რამდენიმე დღის წინ, ცნობილი გახდა, რომ ავიაკომპანია Georgian Airways -ის ფლოტს ახალი, ფართოფიუზელაჟიანი სამგზავრო თვითმფრინავი შეემეტა, რომელიც კომპანიას ლიზინგის წესით გადაეცა. აღსანიშნავია, რომ ახალი ავიახომალდი Boeing 767-300 საქართველოს ისტორიაში, პირველი ფართოფიუზელაჟიანი სამგზავრო თვითმფრინავია.

Georgian Airlines Group -ის პრეზიდენტმა, თამაზ გაიაშვილმა, ავიახომალდის მთავარ მაჩვენებლებზე, უსაფრთხოების საკითხებზე, მუშაობის პრინციპზე, მაღალ სტანდარტებზე და სხვა უპირატესობებზე ისაუბრა. ღონისძიებაზე ასევე სიტყვით გამოვიდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, რომელმაც საქართველოს ავიაციის სექტორში არსებულ ტენდენციებზე, მათ შორის მგზავრთნაკადის ზრდის პოზიტიურ დინამიკაზე და ქართულ ავიაბაზარზე ახალი, საერთაშორისოდ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ავიახომალდის შემოყვანის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

ავიაკომპანია ჯეორჯიან ეარვეისი ფრენებს ტაილანდის , ინდოეთის და ჩინეთის ქალაქების მიმართულებით განახორციელებს, – ამის შესახებ Georgian Airlines Group -ის პრეზიდენტმა, ავიახომალდის პრეზენტაციაზე განაცხადა.

Georgian Airways პირდაპირი ფრენები თბილისიდან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
ამსტერდამი17 ოქტომბერი 202625 ოქტომბერი 2026Georgian Airwaysავიაბილეთები 931 -დან
ბერლინი29 ივლისი 20268 აგვისტო 2026Georgian Airwaysავიაბილეთები 963 -დან
ბათუმი4 აგვისტო 20268 აგვისტო 2026Georgian Airwaysავიაბილეთები 521 -დან
ლარნაკა1 აგვისტო 202614 აგვისტო 2026Georgian Airwaysავიაბილეთები 924 -დან
ნიცა30 ივლისი 20265 აგვისტო 2026Georgian Airwaysავიაბილეთები 1 489 -დან
ნოვოსიბირსკი7 აგვისტო 202618 აგვისტო 2026Georgian Airwaysავიაბილეთები 1 829 -დან
რომი10 აგვისტო 202615 აგვისტო 2026Georgian Airwaysავიაბილეთები 1 400 -დან

 

„ბოინგ 767-300“ აშშ-ში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ავიახომალდია და გამოირჩევა თავისი მაღალი უსაფრთხოებითა და ამასთან, განსაკუთრებულად კომფორტული ინტერიერით. ავიახომალდს გააჩნია კიდევ ერთი დიდი უპირატესობა – ხანგრძლივი პირდაპირი ფრენების შესრულება, კერძოდ, მას აქვს შესაძლებლობა შეასრულოს უწყვეტი 12 -საათიანი პირდაპირი რეისი.

დაჯავშნე ავიაბილეთები ყველაზე იაფად Georgian Airways -ის ფრენებზე, დაგვირეკე: 551 907 907 ხელმისაწვდომია ვაიბერიც.

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიGeorgian Airways -ის ახალ საჰაერო ხომალდს, უწყვეტი 12 საათიანი პირდაპირი რეისის შესრულება შეუძლია
შემდეგი სტატიაWizz Air საფრანგეთის მიმართულებით ფრენებზე ფასდაკლებას აცხადებს
0 0 votes
შეაფასე სტატია
1 კომენტარი
Oldest
Newest Most Voted
Guest
ირაკლი
2 years ago

ეს ქვეყანა აღარაა.. დახურეს ქოცებმა საქართველო.. ) ის საქართველო, სადაც მთელი ცხოვრება გვაქ გატარებული აქ ხალხს.. ეს თუ ამ ბო**სშვილებს გაუვიდათ, არც ვიმსახურებთ დემოკრატიას. თქვენ იფრინეთ ჩინეთში, ინდოეთში, ირანში, ზედა კორეაში, ყრუსეთში.. მე აქ შვილებს არ გავზრდი ამ შემთხვევაში..