გერმანია  ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და გამორჩეული ქვეყანაა, რაზეც ნამდვილად მეტყველებს ყოველწლიურად ტურისტების რაოდენობა. მისი საინტერესო და მდიდარი ისტორია, რომელიც გადმოცემულია  ძველებური და ფერწერული არქიტექტურით, ციხესიმაგრეებით, სასახლეებით, ტაძრებთა და მონუმენტებით, ასევე, პეიზაჟები, მთები და ტყეები, გემრიელი კერძები და ლუდი ნებისმიერ ვიზიტორს დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს შეუქმნის და აუცილებლად შეაყვარებს თავს.

ნამდვილად აღსანიშნი ფაქტია, რომ ასეთ საოცარ ქვეყანაში მოგზაურობა საქართველოს მოქალაქეებისთვის უფრო და უფრო მარტივი და ხელმისაწვდომი ხდება. ავიაბილეთების გერმანიის მიმართულებით შეძენა საქართველოს სამივე აეროპორტიდან არის შესაძლებელი და რაც მთავარია, უკვე ბევრ ქალაქში სრულდება რეისები და ემატება ახალი მიმართულებებიც.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან დღეისათვის გერმანიის 4 ქალაქში სრულდება პირდაპირი ფრენა. ესენია : ბერლინი, დორტმუნდი, მიუნხენი და მემინგენი. რეისებს ავიაკომპანია Wizz Air-ი ასრულებს და ავიაბილეთებს საკმაოდ მისაღებ ფასად გვთავაზობს.

ბერლინი გერმანიის დედაქალაქია და განსაკუთრებით ბევრ ტურისტს იზიდავს ყოველწლიურად. ქუთაისიდან ბერლინის მიმართულებით ორი გზის ავიაბილეთის ღირებულება 150-დან 300 ლარის ფარგლებში მერყეობს, დამოკიდებულია იმაზე თუ რა პერიოდში და რამდენი ხნით ადრე შეიძენთ მას.

ქუთაისი ბერლინი

Departure atReturn atAirlineFind tickets
12 August 202619 August 2026Wizz Airავიაბილეთები 972 -დან
9 September 202623 September 2026Wizz Airავიაბილეთები 752 -დან
21 October 202627 October 2026Wizz Airავიაბილეთები 718 -დან

მიუნხენსა და მემინგენს საერთო აეროპორტი აქვთ და ფრენა ამ ორ ქალაქში ერთი რეისით სრულდება, ორი გზის ავიაბილეთის შეძენას კი 200 ლარადაც  შეძლებთ თუ სწორ პერიოდს შეარჩევთ. რაც შეეხება დორტმუნდს, ამ შემთხვევაშიც გაქვთ შესაძლებლობა საკმაოდ ბიუჯეტური მოგზაურობა მოიწყოთ, რადგან ორმხრივი ავიაბილეთის ღირებულება 250 ლარს შეადგენს.

ქუთაისი მემინგენი

Departure atReturn atAirlineFind tickets
7 August 202621 August 2026Wizz Airავიაბილეთები 867 -დან
7 October 202621 October 2026Wizz Airავიაბილეთები 426 -დან

ავიაბილეთები გერმანიის მიმართულებით კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდება, რადგან ქუთაისის აეროპორტიდან 2020 წლის ივლისიდან პირდაპირი რეისები ემატება ისეთ ქალაქებში, როგორებიცაა : კიოლნი, ფრანკფურტი, ჰამბურგი, ბადენ-ბადენი. ხოლო 2020 წლის დეკემბრიდან ფრენები დაიწყება ნიურბერგის მიმართულებითაც. გერმანიის ამ ულამაზეს ქალაქებში დაუვიწყარი მოგზაურობის მოწყობას საკმაოდ კომფორტულად და ბიუჯეტურ ფასად შეძლებთ.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან გერმანიის ნებისმიერ ქალაქში შეძლებთ მოხვედრას პირდაპირი თუ ტრანზიტული რეისით. ავიაკომპანია Georgian Airways-ი ბერლინში, ხოლო Lufthansa მიუნხენში პირდაპირ რეისებს გვთავაზობს. ბერლინის ორი გზის ავიაბილეთებს 700-დან 850 ლარის ფარგლებში შეიძენთ,

თბილისი ბერლინი

Departure atReturn atAirlineFind tickets
5 August 202612 August 2026Georgian Airwaysავიაბილეთები 1 320 -დან
9 September 202623 September 2026Georgian Airwaysავიაბილეთები 1 553 -დან
21 October 202624 October 2026Georgian Airwaysავიაბილეთები 1 609 -დან

ხოლო მიუნხენის მიმართულებით ორმხრივი ავიაბილეთის ღირებულება 900-დან 1000 ლარის ფარგლებში მერყეობს და ამ ავიაკომპანიით მგზავრობისას საკმაოდ ხარისხიანი სერვისის მიღებას შეძლებთ.

თბილისი მიუნხენი

Departure atReturn atAirlineFind tickets
9 August 202619 August 2026Lufthansaავიაბილეთები 1 128 -დან
24 September 202630 September 2026Lufthansaავიაბილეთები 851 -დან
26 October 202631 October 2026Lufthansaავიაბილეთები 756 -დან

ავიაბილეთებს გერმანიის მიმართულებით სულ მალე ირლანდიური ავიაკომპანია რაინეარი შემოგვთავაზებს. თბილისის აეროპორტიდან 2020 წლის 1 აპრილიდან გახდება შესაძლებელი გერმანიის კიდევ ერთ ქალაქში, კიოლნში პირდაპირი რეისით მგზავრობა. თუ ავიაბილეთებს დროულად შეიძენთ და სწორ თარიღებს შეარჩევთ, თქვენი ბიუჯეტი ორმხრივი ბილეთის შეძენისას 250 ლარს არ გადააჭარბებს.

ისეთ ქალაქებში გამგზავრება, სადაც პირდაპირი რეისები არ სრულდება, ტრანზიტულ ფრენას საკმაოდ ბევრი ავიაკომპანია გვთავაზობს, თუმცა ყველაზე მეტი არჩევანი თურქულ ავიაკომპანიებს პეგასუსს და Turkish Airlines– ს აქვს. დუსელდორფი, შტუტგარდი, ჰანოვერი, დრეზდენი, ჰამბურგი, ფრანკფურტი, ბრემენი და კიდევ მრავალი სხვა იმ ქალაქების ჩამონათვალია, სადაც პეგასუსით საკმაოდ მისაღებ ფასად, Turkish Airlines-ით კი საკმაოდ კომფორტულად იმგზავრებთ.

ამავე ქალაქებში, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდანაც შეძლებთ გერმანიის ავიაბილეთების  შეძენას თურქეთის ავიახაზებით.

როგორც ხედავთ, გერმანიის მიმართულებით საკმაოდ დიდი არჩევანია, მთავარია შეხვიდეთ AVIA.GE-ს ვებსაიტზე ან გადმოტვირთოთ აპლიკაცია და საკმაოდ მარტივად და კომფორტულად შეარჩიოთ თქვენთვის საუკეთესო ვარიანტი საუკეთესო ფასად.

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშისაშემოდგომო ფასდაკლება Air Astana-სგან
შემდეგი სტატიაფასდაკლება პოლონეთის ავიაბილეთებზე
3.5 6 votes
შეაფასე სტატია
2 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted
Guest
ნათია
4 years ago

მოგესალმებით , მაინტეესებს მემენგენის მიმართულებით 14 ივლისის ბილეთში გადაიხადა 1160 ლარი , მაინტეესებს გარკვევა ეგ ტუდა აბრატნი არიშს ,ფრენა იყო 16სთ,05 წუთზე, სამთვიანი სამუშაო გრაფიკით

Condor Airlines ბრუნდება: თბილისი-ფრანკფურტი | Avia.ge
8 months ago

[…] და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი პირდაპირი რეისები გერმანიის 8 ქალაქის მიმართულებით სრულდება. […]