ავიაბილეთები გუანჯოუს მიმართულებით
თუ აღმოსავლური კულტურების ახლოდან გაცნობა გინდათ, მაშინ იაფი ფრენები გუანჯოუში თქვენთვისაა! გუანჯოუ სამხრეთ ჩინეთის ქალაქია. ისტორიული დროიდან მოყოლებული იგი ჩინეთისთვის გამორჩეული მნიშვნელობისაა. ამაში თავადვე დარწმუნდებით, თუ ქალაქში თუნდაც რამდენიმე დღით ამოყოფთ თავს.
ადგილმდებარეობიდან გამომდინარე სწორედ გუანჯოუზე გადიოდა სავაჭრო გზები დასავლეთ ევროპის ქვეყნებამდე. ამან კი ქალაქში მრავალი კულტურული და ტრადიციული თავისებურებების თავმოყრა განაპირობა. გარდა ამისა, ქალაქის ეკონომიკური დაწინაურება სიმდიდრის გარანტი იყო და დღემდე ასეა – გუანჯოუში მდებარეობს ჩინეთის მთავარი პორტი. ქალაქი აღმოსავლეთის ქვეყნების ეკონომიკური და ინდუსტრიული თვალსაზრისით ერთ-ერთი ყველაზე დაწინაურებული ადგილია.
გუანჯოუმდე რამდენიმე საათიანი ფრენით თავს სულ სხვა სამყაროში ამოყოფთ. აქ ყველაფერი საათივით აწყობილია. თანაც, უცხოელებისადმი ადგილობრივები კეთილგანწყობილები და სტუმართმოყვარეები არიან. ტურისტებისთვის გუანჯოუში ბევრი შესაძლებლობა არსებობს. ქალაქში გართობასაც და დასვენებასაც საუცხოოდ შეძლებთ. აქაური მშვიდი უბნები და თვალწარმტაცი უზარმაზარი შენობები ჩინურ თავგადასავალში ჩაგკარგავთ. თუ აღმოსავლური კულტურა გხიბლავთ, იაფი ფრენები გუანჯოუში მარტივად აგისრულებთ სურვილებს.