Air China არის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საკუთრებაში მყოფი ავიაკომპანია. მისი შტაბ-ბინა მდებარეობს პეკინში, შუნის რაიონში. დაარსდა 1988 წლის 1 ივლისს და არის Star Alliance ქსელის წევრი. ავიაკომპანია ეარ ჩაინა ემსახურება მიმართულებების ფართო ქსელს, მათ შორის აზიის, ევროპის, ჩრდილოეთ ამერიკის, სამხრეთ ამერიკისა და ოკეანეთის დიდ ქალაქებს.

air china

ავიაკომპანია აღიარებულია ფრენების ფართო ქსელით, თანამედროვე ფლოტითა და მგზავრებისთვის მაღალი დონის მომსახურების მიწოდებით.

რა მიმართულებით ახორციელებს ფრენებს Air China ?

Air China -ს მარშრუტების ქსელი მოიცავს 44 ქვეყანას და აერთიანებს 68 საერთაშორისო და 130 შიდა მიმართულებას. საერთაშორისო მიმართულებების სია ასე გამოიყურება : სიდნეი, მელბურნი, ვენა , კოპენჰაგენი, პარიზი , ფრანკფურტი, მიუნხენი, ათენი, ბუდაპეშტი, მილანი, რომი, ვარშავა, ბარსელონა, მადრიდი , ლონდონი, სტამბოლი, დუბაი, ლოს-ანჯელესი, ნიუ-იორკი, სან-ფრანცისკო, ბანგკოკი, სეული, სინგაპური,  კუალა-ლუმპური, ტოკიო, ჰიროშიმა, ჰონგ-კონგი და სხვ.

ახლახანს ცნობილი გახდა, რომ ავიაკომპანია საქართველოში პირდაპირ ფრენებს იწყებს . Air China georgia პირდაპირ ფრენებს თბილისი ურუმჩი ურუმჩი თბილისი -ს მიმართულებით 2024 წლის სექტემბრიდან, კვირაში 3 სიხშირით შემოგვთავაზებს.

თბილისი ურუმჩი

გამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
19 დეკემბერი 202426 დეკემბერი 2024China Southern Airlinesავიაბილეთები 957 -დან
4 იანვარი 202511 იანვარი 2025China Southern Airlinesავიაბილეთები 915 -დან

 

Air China ფლოტის ზომის მიხედვით, ჩინეთის სამი უმსხვილესი ავიაკომპანიიდან ერთ-ერთი და სიდიდით მესამე ავიაკომპანიაა. 2024 წლის აპრილის მდგომარეობით, ავიაკომპანია ფლობს 491 საჰაერო ხომალდს, რომელიც მოიცავს ვიწრო ტანის, ფართო ტანის და ასევე რეგიონალურ თვითმფრინავებს.

ავიაკომპანიის თანამედროვე ფლოტი ძირითადად შედგება Boeing და Airbus ტიპის საჰაერო ხომალდებისგან. უფრო კონკრეტულად კი : Boeing 737, Boeing 777 , Boeing 787 , Airbus A320 და Airbus A350.

აღსანიშნავია, რომ ავიაკომპანია მუდმივად ანახლებს თავის ფლოტს მგზავრთა კომფორტისა და მარშრუტების გაზრდის მიზნით.

air china georgia

აღნიშნული ავიაკომპანიით სარგებლობამდე, გაეცანით შემდეგ ინფორმაციას, რათა გდაგეგმოთ  მოგზაურობა მარტივად და გახადოთ ის სასიამოვნო.

Air China გთავაზობთ First Class, Business Class, Premium Economy და Economy Class მომსახურების კლასებს. თითოეულ კლასი გამოირჩევა სხვადასხვა სახის კომფორტით და კეთილმოწყობით, როგორიცაა წამოსაწოლი სავარძლები პრემიუმ კაბინაში, ფრენის დროს გასართობი პროგრამები და კვების სხვადასხვა ვარიანტები.

Air China ორიენტირებულია ნახშირბადის ემისიების შემცირებაზე, საწვავის ეფექტურობის გაზრდაზე და ეკოლოგიურად სუფთა ინიციატივების განხორციელებაზე. გარდა ამისა, ავიაკომპანია იცავს უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტებს და მუდმივად მუშაობს უსაფრთხოების მართვის სისტემების გაუმჯობესებაზე.

ინფორმაცია ბარგის შესახებ:

Air China გთავაზობთ სპეციფიკურ ბარგის პოლიტიკას, მგზავრობის კლასისა და მარშრუტის მიხედვით.

ჩსაბარებელი ბარგი:

  • Economy Class – როგორც წესი, მგზავრებს ეძლევათ 23 კგ-მდე წონის ერთი ბარგი.
  • remium Economy Class – მგზავრებს ეძლევათ ბარგის ორი ერთული, რომელთაგან თითოეული 23 კგ-მდე უნდა იწონიდეს.
  • Business Class – ორი ერთული ბარგი, რომელთაგან თითოეული 32 კგ-მდე უნდა იწონიდეს.
  • First Class – ორი ერთული ბარგი, რომელთაგან თითოეული 32 კგ-მდე უნდა იწონიდეს.

ხელბარგი:

  • Economy Class და Premium Economy Class – მგზავრებს უფლება აქვთ თან იქონიონ ერთი ცალი ხელბარგი, წონით მაქსიმუმ 5 კგ და ზომებით 55 სმ x 40 სმ x 20 სმ.
  • Business Class და First Class – ორი ცალი ხელბარგი, თითოეული არაუმეტეს 8 კგ. ზომებით 55 სმ x 40 სმ x 20 სმ.

ინფორმაცია რეგისტრაციის შესახებ:

Air China თავის მგზავრებს სთავაზობს როგორც ონლაინ, ისე აეროპორტში რეგისტრაციას.

ონლაინ რეგისტრაცია იხსნება დაგეგმილ ფრენამდე 24 საათით ადრე და იხურება რეისის გამგზავრებამდე 90 წუთით ადრე. აეროპორტში რეგისტრაციისას კი მგზავრი აეროპორტში უნდა გამოცხადდეს 2-3 საათით ადრე.

შეიძინე Air China -ს ავიაბილეთები ყველაზე იაფად Avia.ge-ზე. დაგვირეკე: 551 907 907 ხელმისაწვდომია ვაიბერიც.

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიქვიზი გურმანებისთვის: გამოიცანი ქვეყნები ტრადიციული კერძების მიხედვით
შემდეგი სტატიაავიაკომპანიები და აეროპორტები შეფერხებით მუშაობენ
5 1 vote
შეაფასე სტატია
Subscribe
Notify of
1 კომენტარი
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments