5.8 C
Tbilisi
სამშაბათი, თებერვალი 10, 2026

თბილისი გუანჯოუ ავიაბილეთები 649 ლარიდან

იაფი ავიაბილეთები გუანჯოუს მიმართულებით

თუ აღმოსავლური ცივილიზაციების შესწავლა თქვენი სტიქიაა, მაშინ თბილისი გუანჯოუს ავიაბილეთები თქვენთვისაა. გუანჯოუს ჩინეთის სამხრეთ ნაწილში მდებარეობს და ქვეყნისთვის მნიშვნელოვან ეკონომიკურ როლს ასრულებს. გარდა ბიზნეს-ცენტრობისა გუანჯოუში ისტორიული მხარეა. ქალაქი ჩინურ კულტურაზე ახლოდან დაკვირვების შესაძლებლობასაც მოგცემთ. გუანჯოუში ვიზიტის შემთხვევაში მოინახულებთ ისტორიულ ბუდისტურ თუ კათოლიკურ ტაძრებს, მუზეუმებსა და მშვენიერ ბაღებს.

გუანჯოუ შუასაუკუნეებიდან მოყოლებული დასავლეთის ქვეყნებთან დამაკავშირებელი მთავარი პუნქტია აღმოსავლეთში. ქალაქში სხვადასხვა დროს უამრავი კულტურული და ეთნიკური ჯგუფი ხვდებოდა. ამ ფაქტმა გუანჯოუს განვითარებასა და ცხოვრების სტილზე დიდი კვალი დატოვა. გუანჯოუ დღესაც ჩინეთის ერთ-ერთი წამყვანი ქალაქია. ალბათ სწორედ ამიტომ ჰყავს მას ყოველწლიურად 38 მილიონზე მეტი სტუმარი. თუ გსურთ, კმაყოფილი დამსვენებლების რიცხვს შეუერთდეთ თბილისიდანაც უპრობლემოდ შეძლებთ გუანჯოუში გამგზავრებას რამდენიმე საათიანი ფრენით. გუანჯოუ იქნება თქვენი საწყისი ლოკაცია აღმოსავლეთის ქვეყნების დათვალიერებისას.

როგორ გავფრინდეთ თბილისიდან გუანჯოუში

თბილისიდან გუანჯოუმდე გადაჯდომით შეძლებთ მგზავრობას. ავიაბილეთების ღირებულება 649 ლარიდან იწყება. თბილისი გუანჯოუ ფრენები რამდენიმე ავიაკომპანიის მეშვეობით ხორციელდება, მაგალითად: Air China, China Southern, Qatar Airways და სხვა. ავიაკომპანიების მრავალფეროვნება საშუალებას მოგცემთ თქვენზე მაქსიმალურად მორგებული ფრენები აარჩიოთ. ქვემოთ კი მოცემულია თბილისი გუანჯოუს ავიაბილეთები სპეციალური შეთავაზებებით.

ინფორმაცია თბილისი გუანჯოუ ფრენების შესახებ

თბილისიდან გუანჯოუმდე გაფრენას ყოველდღე შეძლებთ. ავიარეისები მართალია მხოლოდ გადაჯდომით სრულდება, თუმცა შეგიძლიათ ყველაზე სწრაფი ფრენები აარჩიოთ, გადაჯდომის ყველაზე ცოტა დროით. გუანჯოუმდე რამდენიმე ავიაკომპანია დაფრინავს და ყველა მათგანი სხვადასხვა პირობებს შემოგთავაზებთ.

თბილისი გუანჯოუ ავიაბილეთები ძირითადად სამი ავიაკომპანიის მიერ არის შემოთავაზებული: Air China, China Southern და Qatar Airways. სამივე მათგანი თბილისიდან ჩაფრინდება ბაიუნის საერთაშორისო აეროპორტში. ფრენების არჩევისას, პირველ რიგში, გირჩევთ დაუკვირდეთ გადაჯდომის რაოდენობასა და ხანგრძლივობას. ასევე ყურადღება მიაქციეთ ნებადართული ბარგის ზომას. სამივე ავიაკომპანია მხოლოდ ხელბარგის ქონის უფლებას მოგცემთ. Air China 5 კილო ხელბარგს გულისხმობს თავის ავიაბილეთებში, Qatar Airways 7, ხოლო China Southern 8. ცხადია, თანხის დამატების სანაცვლოდ შეძლებთ ჩასაბარებელი ბარგის შეძენასაც.

Air China ყველაზე იაფ ავიაბილეთებს შემოგთავაზებთ თბილისიდან გუანჯოუმდე, თუმცა ხანდახან მისი ფრენები 1-ზე მეტ გადაჯდომას გულისხმობს. ყველაზე სწრაფ ფრენებს ახორციელებს Qatar Airways და China Southern. ავიაბილეთები აბსოლუტურად თავისუფლად შეგიძლიათ აირჩიოთ თქვენი პრიორიტეტების მიხედვით – იქნება ეს ფასი, სისწრაფე თუ სერვისი.

ფრენები გუანჯოუში

ხშირად დასმული კითხვები გუანჯოუში ფრენების შესახებ

თუ უკვე შეიძინეთ თბილისი გუანჯოუ ავიაბილეთები და მოგზაურობამდე ქალაქის შესახებ ბევრი ინფორმაციის გაგება გინდათ, გაეცანით ამ სექციას. აქ ამოიკითხავთ მოგზაურობის წინ საჭირო რჩევებს, რაც გაგიმარტივებთ მზადების პროცესს.

შემოდგომა და ზამთარი საუკეთესო დროა გუანჯოუს სანახავად. ამ დროს ჩინეთში ამინდები ყველაზე ნეიტრალურია, რაც კომფორტულად დასვენების საშუალებას მოგცემთ.

გუანჯოუ ჩინეთის ისტორიული და ეკონომიკური ქალაქია. შესაბამისად, ქალაქი ყველანაირი ტიპის მოგზაურისთვის გამოძებნის საინტერესო მხარეს. აქ შეგეძლებათ როგორც ისტორიული და კულტურული ძეგლების დათვალიერება, ასევე ინდუსტრიულ ცენტრებში გასეირნება და თვალწარმტაცი მოდერნისტული შენობების ნახვა.

თბილისიდან გუანჯოუმდე გაფრენას შეძლებთ გადაჯდომით ავიარეისებით. თუმცა, შეგიძლიათ შეიძინოთ საუკეთესო ავიაბილეთები გადაჯდომის მინიმალური დროით.

Air China ახორციელებს ყველაზე იაფ ფრენებს გუანჯოუში.

avia.ge -ზე ავიაბილეთების შეძენა მარტივი და სწრაფი პროცესია. საძიებო ველში ჩაწერთ სასურველ მიმართულებას და საიტი საუკეთესო ფრენებს შემოგთავაზებთ. თუმცა, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ჩვენს ქოლ-ცენტრს ან სულაც, ოფისში მობრძანდეთ.

არატურისტული სეზონების დროს გაცილებით უფრო იაფად შეძლებთ გუანჯოუში მოგზაურობას. ნაკლებად დატვირთულ სეზონებზე ავიაბილეთებიცა და სასტუმროებიც ბევრად იაფია.

გუანჯოუში მოგზაურობა 2-3 დღეზე ნაკლები არ უნდა იყოს, რათა მოასწროთ ქალაქის კარგად დათვალიერება.

(FUO) – ფოშან შადის აეროპორტი გუანჯოუს ცეტრთან ყველაზე ახლოს, 19 კილომეტრის მოშორებით, მდებარეობს.

პირველ რიგში, უმჯობესია თუ 1 ან 2 თვით ადრე იყიდით ავიაბილეთებს გამგზავრებამდე. ასევე, გაითვალისწინეთ, რომ შაბათ-კვირას და დიდი დღესასწაულების დროს ავიაბილეთების ფასი იმატებს. შესაბამისად, ეცადეთ დასვენების დღეებს არ დაამთხვიოთ გუანჯოუში მოგზაურობა.

მრავალწლიანი გამოცდილება, კმაყოფილი მომხმარებლები და სწრაფი სერვისი – avia.ge კლიენტების მოთხოვნებზე ორიენტირებული ავიაკომპანიაა. avia.ge -ს მეშვეობით ყველაზე მარტივად დაგეგმავთ მოგზაურობის პროცესს და ავიაბილეთების შეძენაზეც სადარდებელი არ გექნებათ, რადგან თქვენი სურვილების ასრულება პროფესიონალი გუნდის ხელში იქნება.