„ჩვენ ვმუშაობთ ავიაკომპანია China Southern Airlines –თან პირდაპირი ფრენების ზრდაზე და სხვადასხვა ქალაქის დამატებაზე. მივიღეთ შეთანხმება, რომ მალე ჩინეთთან დღეში, მინიმუმ, 1 ფრენა გვექნება, თუმცა ჩვენი ამბიცია უფრო დიდია და გვინდა დღეში 10-მდე ფრენა იყოს ჩვენი სამიზნე, ჩინეთის სხვადასხვა ქალაქის მიმართულებით.“ – განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

ამასთან, ლევან დავითაშვილის განცხადებით, ასევე მნიშვნელოვანია ჩინეთში საქართველოს, როგორც ტურისტული მიმართულების მიმართ ცნობადობის გაზრდა.

„ჩვენ გვქონდა საუბარი ჩინელ პარტნიორებთან და კოლეგებთან, რომ საჭიროა შესაბამისი მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვა, დაფინანსება და განხორციელება, რათა საქართველო ტურისტულად გახდეს უფრო პოპულარული. ჩინელ პარტნიორებთან ერთად ვიმუშავებთ იმისათვის, რომ უფრო მიზნობრივი და შედეგზე ორიენტირებული კამპანიები განვახორციელოთ,“ – აღნიშნა ვიცე-პრემიერმა. მისი თქმით, საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაცია ამ მიმართულებით აქტიურად იმუშავებს.

აღსანიშნავია, რომ ავიაკომოანიამ 3 წლიანი პაუზის შემდედ, ჩინეთიდან, კერძოდ ურუმჩის აეროპორტიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტი -ს მიმართულებით პირველი პირდაპირი ფრენება 2023 წლის 27 იანვარს განახორციელა.

ჩინეთის სამხრეთ ავიახაზები ფრენებს ამ ეტაპზე მხოლოდ თბილისი ურუმჩის მიმართულებით გვთავაზობს. რეისები კვირაში სამი სიხშირით, ყოველ ორშაბათს, ხუთშაბათსა და შაბათს ხორციელდება. ფრენის ხანგრძლივობა კი 4 საათი და 45 წუთია.

თბილისი ურუმჩი

გამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
10 მაისი 202417 მაისი 2024China Southern Airlinesავიაბილეთები 1 952 -დან
10 ივნისი 202417 ივნისი 2024China Southern Airlinesავიაბილეთები 1 974 -დან
20 ივლისი 202427 ივლისი 2024China Southern Airlinesავიაბილეთები 2 120 -დან

ვიცე-პრემიერის განცხადებით, მიზნობრივი მარკეტინგული კამპანიების ჩატარება, რომელმაცჩინეთში საქართველოსადმი დაინტერესება უნდა გაზარდოს, პირდაპირ უკავშირდება ფრენების საკითხსაც, რადგან, ამ ორ ქვეყანას შორის რეისები ავიაკომპანიებისთვის არ იქნება კომერციულად მიმზიდველი მათზე მოთხოვნის გარეშე.

„ჩვენს სამინისტროს ბევრი ექნება სამუშაო ფრენების მოთხოვნის გენერირების მიმართულებით. პირველ ეტაპზე, დღესი მინიმუმ ერთი რეისი გვექნება, ანუ კვირაში 7 რეისი. საბოლოოდ, ჩვენი მიზანია, რომ პირდაპირ ვუკავშირდებოდეთ ჩინეთის აღმოსავლეთის ქალაქებს,“ – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ავიაკომპანია China Southern Airlines -ის ავიაბილეთები საუკეთესო ფასად რომ შეიძინოთ, დაგვიკავშირდით ნომერზე: 551 907 907

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშისაოცარი ადგილები თურქეთში თავგადასავლების მოყვარულთათვის
შემდეგი სტატიასაქართველოს მოქალაქეს დიდი ბრიტანეთის აეროპორტში ტრანზიტულად გავლისას ვიზა დასჭრიდება
4 26 votes
შეაფასე სტატია
Subscribe
Notify of
0 კომენტარები
Inline Feedbacks
View all comments