იაფი ფრენები დუსელდორფში

იაფი ფრენები დუსელდორფის მიმართულებით

დუსელდორფი ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის დედაქალაქი და გერმანიის ერთ-ერთი ყველაზე დაწინაურებული ქალაქია. მოსახლეობით იგი მხარეში კიოლნის შემდეგ მეორე ადგილზეა. მას ყოველწლიურად 3 მილიონზე მეტი ადამიანი სტუმრობს. თუ კმაყოფილი ტურისტების რიცხვს თქვენც გინდათ შეუერთდეთ, შეიძინეთ იაფი ფრენები დუსელდორფში.

გერმანიის სხვა ქალაქების მსგავსად, დუსელდორფშიც შეგეძლებათ კლასიკური თუ თანამედროვე კულტურითა და არქიტექტურით ტკბობა. აქ შეგიძლიათ ეწვიოთ გერმანიის მუზეუმებსა და გალერეებს. ქუჩებში სეირნობისას კი დააკვირდებით გერმანიის მკვეთრ არქიტექტურას. დუსელდორფი გართობის მოყვარულებისთვის კარგი არჩევანია. აქ ელექტრონული მუსიკის მთელი არჩევანი დაგხვდებათ. დუსელდორფის კაფე-ბარებსა და კლუბებში აუცილებლად შეძლებთ თქვენს გემოვნურ თვისებებზე მაქსიმალურად მორგებული მუსიკით ტკბობას. რესტორნებში კი დაგხვდებათ მყუდრო გარემო და გერმანული კერძების მთელი არჩევანი.

რა ღირს ყველაზე იაფი ფრენა დუსელდორფში?

საქართველოს აეროპორტებიდან დუსელდორფის (DUS) მიმართულებით პირდაპირი რეისები ამ ეტაპზე არ სრულდება, შესაბამისად, მგზავრობა მინიმუმ ერთ გადაჯდომას მოითხოვს. ყველაზე იაფი ფრენები დუსელდორფში (ორმხრივი ბილეთი) თბილისიდან შეგიძლიათ შეიძინოთ 459 ლარიდან, ქუთაისიდან 565 ლარიდან, ბათუმიდან კი 921 ლარიდან.

თბილისიდან დუსელდორფში ერთი გადაჯდომით გაფრენას შეძლებთ AJet-ის, Pegasus Airlines-ისა და Sky Express-ის რეისებით. ქუთაისიდან ფრენებს შემოგთავაზებთ Wizz Air და Pegasus Airlines, ასევე ერთი გადაჯდომით. თუ მარშრუტი ორი დამოუკიდებელი ბილეთით სრულდება, წინასწარ გადაამოწმეთ ტრანზიტის დრო და ბარგის ხელახლა ჩაბარების საჭიროება. ბათუმიდან დუსელდორფში Pegasus Airlines-ის რეისებით, როგორც წესი, ორი გადაჯდომით იმგზავრებთ.

შეძენამდე ყურადღება მიაქციეთ ხელბარგისა და ჩასაბარებელი ბარგის ნორმას, ცვლილებისა და გაუქმების წესებს. დაბლა შემოგთავაზებთ ავიარეისების ცხრილს დუსელდორფის მიმართულებით თბილისიდან, ქუთაისიდან და ბათუმიდან.

თბილისიდან
ქუთაისიდან
ბათუმიდან
გამგზავრების თარიღიდაბრუნების თარიღიგადაჯდომებიავიაკომპანიის ლოგოავიაბილეთების მოძებნა
16 ნოემბერი 20269 იანვარი 20272 ᲒაჩერებაAjetავიაბილეთები 711 -დან
17 ნოემბერი 202621 ნოემბერი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 725 -დან
18 ნოემბერი 202621 ნოემბერი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 716 -დან
19 ნოემბერი 202621 ნოემბერი 20262 ᲒაჩერებაTurkish Airlinesავიაბილეთები 657 -დან
20 ნოემბერი 202610 დეკემბერი 20261 ᲒაჩერებაAir Serbiaავიაბილეთები 794 -დან
22 ნოემბერი 202629 ნოემბერი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 743 -დან
29 ნოემბერი 202614 დეკემბერი 20261 ᲒაჩერებაAjetავიაბილეთები 477 -დან
30 ნოემბერი 20266 დეკემბერი 20261 ᲒაჩერებაAjetავიაბილეთები 597 -დან
6 დეკემბერი 202612 დეკემბერი 20261 ᲒაჩერებაAjetავიაბილეთები 633 -დან
19 დეკემბერი 20263 იანვარი 20271 ᲒაჩერებაTurkish Airlinesავიაბილეთები 563 -დან
28 დეკემბერი 20268 იანვარი 20271 ᲒაჩერებაAjetავიაბილეთები 528 -დან
29 დეკემბერი 20264 იანვარი 20271 ᲒაჩერებაAjetავიაბილეთები 459 -დან
31 დეკემბერი 202612 იანვარი 20271 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 627 -დან
2 იანვარი 20278 იანვარი 20271 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 1 185 -დან
5 იანვარი 202712 იანვარი 20271 ᲒაჩერებაAjetავიაბილეთები 877 -დან
6 იანვარი 20279 იანვარი 20271 ᲒაჩერებაAjetავიაბილეთები 861 -დან
8 იანვარი 202715 იანვარი 20271 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 664 -დან
9 იანვარი 202716 იანვარი 20271 ᲒაჩერებაSky Express Greeceავიაბილეთები 716 -დან
11 იანვარი 202716 იანვარი 20271 ᲒაჩერებაAjetავიაბილეთები 560 -დან
13 იანვარი 202720 იანვარი 20271 ᲒაჩერებაAjetავიაბილეთები 545 -დან
18 იანვარი 202724 იანვარი 20271 ᲒაჩერებაAjetავიაბილეთები 561 -დან
12 თებერვალი 202722 თებერვალი 20271 ᲒაჩერებაAjetავიაბილეთები 625 -დან
15 თებერვალი 202717 თებერვალი 20271 ᲒაჩერებაAjetავიაბილეთები 548 -დან
1 მარტი 20278 მარტი 20271 ᲒაჩერებაAjetავიაბილეთები 535 -დან
3 მარტი 20278 მარტი 20271 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 589 -დან
6 მარტი 202711 მარტი 20271 ᲒაჩერებაAjetავიაბილეთები 647 -დან
16 მარტი 202720 მარტი 20271 ᲒაჩერებაLOT Polishავიაბილეთები 678 -დან
20 მარტი 202724 მარტი 20271 ᲒაჩერებაAjetავიაბილეთები 618 -დან
23 მარტი 20274 აპრილი 20271 ᲒაჩერებაAjetავიაბილეთები 668 -დან
13 აპრილი 202716 აპრილი 20271 ᲒაჩერებაLOT Polishავიაბილეთები 704 -დან
22 აპრილი 202711 მაისი 20271 ᲒაჩერებაLOT Polishავიაბილეთები 683 -დან
4 მაისი 20278 მაისი 20271 ᲒაჩერებაeasyJetავიაბილეთები 790 -დან
11 მაისი 202716 მაისი 20271 ᲒაჩერებაAjetავიაბილეთები 753 -დან
22 მაისი 202727 მაისი 20271 ᲒაჩერებაSky Express Greeceავიაბილეთები 772 -დან
12 ივლისი 202730 ივლისი 20271 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 943 -დან
20 ივლისი 202726 ივლისი 20271 ᲒაჩერებაSky Express Greeceავიაბილეთები 838 -დან
5 ოქტომბერი 202711 ოქტომბერი 20271 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 764 -დან
გამგზავრების თარიღიდაბრუნების თარიღიგადაჯდომებიავიაკომპანიის ლოგოავიაბილეთების მოძებნა
13 ნოემბერი 202627 ნოემბერი 20262 ᲒაჩერებაWizz Airავიაბილეთები 1 525 -დან
17 ნოემბერი 202627 ნოემბერი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 1 001 -დან
20 ნოემბერი 202621 ნოემბერი 20262 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 818 -დან
29 ნოემბერი 202614 დეკემბერი 20261 ᲒაჩერებაWizz Airავიაბილეთები 728 -დან
20 დეკემბერი 20264 იანვარი 20271 ᲒაჩერებაWizz Airავიაბილეთები 515 -დან
21 დეკემბერი 20265 იანვარი 20271 ᲒაჩერებაWizz Airავიაბილეთები 631 -დან
22 დეკემბერი 20266 იანვარი 20271 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 547 -დან
20 იანვარი 202727 იანვარი 20271 ᲒაჩერებაWizz Airავიაბილეთები 609 -დან
1 თებერვალი 20275 თებერვალი 20271 ᲒაჩერებაWizz Airავიაბილეთები 635 -დან
13 თებერვალი 202727 თებერვალი 20273 ᲒაჩერებაWizz Airავიაბილეთები 854 -დან
6 მარტი 202710 მარტი 20272 ᲒაჩერებაWizz Airავიაბილეთები 873 -დან
7 მარტი 202711 მარტი 20271 ᲒაჩერებაWizz Airავიაბილეთები 894 -დან
5 ოქტომბერი 202711 ოქტომბერი 20272 ᲒაჩერებაWizz Air Maltaავიაბილეთები 943 -დან
გამგზავრების თარიღიდაბრუნების თარიღიგადაჯდომებიავიაკომპანიის ლოგოავიაბილეთების მოძებნა
16 მარტი 202720 მარტი 20272 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 1 171 -დან
22 მარტი 202711 აპრილი 20272 ᲒაჩერებაFLYONE Armeniaავიაბილეთები 968 -დან

AviaeSIM · სამოგზაურო ინტერნეტი

ინტერნეტი არჩეული მიმართულებისთვის

მოგზაურობისთვის შეარჩიე ქვეყნის შესაბამისი ინტერნეტპაკეტი. შეძენამდე გადაამოწმე პაკეტის დაფარვა, მოქმედების ვადა და შენი ტელეფონის eSIM-ის მხარდაჭერა.

შეარჩიე ინტერნეტპაკეტი

აღმოაჩინე დუსელდორფი

სად დავრჩეთ დუსელდორფში?

დუსელდორფში დასარჩენი ადგილის პოვნა ნამდვილად არ გაგიჭირდებათ. თუ უკვე შეიძინეთ იაფი ფრენები დუსელდორფში , გირჩევთ დროულად დაჯავშნოთ სასტუმროს ნომრებიც. რამდენიმე მათგანს ჩვენც შემოგთავაზებთ.

Holiday Inn Express Düsseldorf - Hauptbahnhof, an IHG Hotel

ეს სასტუმრო ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი საერთაშორისო დონის დასარჩენი სივრცეა დუსელდორფში. იგი შემოგთავაზებთ მაქსიმალურ კომფორტს, თქვენზე მორგებულ ოთახებსა და პროფესიონალ მომსახურე პერსონალს. აქ შეგიძლიათ ისარგებლოთ საუზმის სერვისითაც. სასტუმრო მატარებლის სადგურთან ახლოს მდებარეობს. ქალაქის ღირსშესანიშნაობებთანაც მარტივად შეძლებთ მისვლას.

NH Düsseldorf City Nord

ამ სასტუმროშიც კომფორტულად შეძლებთ დასვენებას. მისი ნომრები აღჭურვილია ყველა იმ საჭირო ინვენტარით, რომელიც მოგზაურობის დროს შეიძლება დაგჭირდეთ. გარდა ამისა, აქ საშუალება გექნებათ საუზმის სერვისით ისარგებლოთ. მას აქვს პარკინგიცა და სავარჯიშო დარბაზიც.

acora Dusseldorf Airport

ამ სასტუმროში საშუალება გექნებათ დარჩეთ მოდერნისტულად გაწყობილ ნომრებში. იგი იდეალურ ადგილას მდებარეობს ქალაქში მარტივად გადასაადგილებლად. გარდა ამისა, აქ 24 საათიანი მომსახურება დაგხვდებათ.

Hampton by Hilton Düsseldorf City Centre

ეს სასტუმრო ძალიან კარგ ლოკაციაზე მდებარეობს. გარდა იმისა, რომ მას კომფორტული და მოწესრიგებული ნომრები აქვს, მრავალ სხვა მომსახურებასაც შემოგთავაზებთ. მაგალითად, აქ ნახავთ ფიტნეს ცენტრსა და ბარს. ნომრებში კი ყავისა და ჩაის აპარატები დაგხვდებათ. სასტუმროს ფასი გულისხმობს საუზმესაც.

რა ვნახოთ დუსელდორფში?

დუსელდორფში ყოფნისას შეგეძლებათ მოგზაურობა ისე დაგეგმოთ, როგორც ამას იდეალური ვარიანტის წარმოდგენისას ინატრებდით. თუ უკვე შეიძინეთ იაფი ავიაბილეთები დუსელდორფში , მაშინ დაათვალიერეთ ქალაქის ღირსშესანიშნაობები და წინასწარ დაგეგმეთ მათი ნახვა. ამაში ჩვენც დაგეხმარებით.

რაინის კოშკი

რაინის კოშკი 240 მეტრი სიმაღლის სატელეკომუნიკაციო ანძაა და დუსელდორფის ერთ-ერთი მთავარი სიმბოლო. მის ღერძზე მოწყობილი სინათლის ინსტალაცია მსოფლიოში ყველაზე დიდ ციფრულ საათად ითვლება. კოშკის ზედა ნაწილში სადამკვირვებლო მოედანი და რესტორანია, საიდანაც მთელი ქალაქი და მდინარე რაინი ჩანს.

Kaiserpfalz Kaiserswerth

კაიზერსვერტის იმპერატორის სასახლის ნანგრევები XII საუკუნით თარიღდება. ციხე-სასახლე იმპერატორ ფრიდრიხ ბარბაროსას დროს გამაგრდა და რაინის ნაპირზე, კაიზერსვერტის ისტორიულ უბანში მდებარეობს. ამ შუასაუკუნეების ძეგლის ნახვა დროში მოგზაურობის საუცხოო შეგრძნებას შეგიქმნით.

Königsallee

დუსელდორფი არც სეირნობის მოყვარულებს დაგწყვეტთ გულს. აქ შეგიძლიათ უზარმაზარ ბულვარში სეირნობა, რომელიც გამოირჩევა თავისი მშვიდი გარემოთი. ბულვარი ქალაქის ცენტრს უკავშირდება და პირდაპირ ამოგაყოფინებთ თავს იმ მდიდრულ ქუჩებში, რომლითაც დუსელდორფია ცნობილი. სეირნობის შემდეგ ამიტომ შოპინგსაც შეძლებთ.

წმინდა ლამბერტის ბაზილიკა

წმინდა ლამბერტის ბაზილიკა XIII-XIV საუკუნეების გოთიკური ტაძარი და ქალაქის ერთ-ერთი უძველესი შენობაა. იგი ძველ ქალაქში, რაინის ნაპირთან ახლოს დგას და ცნობილია თავისი გრეხილი შპილით. ბაზილიკის შიგნით არსებული ჰარმონიული გარემო და ულამაზესი არქიტექტურა არცერთ მნახველს არ დატოვებს გულგრილს.

რა ვჭამოთ დუსელდორფში?

დუსელდორფი არც კულინარიის მოყვარულებს გაგიცრუებთ იმედებს. აქ შეძლებთ სხვადასხვა ტიპის კერძების დაგემოვნებას. იაფი ფრენები დუსელდორფში თქვენი ახალი კულინარიული თავგადასავალის დასაწყისიც შეიძლება გამოდგეს.

Halve Hahn

დუსელდორფი ვეგეტარიანელების გულსაც მოიგებს. ჰალვე ჰან ჭვავის ფუნთუშაა, რომელსაც ჰოლანდიური ყველის სქელ ნაჭერთან, მდოგვთან და ხახვთან ერთად მიირთმევენ. ის ადგილობრივ ლუდხანებში ტრადიციული წასახემსებელია და მის დაგემოვნებას აუცილებლად გირჩევთ.

Rheinischer Sauerbraten

ეს ხორცის მოყვარულებისთვის განკუთვნილი მთავარი კერძია. ხორცი რამდენიმე დღე ძმრიან მარინადში ჩერდება და შემდეგ ნელ ცეცხლზე იხრაკება. კლასიკური რაინული რეცეპტი ცხენის ხორცს გულისხმობდა, დღეს კი უმეტესად საქონლის ხორცით მზადდება. კერძი ქიშმიშიან სოუსთან და კარტოფილის გარნირთან ერთად სერვირდება.

Reibekuchen

რაიბეკუხენი გახეხილი კარტოფილისგან, ხახვისა და კვერცხისგან მომზადებული შემწვარი ბლინებია. რაინის მხარეში მას ხშირად ვაშლის პიურესთან ან ჭვავის პურთან ერთად მიირთმევენ. თუ მსუბუქი და მარტივი საკვები გსურთ, აუცილებლად გასინჯეთ.

Himmel und Erde

ამ კერძის სახელი ასე ითარგმნება: „სამოთხე და დედამიწა“. იგი კარტოფილის პიურესა და ვაშლის პიურეს აერთიანებს: ვაშლი ხეზე იზრდება („სამოთხე“), კარტოფილი კი მიწაში („დედამიწა“). კერძს შემწვარ ხახვსა და შემწვარ სისხლის ძეხვთან ერთად მიირთმევენ. აუცილებლად გირჩევთ დაგემოვნებას.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია დუსელდორფში სამოგზაუროდ

სამოგზაურო დოკუმენტაცია
პასპორტი
ვალუტა
The Euro (€)
აერპორტის კოდი
DUS
ენა
გერმანული
თაიმზონა
GMT+1
დღიური საშუალო თანხა
80-100 ევრო

მგზავრის უფლებები

რეისი დაგიგვიანდა ან გაუქმდა?

თუ მოგზაურობისას რეისი დაგიგვიანდა ან გაუქმდა, შესაძლოა ფრენის კომპენსაცია გეკუთვნოდეს. გაეცანი პირობებს და შეამოწმე შენი შემთხვევა.

შეამოწმე კომპენსაცია

კომპენსაციის შესაძლებლობა დამოკიდებულია კონკრეტულ ფრენასა და შეფერხების მიზეზზე.

ფრენები გერმანიის სხვა ქალაქებში

ხშირად დასმული კითხვები დუსელდორფში ფრენების შესახებ

თუ უკვე შეიძინეთ იაფი ფრენები დუსელდორფში ან მომავალში აპირებთ მოგზაურობას, აუცილებლად გაეცანით ხშირად დასმული კითხვების სექციას. აქ ამოიკითხავთ ინფორმაციას, რომელიც მოგზაურობის დაგეგმვაში დაგეხმარებათ.

გვიანი გაზაფხული და ზაფხული ამინდის მხრივ საუკეთესოა დუსელდორფში სამოგზაუროდ. ამ დროს რაინის სანაპიროზე სეირნობა და ქალაქის ღონისძიებები განსაკუთრებით სასიამოვნოა.

დუსელდორფი გამორჩეულია ხელოვნებით, არქიტექტურითა და ისტორიით. ქალაქი ასევე ცნობილია ელექტრონული მუსიკით, მოდითა და შოპინგით, განსაკუთრებით კენიგსალეეზე.

ამ ეტაპზე საქართველოს აეროპორტებიდან დუსელდორფში პირდაპირი რეისები არ სრულდება. თბილისიდან და ქუთაისიდან ერთი გადაჯდომით, ბათუმიდან კი, როგორც წესი, ორი გადაჯდომით იმგზავრებთ.

თბილისიდან დუსელდორფში იაფ ფრენებს AJet, Pegasus Airlines და Sky Express გვთავაზობენ, ქუთაისიდან კი Wizz Air და Pegasus Airlines.

avia.ge -ზე ავიაბილეთების შეძენა ძალიან მარტივია. საძიებო ველში შეგიძლიათ ჩაწეროთ თქვენთვის სასურველი მიმართულება, საიტი კი შემოგთავაზებთ საუკეთესო ავიარეისებს. სურვილისამებრ, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ჩვენს ქოლ-ცენტრს ან მობრძანდეთ avia.ge -ს ოფისში.

იაფი მოგზაურობისათვის აირჩიეთ არაპოპულარული სეზონები. ამ დროს მოთხოვნა ნაკლებია და შედარებით იაფად ნახავთ ავიაბილეთებსა და დასარჩენ ადგილებს.

2-3 დღე დაგჭირდებათ ქალაქის მთავარი ღირსშესანიშნაობების დასათვალიერებლად, მაგრამ გირჩევდით, მეტი დრო დაჰყოთ გერმანიაში.

DUS – დუსელდორფის საერთაშორისო აეროპორტი ქალაქის ცენტრიდან სულ რაღაც 16 კილომეტრში მდებარეობს.

პირველ რიგში, 1 ან 2 თვით ადრე შეიძინეთ ავიაბილეთები დუსელდორფში და ეცადეთ, ფრენა არ დაამთხვიოთ დასვენების დღეებსა და დღესასწაულებს.

სანდოობა და მრავალწლიანი გამოცდილება – avia.ge მრავალი წელია ლიდერობს ბაზარზე. თუ გსურთ იაფი და სწრაფი მომსახურება მიიღოთ, avia.ge საუკეთესო არჩევანი იქნება. თქვენ მიიღებთ გამორჩეულ მომსახურებას როგორც ონლაინ, ასევე დისტანციურად, ქოლ-ცენტრის მეშვეობით ან ოფისში მოსვლით.