიმართულება და აარჩიოთ ავიარეისები. ასევე, შეძლებთ დისტანციურად, ჩვენი ქოლ-ცენტრის დახმარებითაც ფრენების არჩევას ან avia.ge – ის ოფისში ჩვენი პროფესიონალი გუნდის მეშვეობით.

იაფი მოგზაურობისათვის უმჯობესია სანტორინზე გაემგზავროთ ნაკლებად პოპულარულ სეზონებზე. ამ პერიოდში იაფდება დასარჩენი ადგილებიცა და ფრენებიც.

3-5 დღე მაინც გათვალეთ სანტორინზე სამოგზაუროდ, რათა კარგად მოასწროთ დასვენება.

JTR – სანტორინის საერთაშორისო აეროპორტი ქალაქის ცენტრიდან დაახლოებით 2 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს.

პირველ რიგში, 1 ან 2 თვით ადრე შეიძინეთ ვაშინგტონის ავიაბილეთები და ცნობილ დღესასწაულებსა და დასვენების დღეებს ნუ დაამთხვევთ მოგზაურობას.

მომხმარებლის კმაყოფილება, პროფესიონალური მომსახურება და მრავალწლიანი გამოცდილება – ეს ის მიზეზებია, რაც avia.ge -ის უცვლელ წარმატებას განაპირობებს ბაზარზე. ჩვენი გუნდის მეშვეობით მიიღებთ საუკეთესო მომსახურებას როგორც ონლაინ, დისტანციურად, ასევე ოფისში.