20.8 C
Tbilisi
შაბათი, აგვისტო 16, 2025

იაფი ფრენები სანტორინში

იაფი ფრენები სანტორინის მიმართულებით

სანტორინი, იგივე თირა ან თერა, საბერძნეთის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კუნძულია. მას ყოველწლიურად თითქმის მილიონი ტურისტი სტუმრობს. მოგზაურებს აქ ბერძნული სადა არქიტექტურა, ეგეოსის ზღვის ულამაზესი სანაპიროები, კუნძულის ულამაზესი ქუჩები, ვიწრო უბნები და უგემრიელესი კულინარია იზიდავთ.

თუ საბერძნეთის კუნძულებზე სეირნობაზე ერთხელ მაინც გიოცნებიათ, შეიძინეთ იაფი ფრენები სანტორინში და დაგეგმეთ მოგზაურობა ჯადოსნურ სამყაროში. თანაც, გარდა სანაპირო ზოლისა და ლამაზი ქუჩებისა, სანტორინი ისტორიულად მინოსური ცივილიზაციების განსახლების არეალია. აქ მრავალფეროვნად შეგიძლიათ იმოგზაუროთ. ამ ბლოგში კი შემოგთავაზებთ სანტორინის შესახებ საჭირო ინფორმაციას, გაგაცნობთ მის ღირსშესანიშნაობებს, ტრადიციულ კერძებსა და, რაც მთავარია, საუკეთესო ფრენების ჩამონათვალს.

რა ღირს ყველაზე იაფი ფრენა სანტორინზე?

სანტორინში გაფრენას თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან შეძლებთ. ფრენებს ნახავთ მხოლოდ გადაჯდომით. ყველაზე იაფი ფრენები სანტორინში შეგიძლიათ შეიძინოთ 314 ლარიდან ზემოთ.

სანტორინის მიმართულებით შემოგთავაზებთ შემდეგი ავიაკომპანიების ფრენებს: SkyExpress და Aegean Airlines.

ორივე მათგანი ბერძნული ავიაკომპანიაa, რომლებიც საკმაოდ ხელმისაწვდომ ფასებს გვთავაზობენ ავიაბილეთებზე. თუმცა, SkyExpress -ი დაბალბიუჯეტური ავიაკომპანიების რიცხვს მიეკუთვნება და,შესაბამისად, სანტორინის ავიაბილეთებს დაბალ ფასად გვთავაზობს.

რაც შეეხება რეისის დეტალებს,ორივე ავიაკომპანია ათენში ასრულებს გადაჯდომას, საბოლოოდ კი ჩაფრინდებიან JTR – სანტორინის საერთაშორისო აეროპორტში. სქაი ექსპრესი და ეგეოსის ავიახაზები ეკონომ კლასის ბილეთებში 8 კგ. ხელბარგია დაშვებული.

ქვემოთ ნახავთ საქართველოდან სანტორინზე საუკეთესო ფრენების ჩამონათვალს ცხრილის სახით.

თბილისიდან
ქუთაისიდან
ბათუმიდან
გამგზავრებადაბრუნებაგაჩერებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
20 აგვისტო 202527 აგვისტო 20252 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 1 468 -დან
29 აგვისტო 20254 სექტემბერი 20252 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 1 166 -დან
30 აგვისტო 20255 სექტემბერი 20253 ᲒაჩერებაSun Expressავიაბილეთები 1 316 -დან
4 ოქტომბერი 202511 ოქტომბერი 20251 ᲒაჩერებაSky Expressავიაბილეთები 845 -დან
გამგზავრებადაბრუნებაგაჩერებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
18 აგვისტო 202521 აგვისტო 20251 ᲒაჩერებაWizz Airავიაბილეთები 1 459 -დან
1 სექტემბერი 20257 სექტემბერი 20252 ᲒაჩერებაWizz Airავიაბილეთები 1 322 -დან
6 სექტემბერი 202513 სექტემბერი 20252 ᲒაჩერებაWizz Airავიაბილეთები 917 -დან
17 სექტემბერი 202524 სექტემბერი 20252 ᲒაჩერებაWizz Airავიაბილეთები 881 -დან
25 სექტემბერი 202530 სექტემბერი 20251 ᲒაჩერებაWizz Airავიაბილეთები 691 -დან
1 ივნისი 20267 ივნისი 20262 ᲒაჩერებაWizz Airავიაბილეთები 1 147 -დან
გამგზავრებადაბრუნებაგაჩერებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
18 აგვისტო 202521 აგვისტო 20252 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 2 169 -დან

აღმოაჩინე სანტორინი

სად დავრჩეთ სანტორინზე?

სანტორინზე დასარჩენი ადგილის პოვნა ნამდვილად არ გაგიჭირდებათ. აქ ზღვის სანაპიროზე, ანდაც საცურაო აუზის შეზლონგებზე შეძლებთ დასვენებას.

Deluxe Hotel Santorini

ამ სასტუმროში ძალიან კომფორტულად შეძლებთ დასვენებას. მას საკუთარი საცურაო აუზი აქვს, ნომრები კი სადა და მოწესრიგებულია. სასტუმროს ფასი მოიცავს საუზმის სერვისსაც.

Kavalari Hotel - Adults Only

ამ სასტუმროში იდეალურად შეძლებთ გაატაროთ თქვენი მოგზაურობა. მისი ტერასიდან ზღვის ულამაზესი ხედი იშლება. ნომრის საფასურში შედის საუზმის სერვისიც. სასტუმროს ნომრები სადა არქიტექტურისაა, ისინი ყველა საჭირო ინვენტარითაა აღჭურვილი.

Callia Retreat Suites - Adults Only

სასტუმროდან ზღაპრული ხედები იშლება. მის ტერიტორიაზე ნახავთ საცურაო აუზსაც. სასტუმროს ტერასიდან ულამაზესი ხედები იშლება. მის საფასურში შედის საუზმის სერვისიც. თანაც, სასტუმროს ბარში განტვირთვასა და გართობასაც შეძლებთ.

Evgenia Villas & Suites by Calm Collection

ეს სასტუმრო იდეალურ ადგილას მდებარეობს, აქედან ზღვის ულამაზესი ხედები იშლება. მის ტერიტორიაზე ნახავთ საცურაო აუზსა და სპა ცენტრს. სასტუმროს აქვს საკუთარი რესტორანიც, ნომრის საფასურში კი შედის საუზმის სერვისიც.

რა ვნახოთ სანტორინზე?

გარდა იმისა, რომ სანტორინი თავისი ულამაზესი სანაპიროებით დაიკვეხნის, აქ ბევრ ღირსშესანიშნაობასაც ნახავთ.

ვულკანი

ვულკანი ეგეოსის ზღვაში არსებული აქტიური კუნძულია. იგი სანტორინის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ღირსშესანიშნაობაა. აქ ვულკანის ნარჩენებს ნახავთ.

ოიას ციხესიმაგრე

ოიას ციხესიმაგრე წმინდა ნიკოლოზის ეკლესიის, ციხის ნანგრევებისა და ულამაზესი გადასახედი ადგილისაგან შედგება. აქედან ზღვის მთელი სანაპირო გადაგეშლებათ თვალწინ.

ემპორიოს ციხესიმაგრე

ემპორიოს ციხესიმაგრე სანტორინის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სანახაობაა. იგი “პირატებისაგან” თავდასაცავად ააშენეს. ციხესიმაგრე არქიტექტურულად და სიმბოლურად მნიშვნელოვანი ნაგებობაა სანტორინისათვის.

ოიას ლურჯგუმბათიანი ეკლესიები

ოიას ლურჯგუმბათიანი ეკლესიები სანტორინის ყველაზე ცნობილი ნაგებობებია. ისინი ალბათ ბევრ ფოტოზე შეგინიშნავთ. ლურჯგუმბათიანი ეკლესიები იდეალურად ასახავს ბერძნულ არქიტექტურას – ლურჯი და თეთრი ფერებისა და სადა სტილის ნაზავს.

რა ვჭამოთ სანტორინზე?

სანტორინი არც კულინარიის მოყვარულებს დაგწყვეტთ გულს. აქ შეგიძლიათ უგემრიელესი ბერძნული კერძები დააგემოვნოთ.

სუვლაკი

ცხადია, სუვლაკით უნდა დავიწყოთ – იგი წარმოადგენს ძაძიკის სოუსის, ბოსტნეულისა და ხორცეულის შიგთავსიან პიტას. ნახავთ ვეგეტარიანულ ვარიანტსაც.

მუსაკა

მუსაკას დაგემოვნება არ უნდა გამოგრჩეთ სანტორინზე ყოფნისას. იგი მზადდება კვერცხის, ხორცისა და კარტოფილისაგან. კერძი ფენებისაგან შედგება, რაც გემოს უფრო მრავალფეროვანს ხდის.

მელიტინია

მელიტინია ადგილობრივი ტკბილეულია. იგი წარმოადგენს პატარა გამომცხვარ ნამცხვრებს დარიჩინის არომატით. ხშირად მას ყველის შიგთავსი აქვს.

აპოჩტი

აპოჩტი თევზეულის ნაირსახეობაა. იგი ბოლომდე არ იწვება და ძმართან ერთად სერვირდება. ხორცის მოყვარულები მოხიბლულნი არიან ამ კერძით, შეგიძლიათ თქვენც მისცეთ მას შანსი სანტორინზე ყოფნისას.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია სანტორინზე სამოგზაუროდ

სამოგზაურო დოკუმენტაცია
პასპორტი
ვალუტა
The Euro (€)
აერპორტის კოდი
JTR
ენა
ბერძნული
თაიმზონა
GMT+3
დღიური საშუალო თანხა
80-100 €

ავიაკომპანიები, რომლებიც სანტორინზე დაფრინავს

ხშირად დასმული კითხვები სანტორინზე ფრენების შესახებ

თუ უკვე შეიძინეთ იაფი ავიაბილეთები სანტორინზე ან მომავალში აპირებთ მოგზაურობას, აუცილებლად გადაავლეთ თვალი ხშირად დასმული კითხვების სექციას. აქ ამოიკითხავთ მნიშვნელოვან ინფორმაციას სანტორინზე ფრენების შესახებ.

გაზაფხულიდან შემოდგომის ჩათვლით შეგიძლიათ ეწვიოთ სანტორინს, სანაპიროებისა და მზის ქალაქს.

სანტორინი თავისი ულამაზესი სანაპიროებითაა ცნობილი. ამასთან, აქ მშენიერი კულტურული ძეგლები და ეკლესიები დაგხვდებათ.

სანტორინის მიმართულებით ჯერჯერობით მხოლოდ გადაჯდომით გაემგზავრებით.

ბერძნული ავიახაზები და სქაი ექსპრესი სანტორინზე ყველაზე იაფ ფრენებს შემოგთავაზებთ.

avia.ge ავიაბილეთების შეძენის რამდენიმე გზას გთავაზობთ. შეგიძლიათ შეიძინოთ ფრენები ონლაინ, ჩვენი საიტის გამოყენებით. ამისთვის მოგიწევთ უბრალოდ საძიებო ველში ჩაწეროთ სასურველი მიმართულება და აარჩიოთ ავიარეისები. ასევე, შეძლებთ დისტანციურად, ჩვენი ქოლ-ცენტრის დახმარებითაც ფრენების არჩევას ან avia.ge – ის ოფისში ჩვენი პროფესიონალი გუნდის მეშვეობით.

იაფი მოგზაურობისათვის უმჯობესია სანტორინზე გაემგზავროთ ნაკლებად პოპულარულ სეზონებზე. ამ პერიოდში იაფდება დასარჩენი ადგილებიცა და ფრენებიც.

3-5 დღე მაინც გათვალეთ სანტორინზე სამოგზაუროდ, რათა კარგად მოასწროთ დასვენება.

JTR – სანტორინის საერთაშორისო აეროპორტი ქალაქის ცენტრიდან დაახლოებით 2 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს.

პირველ რიგში, 1 ან 2 თვით ადრე შეიძინეთ ვაშინგტონის ავიაბილეთები და ცნობილ დღესასწაულებსა და დასვენების დღეებს ნუ დაამთხვევთ მოგზაურობას.

მომხმარებლის კმაყოფილება, პროფესიონალური მომსახურება და მრავალწლიანი გამოცდილება – ეს ის მიზეზებია, რაც avia.ge -ის უცვლელ წარმატებას განაპირობებს ბაზარზე. ჩვენი გუნდის მეშვეობით მიიღებთ საუკეთესო მომსახურებას როგორც ონლაინ, დისტანციურად, ასევე ოფისში.