ჩინეთის უმსხვილესი ავიაკომპანია AIR CHINA ჩინეთიდან საქართველოში პირდაპირი სამგზავრო ფრენებითაა დაინტერესებული. საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, ეარ ჩაინა ავიარეისების შესრულებას 2024 წლის სექტემბრიდან, თბილისი ურუმჩი ურუმჩი თბილისის -ს საჰაერო ხაზზე, კვირაში 3 სიხშირით გეგმავს. ფრენების დასაწყებად ავიაკომპანიასთან კონსულტაციები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

AIR CHINA

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, საქართველოსა და ჩინეთს შორის სავიზო რეჟიმის გაუქმებამ , დამატებით სტიმული მისცა ორმხრივ მოლაპარაკებებს თანამშრომლობის გაღრმავების, მათ შორის, პირდაპირი ფრენების სიხშირეთა გაზრდისა და ფრენების გაფართოების მიმართულებით.

„საქართველოს ტურისტული სექტორისთვის ჩინეთი ახალი პრიორიტეტული მიმართულებაა. ჩამოსული ტურისტები, გამოირჩევიან მაღალმხარჯველუნარიანობით და ტრადიციულად, გრძელვადიან ტურებს ირჩევენ. პირდაპირი ავიარეისების სიხშირეთა ზრდა, ხელს შეუწყობს მეტი ვიზიტორის ჩამოსვლას, რაც დადებითად აისახება ტურიზმისა და სამოქალაქო ავიაციის სექტორის განვითარების დინამიკაზე, ასევე დამატებით სტიმულს მისცემს ორმხრივ სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს,“ – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება აქტიურად აწარმოებს მოლაპარაკებებს ფრენების დაწყებასთან დაკავშირებით ჩინეთის სხვა ქალაქებიდანაც, რათა საქართველოში ჩამოსვლა უფრო მეტმა ჩინელმა ტურისტმა შეძლოს.

თბილისი ურუმჩი

გამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
15 დეკემბერი 202422 დეკემბერი 2024Air Chinaავიაბილეთები 915 -დან
4 იანვარი 202511 იანვარი 2025China Southern Airlinesავიაბილეთები 915 -დან

 

ამ დროისათვის, საქართველოსა და ჩინეთს შორის პირდაპირ რეგულარულ სამგზავრო რეისებს China Southern Airlines -ი ასრულებს. 2023 წლიდან, ავიაკომპანიამ ეტაპობრივად გაზარდა ფრენების სიხშირე და ამჟამად, ურუმჩი თბილისი თბილისი ურუმჩი ს საჰაერო ხაზზე ფრენებს, ყოველდღიურად ასრულებს.

მიმდინარე წლის იანვარი-ივნისის თვის მონაცემებით, ავიაკომპანია China Southern -მა ჩინეთსა და საქართველოს შორის 19,991 მგზავრი გადაიყვანა. 2023 წელს Ჩინეთიდან საქართველოში ჩამოსული ტურისტების რაოდენობამ 48,304 შეადგინა, რაც 2022 წელთან შედარებით 554.5%-იანი ზრდაა. 2024 წლის ორი კვარტლის მონაცემებით კი ჩინეთიდან 32,853 ვიზიტი განხორციელდა. 2023 წელთან შედარებით ზრდამ 159.5% შეადგინა.

დაჯავშნე ავიაბილეთები ყველაზე იაფად ჩვენთან. დაგვირეკე ნომერზე: 551 907 907 ხელმისაწვდომია ვაიბერიც.

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიპარიზის აეროპორტებში, თანამშრომლები შესაძლოა კვლავ გაიფიცნონ
შემდეგი სტატიაქვიზი გურმანებისთვის: გამოიცანი ქვეყნები ტრადიციული კერძების მიხედვით
0 0 votes
შეაფასე სტატია
Subscribe
Notify of
1 კომენტარი
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments