Pegasus Airlines -ი თურქული წამყვანი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიაა, რომლის მთავარი ოფისი სტამბოლში მდებარეობს. ავიაკომპანია 1991 წლის 12 იანვარს დაარსდა და ოპერირება თავდაპირველად შიდა ფრენებით დაიწყო, თუმცა მალე ქვეყანაში მოქმედ ავიაკომპანიებს შორის ლიდერობა მოიპოვა.

Pegasus georgia -მ გააფართოვა ფრენების ქსელი და უკვე მრავალი წელია რეგულარულ და ჩარტერულ რეისებს ახორციელებს როგორც შიდა, ისე საერთაშორსო მიმართულებებზე, რომელიც მოიცავს ახლო აღმოსავლეთის, ევროპის, აზიისა და აფრიკის აეროპორტებს.

მისი ფლოტი სულ 91 თვითმფრინავისგან შედგება. თავდაპირველად ავიაკომპანია მხოლოდ 6 შიდა ლოკაციაზე დაფრინავდა, ამჟამად კი 90-მდე საერთაშორისო და 40-მდე შიდა ფრენას ახორციელებს, რომელიც ჯამში 47 ქვეყანას მოიცავს.

კომპანიის მთავარ მიზანს წარმოადგენს მგზავრებისთვის ავიაბილეთებზე დაბალი ფასების შეთავაზება, მათთვის კომფორტის შექმნა, ხარისხის მაჩვენებლის მუდმივი ზრდა და ფრენის სიხშირის გაზრდა მოკლე და საშუალო დიაპაზონის მარშრუტებზე. Pegasus ge განვითარებისთვის იყენებს უახლეს ტექნოლოგიებს და მუდმივად ცდილობს უპასუხოს ახალ-ახალ გამოწვევებს.

სტუმრებისთვის სასიამოვნო მოგზაურობის, ეკონომიკური, უსაფრთხო და პუნქტუალური მოგზაურობის შესაძლებლობების უზრუნველსაყოფად, პეგასუსი მგზავრებს მნიშვნელოვან ახალ სერვისებს სთავაზობს. ამასთანავე იგი ფართოვდება და 2021 წლიდან უზარმაზარ ოჯახად გადაიქცა, რომელიც დაახლოებით 6000 წევრისგან შედგება.

Pegasus-ი, რომელიც მიზნად ისახავს სტუმრების მომსახურებას ახალი თვითმფრინავებით, ჯამში 91 თვითმფრინავის ფლოტისგან შედგება, რომელთაგან 35 A320-neo და 5 A321-neo -ა.

აღსანიშნავია, რომ ავიაკომპანია Pegasus Airlines -ი დაარსებიდან მოყოლებული დღემდე არაერთი ჯოლდოს მფლობელი გამხდარა. 2011 წელს ავიაკომპანია ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად განვითარებად კომპანიად აღიარეს, ამის შესახებ კომპანიის გენერალური დირექტორი სერტაკ ჰაიბატი აღნიშნავს.

გარდა ამისა, პეგასუსი „საერთაშორისო საჰაერო სატრანსპორტო ასოციაციის“ (IATA) წევრია. ეს ნიშნავს, რომ ავიაკომპანია ვალდებულია, დაიცვას სპეციალური, საგანგებოდ შემუშავებული წესები. შედეგად, მგზავრთა უსაფრთხო გადაადგილება აბსოლუტურად გარანტირებულია.

პეგასუსი ზრუნავს იმ დეტალებზე, რომლებიც აადვილებს მოგზაურობას. ავიაბილეთების ონლაინ დაჯავშნა, რეგისტრაცია, სასურველი საკვებისა და სასმლის ფრენამდე შეკვეთა, დამატებითი ბარგი უფრო იაფი ტარიფით, ადგილების შერჩევა, მანქანის დაქირავება და ყველა სხვა არჩევა, რომელიც შეიძლება საჭირო იყოს ფრენის დაჯავშნის პერიოდში, უზრუნველყოფილი იქნება ავიაკომპანიის ვებ-გვერდზე სტუმრობისას.

Pegasusu Airlines -ი საქართველოს ორი აეროპორტიდან – თბილისის და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან ახორციელებს რეისებს.

თბილისის აეროპორტიდან პეგასუსის პირდაპირი ფრენები ხორციელდება ისეთ მიმართულებებზე, როგორიცაა ანკარა და ანტალია, ხოლო ბათუმის აეროპორტიდან კი სტამბოლის მიმართულებით.

ტრანზიტულ რეისებს ავიაკომპანია საბიჰა გოგჩენის საერთაშორისო აეროპორტის გავლით ასრულებს, საიდანაც შესაძლებელია ევროპისა და აზიის 40-ზე მეტ ქვეყანაში გამგზავრება.

თბილისი სტამბული

გამგზავრებადაბრუნებაგაჩერებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
13 ივნისი 202313 ივნისი 2023პირდაპირიPegasus Airlinesავიაბილეთები 401 -დან
6 ივლისი 202311 ივლისი 2023პირდაპირიPegasus Airlinesავიაბილეთები 404 -დან
11 სექტემბერი 202322 სექტემბერი 2023პირდაპირიPegasus Airlinesავიაბილეთები 482 -დან
26 ოქტომბერი 202331 ოქტომბერი 2023პირდაპირიPegasus Airlinesავიაბილეთები 468 -დან
29 ნოემბერი 20233 დეკემბერი 2023პირდაპირიPegasus Airlinesავიაბილეთები 377 -დან
7 დეკემბერი 202314 დეკემბერი 2023პირდაპირიPegasus Airlinesავიაბილეთები 361 -დან
17 იანვარი 202421 იანვარი 2024პირდაპირიPegasus Airlinesავიაბილეთები 408 -დან
3 თებერვალი 202411 თებერვალი 2024პირდაპირიPegasus Airlinesავიაბილეთები 333 -დან
15 მარტი 202419 მარტი 2024პირდაპირიPegasus Airlinesავიაბილეთები 395 -დან

ჩვენს მეზობლად მდებარე თურქეთი, ულამაზესი ქვეყანაა, სადაც ტურისტები მსოფლიოს ყველა კუთხიდან მიემართებიან რომ მოინახულონ ეს მრავალფეროვანი ადგილი, რომელიც გამოირჩევა უამრავი ღირსშესანიშნაობით, ულამაზესი არქიტექტურით, შთამბეჭდავი მეჩეთებით, ისტორიით, კულტურითა და კერძებით.

თუ გეგმავთ ისარგებლოთ აღნიშნული ავიაკომპანიის მომსახურებით, გაეცანით ავიაბილეთების გაუქმებისა და ბარგის პოლიტიკას:

Pegasus Airlines-ი ახორციელებს 24 საათიანი გაუქმების პოლიტიკას, რომლის მიხედვით, მგზავრებს საშუალება ეძლევათ გააუქმონ ავიაბილეთი შეძენიდან 24 საათის განმავლობაში. ამ შემთხვევაში ავიაკომპანია აბრუნებს ბილეთის ღირებულების სრულ თანხას, თუმცა შეძენა განხორციელებული უნდა იყოს გამგზავრებამდე მინიმუმ ერთი კვირით ადრე.

რაც შეეხება ბარგს, პეგასუსის მგზავრებისთვის 1 ხელბარგი უფასოა, თუმცა მისი ზომა არ უნდა აღემატებოდეს 55x45x20 სმ-ს და 8 კგ-ს.

საერთაშორისო ფრენებისთვის Essentials, Business Flex და Advantage ტიპის ბილეთები მოიცავს ერთ 20 კგ-მდე ბარგს.

Avia.ge დაგეხმარებათ პეგასუსის ავიაბილეთების ონლაინ შეძენა -ში და მოგაწვდით ყველა საჭირო ინფორმაციას ფრენასთან დაკავშირებით. 

ავიაბილეთების შესაძენად დაგვიკავშირდით ნომერზე: 551 907 907 

wizz airis aviabiletebi
wizz airis aviabiletebi
წინა სტატიაშივიზიარი Wizz Air ge / ავიაბილეთები ქუთაისიდან
შემდეგი სტატიაყატარის ავიახაზები / Qatar Airways
3.7 3 votes
შეაფასე სტატია
13 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments
Pegasus Airlines-ის წესები და პირობები - ავიაბილეთები ყველაზე იაფად
10 months ago

[…] Pegasus Airlines-ი არის თურქეთის მთავარი გადამზიდავი ავიაკომპანია, რომელიც ემსახურება როგორც შიდა, ასევე საერთაშორისო ფრენების ფართო სპექტრს. ის 1991 წლის 12 იანვარს, სტამბოლში დაარსდა. […]

Pegasus Airlines-ი საქართველოს მიმართულებით რეგულარულ ოპერირებას იწყებს - ავიაბილეთები ყველაზე იაფად
7 months ago

[…] დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Pegasus Airlines -ი ანკარა-თბილისი-ანკარას საჰაერო […]

Pegasus Airlines-ის ახალი მიმართულება თბილისიდან
7 months ago

[…] ავიაკომპანია Pegasus Airlines -მა თბილისის საერთაშორისო აეროპორტი […]

ფრენები ბათუმიდან იაფად
7 months ago

[…] დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიებიც Pegasus Airlines -ი და AirBaltic […]

მარტის ავიარეისების განრიგი 2021
6 months ago

[…] Pegasus Airlines […]

Pegasus Airlines -ის ახალი მიმართულება თბილისიდან
6 months ago

[…] დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია Pegasus Airlines – ი საქართველოდან ახალი […]

ავიარეისები თურქეთის მიმართულებით 2021
6 months ago

[…] Pegasus Airlines […]

ნოემბრის ჩარტერული რეისების განრიგის ნაწილი ცნობილია
6 months ago

[…] ავიარეისებს ავიაკომპანია Pegasus Airlines-ი თბილისის საერთაშორისო […]

ოქტომბრის ჩარტერული რეისები სტამბოლის მიმართულებით
6 months ago

[…] Pegasus Airlines […]

მარტის იაფი ავიაბილეთები
6 months ago

[…] ფარგლებში შეძლებთ ავიაკომპანია პეგასუსის მომსახურების საშუალებით. რაც […]

გასა / GASA Georgian Avia Service Agency
6 months ago

[…] ყველაზე დიდი თურქული ავიაკომპანიის, Pegasus Airlines – ის ოფიციალური წარმომადგენელია […]

შტორმის გამო სტამბოლის აეროპორტები ავიარეისებს ამცირებენ
4 months ago

[…] მსხვილმა ავიაკომპანიებმა, კერძოდ, Pegasus Airlines -მა და Turkish Airlines -მა მოსალოდნელი ქარბუქის […]

ავიაბილეთები სტამბოლის მიმართულებით
1 month ago

[…] მოყვარული ხართ, ამ შემთხვევაში პეგასუის ავიაბილეთები თქვენთვისაა. სხვა კონკურენტი […]