იაფი ფრენები ჰამბურგში

იაფი ფრენები ჰამბურგის მიმართულებით

გერმანიის სიდიდით მეორე ქალაქი ჰამბურგი არქიტექტურული და საპორტო მნიშვნელობის მქონე ადგილია. ქალაქს 110 კილომეტრიანი საპორტო ხაზი აქვს ჩრდილოეთის ზღვაზე, რაც მის მნიშვნელობას გეოპოლიტიკური თვალსაზრისით ზრდის. აქ 2000-ზე მეტი ხიდი, ეკლესიები, მუზეუმები და კულტურული ძეგლები შეგხვდებათ. ისტორიისა და არქიტექტურის მოყვარულები ამ ქალაქში არ მოიწყენთ – ყოველ ქუჩაზე სხვადასხვა ღირსშესანიშნაობა იჩენს თავს.

თუ ბიტლების მოყვარული ხართ, მაშინ ამ ქალაქს თქვენთვის სხვა სიმბოლური მნიშვნელობაც ექნება – ცნობილმა ჯგუფმა 1960-იან წლებში ქალაქ ჰამბურგში პირველი კონცერტები გამართა. თუ გსურთ რომ ბიტლების განსაკუთრებით მოყვარე ხალხი და ქალაქი მოინახულოთ, მაშინ იაფი ფრენები ჰამბურგში თქვენთვისაა.

ჰამბურგი მოგხიბლავთ როგორც თავისი პორტებით, ისე სპეციალურად მოწყობილი უბნებით, მაგალითად წითელი ნათებებით განათებული უბანი ტურისტებისთვის განსაკუთრებით საყვარელი ადგილია. ამ ქალაქში არ მოიწყენთ, ჰამბურგში არსებული მაგიური ატმოსფერო ბიტლების მუსიკასავით ზღაპრულს გახდის თქვენს მოგზაურობას.

რა ღირს ყველაზე იაფი ფრენა ჰამბურგში?

ჰამბურგში შეგიძლიათ გაფრინდეთ თბილისის, ბათუმის ან ქუთაისის აეროპორტებიდან. ფასები განსხვავებულია. თბილისიდან ჰამბურგის მიმართულებით იაფი ავიაბილეთები შეგიძლიათ შეიძინოთ 217 ლარიდან ზემოთ, ბათუმიდან 380 ლარიდან, ხოლო ქუთაისიდან იაფი ფრენები ჰამბურგში 107 ლარიდან ზემოთ დაგიჯდებათ. ნახავთ როგორც პირდაპირ, ასევე გადაჯდომით ავიარეისებს.

თბილისიდან ჰამბურგში მხოლოდ გადაჯდომით ფრენებს ნახავთ. შემოგთავაზებთ შემდეგი ავიაკომპანიების რეისებს: Ajet Airlines, Pegasus, Turkish Airlines, Lot, Aegean Airlines, Lufthansa და სხვა. აჯეტი, პეგასუსი და თურქეთის ავიახაზები სტამბოლის აეროპორტში გადაჯდომით დაფრინავენ ჰამბურგში, ლოტი ვარშავის, ეგეოსის ავიახაზები ათენში, ხოლო ლუფთანზა მიუნხენის აეროპორტში.

ქუთაისიდან პირდაპირ ავიარეისებს შემოგთავაზებთ უნგრული დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია Wizz Air -ი. რეისები კვირაშუ ორჯერ, ყოველ სამშაბათს და შაბათს სრულდება.

რაც შეეხება ბათუმის აეროპორტს, შეგიძლიათ Turkish Airlines -ის ტრანზიტული რეისებით გაემგზავროთ ჰამბურგში.

ჰამბურგის მიმართულებით გაფრენას ერევნიდანაც შეძლებთ. ყველაზე იაფად ფრენებს 73 ლარიდან ზემოთ ნახავთ. შემოგთავაზებთ უნგრული დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია Wizz Air -ის ავიაბილეთებს. ფრენები სრულდება კვირაში სამჯერ. ერევნამდე კი თბილისიდან ძალიან მარტივად შეძლებთ წასვლას როგორც პირადი მანქანით, ასევე ავტობუსითა თუ რკინიგზის მომსახურებით.

დაბლა ნახავთ ავიაბილეთებს ჰამბურგის მიმართულებით თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის აეროპორტებიდან.

თბილისიდან
ქუთაისიდან
ბათუმიდან
Departure atReturn atStopsAirlineFind tickets
23 September 202630 September 20261 StopAjetავიაბილეთები 905 -დან
25 September 202631 October 20261 StopAjetავიაბილეთები 787 -დან
28 September 202610 October 20261 StopPegasus Airlinesავიაბილეთები 1 207 -დან
1 October 202631 October 20261 StopAjetავიაბილეთები 790 -დან
2 October 20266 October 20261 StopAjetავიაბილეთები 794 -დან
3 October 202617 October 20261 StopPegasus Airlinesავიაბილეთები 1 201 -დან
5 October 20269 October 20262 StopsTurkish Airlinesავიაბილეთები 959 -დან
21 October 202626 October 20261 StopAjetავიაბილეთები 836 -დან
22 October 202627 October 20261 StopAustrian Airlinesავიაბილეთები 804 -დან
23 October 202630 October 20261 StopAjetავიაბილეთები 966 -დან
30 October 202626 December 20261 StopTurkish Airlinesავიაბილეთები 1 281 -დან
6 November 202611 November 20261 StopPegasus Airlinesავიაბილეთები 565 -დან
8 November 202612 November 20261 StopAjetავიაბილეთები 664 -დან
30 November 20265 December 20261 StopTurkish Airlinesავიაბილეთები 667 -დან
3 December 202610 December 20261 StopAjetავიაბილეთები 657 -დან
16 December 202629 December 20261 StopPegasus Airlinesავიაბილეთები 700 -დან
19 December 202628 December 20261 StopAjetავიაბილეთები 882 -დან
20 December 202629 December 20261 StopPegasus Airlinesავიაბილეთები 731 -დან
21 December 202628 December 20261 StopAjetავიაბილეთები 965 -დან
22 December 202627 December 20261 StopPegasus Airlinesავიაბილეთები 937 -დან
27 December 20268 January 20271 StopLufthansaავიაბილეთები 686 -დან
1 February 202721 February 20271 StopPegasus Airlinesავიაბილეთები 628 -დან
2 March 20278 March 20271 StopTurkish Airlinesავიაბილეთები 706 -დან
7 March 202712 March 20271 StopLOT Polishავიაბილეთები 811 -დან
5 April 202712 April 20271 StopAustrian Airlinesავიაბილეთები 819 -დან
9 May 202716 May 20271 StopSky Express Greeceავიაბილეთები 1 030 -დან
13 May 202720 May 20271 StopAustrian Airlinesავიაბილეთები 787 -დან
15 May 202719 May 20271 StopLOT Polishავიაბილეთები 842 -დან
Departure atReturn atStopsAirlineFind tickets
22 September 202626 September 20262 StopsWizz Airავიაბილეთები 1 119 -დან
23 September 202626 September 20261 StopPegasus Airlinesავიაბილეთები 985 -დან
26 September 202610 October 2026DirectWizz Airავიაბილეთები 1 204 -დან
27 September 202610 October 20262 StopsPegasus Airlinesავიაბილეთები 1 336 -დან
28 September 202611 October 20262 StopsWizz Airავიაბილეთები 1 472 -დან
29 September 202612 October 20262 StopsWizz Airავიაბილეთები 1 137 -დან
30 September 202613 October 20263 StopsWizz Airავიაბილეთები 1 014 -დან
3 October 202630 October 20262 StopsPegasus Airlinesავიაბილეთები 766 -დან
6 October 20261 December 20262 StopsWizz Airავიაბილეთები 840 -დან
10 October 202610 October 20262 StopsPegasus Airlinesავიაბილეთები 936 -დან
13 October 202616 October 20261 StopWizz Airავიაბილეთები 780 -დან
16 October 202619 October 20262 StopsWizz Airავიაბილეთები 1 089 -დან
17 October 202620 October 2026DirectWizz Airავიაბილეთები 712 -დან
18 October 202620 October 20261 StopPegasus Airlinesავიაბილეთები 813 -დან
20 October 202623 October 20262 StopsWizz Airავიაბილეთები 825 -დან
23 October 202626 October 20262 StopsWizz Airავიაბილეთები 1 300 -დან
24 October 202626 October 20261 StopWizz Airავიაბილეთები 841 -დან
25 October 202614 November 20262 StopsWizz Airავიაბილეთები 813 -დან
26 October 202626 October 20262 StopsWizz Airავიაბილეთები 1 444 -დან
31 October 20265 November 20262 StopsWizz Airავიაბილეთები 862 -დან
3 November 202616 November 20261 StopPegasus Airlinesავიაბილეთები 584 -დან
23 November 202625 November 20261 StopWizz Airავიაბილეთები 498 -დან
26 November 202629 November 20261 StopWizz Airავიაბილეთები 610 -დან
1 December 20266 December 20261 StopPegasus Airlinesავიაბილეთები 616 -დან
8 December 202610 December 20262 StopsPegasus Airlinesავიაბილეთები 503 -დან
10 December 202614 December 20261 StopWizz Airავიაბილეთები 541 -დან
31 December 20269 January 20272 StopsWizz Airავიაბილეთები 665 -დან
5 January 202715 January 20272 StopsPegasus Airlinesავიაბილეთები 748 -დან
20 January 202724 January 20272 StopsWizz Airავიაბილეთები 730 -დან
1 February 202728 February 20273 StopsWizz Airავიაბილეთები 846 -დან
5 April 202712 April 20272 StopsWizz Airავიაბილეთები 862 -დან
Departure atReturn atStopsAirlineFind tickets
22 September 20267 October 20262 StopsPegasus Airlinesავიაბილეთები 1 578 -დან

აღმოაჩინე ჰამბურგი

სად დავრჩეთ ჰამბურგში?

თუ უკვე შეიძინეთ იაფი ფრენები ჰამბურგში, მაშინ დასარჩენი ადგილის მოძებნა თქვენთვის უკვე პრიორიტეტული საქმეების სიაში პირველია. რამდენიმე ალტერნატივას ჩვენც შემოგთავაზებთ, თუმცა უმჯობესია მალევე დაჯავშნოთ სასტუმროსა თუ ჰოსტელის ნომრები თქვენივე გემოვნებით.

Courtyard by Marriott Hamburg City

გარდა ნომრებში არსებული კომფორტისა, ეს სასტუმრო შემოგთავაზებთ ფიტნეს ცენტრს, რესტორანსა და ბარს. 24 საათიანი მომსახურება კი თქვენი გერმანული არდადეგების იდეალურად წარმართვაზე იზრუნებს. სასტუმრო იდეალურ ადგილას- ჰამბურგის ცენტრალური სადგურიდან მხოლოდ 1 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს.

IntercityHotel Hamburg Hauptbahnhof

ეს სასტუმრო განსაკუთრებულ კომფორტს გთავაზობთ. აქ შეგიძლიათ ისარგებლოთ სასტუმროშივე მოწყობილი რესტორნითა და ბარით. სასტუმროს ტერასიდან ულამაზესი პანორამული ხედები იშლება, რაც განსაკუთრებით მოსწონთ აქ მყოფ ტურისტებს. სასტუმრო იდეალურ ადგილას- ჰამბურგის ცენტრალური სადგურიდან მხოლოდ რამდენიმე წუთის სავალზე მდებარეობს. უახლოესი სადგურებიდან ქალაქში მარტივად გადაადგილებასაც შეძლებთ საზოგადოებრივი ტრანსპორტით.

Moxy Hamburg City

ეს სასტუმრო გთავაზობთ მოდერნისტულად მოწყობილ ნომრებს. სასტუმროშივე შეგხვდებათ ფიტნეს ცენტრი, ბარი და ულამაზესი ტერასა, შეგიძლიათ ისარგებლოთ სასტუმროს პარკინგითაც. იგი ცენტრალური სადგურიდან სულ 1 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს. ამასთან, შეგიძლიათ ისარგებლოთ საუზმის სერვისითაც.

The Westin Hamburg

ამ სასტუმროში უმაღლეს დონეზე შეძლებთ დასვენებას. აქ მრავალ კომფორტს ნახავთ, იქნება ეს ფიტნეს და სპა ცენტრები, სასტუმროს ტერასა თუ რესტორანი. ნომრის საფასურში კი შედის საუზმეც.

რა ვნახოთ ჰამბურგში?

თქვენ რომელი ტიპის მოგზაური ხართ: ისტორიული ძეგლების დათვალიერება გიყვართ თუ დასვენება და სეირნობა? იქნებ ხალხის უკეთ გაცნობა და ქალაქის არქიტექტურის შესწავლა გირჩევნიათ, ან სულაც ბარებსა და კაფეებში სხვა ტურისტებთან დაახლოება და ტურების დაგეგმვა? ნებისმიერ შემთხვევაში ჰამბურგი გულს არ დაგწყვეტთ.

ჩვენ შემოგთავაზებთ რამდენიმე აუცილებლად სანახავ ადგილს ჰამბურგში, დანარჩენი კი თქვენზეა- ქალაქში არსებული აქტივობების მრავალფეროვნება ნამდვილად მოგცემთ იმის თავისუფლებას, დასვენება თქვენს გემოზე გაატაროთ. იაფი ფრენები ჰამბურგში იდეალური არდადეგების გარანტია.

წითელი ნათების უბანი

თუ გართობის მოყვარული ხართ, ეს ნამდვილად ის ადგილია, რომელსაც უნდა ეწვიოთ. ამ უბანში მიყოლებითაა განლაგებული კლუბები და ბარები. აქ უამრავ საინტერესო ადამიანს შეხვდებით, რომლებიც აწყობენ სხვადასხვა ტიპის პერფორმანსებს.

წითელი ნათების უბანი თავისი განსაკუთრებული ატმოსფეროთი დაგამახსოვრებთ თავს, აქ ყველა ერთობა და ყველგან მხიარულებაა. შეგიძლიათ სხვა ტურისტებიც გაიცნოთ ამ უბანში, რადგან როგორც წესი ყოველდღიურად იყრიან აქ თავს. შეგიძლიათ ტურიც კი დაჯავშნოთ წითელი ნათების უბანში დროის გასატარებლად და ადგილობრივივით იგრძნოთ თავი.

წმინდა მიქაელის ეკლესია

წმინდა მიქაელის ეკლესია ბაროკოს ტიპის ლუთერანული ეკლესიაა. ჰამბურგში როგორც წესი კათოლიკური ეკლესიები შეგხვდებათ, წმინდა მიქაელის ეკლესია კი ერთ-ერთი გამონაკლისია. აუცილებლად მოგხიბლავთ როგორც მისი ექსტერიერი, ისე-ინტერიერი. ეკლესიის თავზე ქანდაკებაა, რომელიც წარმოადგენს წმინდა მიქაელის მიერ ეშმაკის დამარცხების სიმბოლოს.

ჰამბურგის მერიის შენობა

ჰამბურგის მერიის შენობა არა მხოლოდ ფუნქციური დატვირთვითაა მნიშვნელოვანი, არამედ მისი ბრწყინვალე არქიტექტურითაც. იგი ნეო-რენესანსული ტიპის შენობაა, რაც მის ექსტერიერზე აისახება. აშენებულია მე-19 საუკუნეში, როდესაც პრუსია განსაკუთრებით ძლიერი იყო და საკუთარი დიდებულების დასტურად ეს გრანდიოზული შენობა აღმართეს ადგილობრივებმა.

დღეს ჰამბურგში ვიზიტისას მოგზაურები მართლაც აღფრთოვანდებიან ამ შენობის გრანდიოზულობით და როგორც მშენებლობის ჩანაფიქრში იყო, ქალაქის დიდებულებაც ცალსახად იგრძნობა გარშემო მისი არქიტექტურული სიდიადის წყალობით.

ელბის ფილარმონია

თუ კულტურული სანახაობები გიყვართ, ფილარმონიის შენობას აუცილებლად უნდა ეწვიოთ. მისი უდიდესი დარბაზი, განათებები და უდიდესი სივრცე აუცილებლად მონუსხავს ყველა მნახველს.

რა ვჭამოთ ჰამბურგში?

ჰამბურგი არც კულინარიის მოყვარულებს დაგწყვეტთ გულს. ქალაქი უამრავი რეცეპტის გაცნობის შესაძლებლობას იძლევა. გერმანული სამზარეულო ბევრი ადამიანის საყვარელ სამზარეულოთა სიაში შედის. იაფი ფრენები ჰამბურგში გერმანული კულინარიის შეფასების საშუალებასაც მოგცემთ.

Fischbrötchen

თევზის ერთგვარი ხვეულები ჰამბურგის მთავარ სასუსნავს წარმოადგენს. როგორც წესი, იგი ბოსტნეულისაგან, თევზისგან და სოუსისგან მზადდება. თევზის ხვეულებს ჰამბურგის ბაზარზე იპოვით. თევზი ჰამბურგის ცნობილი პორტის წყალობით მრავლადაა ქალაქში.

Labskaus

ეს კერძი ჰამბურგის მეთევზეებისთვის საუკუნეების განმავლობაში საუკეთესო საკვები იყო. იგი მზადდება ხორცისა და ხახვისგან, გარნირად კი კარტოფილი და კვერცხი მოყვება. ამ კერძს ჰამბურგის ყველა კვების დაწესებულებაში მარტივად იპოვით. მისი მრავალფეროვანი გემო თქვენი გემოვნების რეცეპტორებზე ნამდვილად დადებითად იმოქმედებს.

Franzbrötchen

ჰამბურგი არც ტკბილეულის მოყვარულებს დაგწყვეტთ გულს. ეს კონკრეტული ფუნთუშა კრუასანისგან ინსპირირებულია. მას ისტორიულად ნაპოლეონის ჯარისკაცები მიირთმევდნენ ჰამბურგის ოკუპაციის პერიოდში. იგი მზადდება კარაქისა და დარიჩინისგან, თუმცა შეიძლება შოკოლადი ან თხილეულიც ერიოს ზოგ ვარიაციაში, გემოვნების მიხედვით. მისი გასინჯვის შემთხვევაში აუცილებლად გაიგებთ თუ რა იზიდავდათ ფრანგ ჯარისკაცებს ამ კერძში. დღეს მას ძირითადად ყავასთან ერთად მიირთმევენ ხოლმე.

ძეხვეული

თუ ხორცის მოყვარული ხართ, ჰამბურგში ყოფნისას გირჩევთ დააგემოვნოთ მისი ძეხვეული. მას ადგილობრივები ლუდთან ერთად მიირთმევენ. ამ უნიკალური გამოცდილების მიღების შესაძლებლობას გერმანულ კაფე-ბარებში ნუ გამოტოვებთ.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია ჰამბურგის მოგზაურობის შესახებ

სამოგზაურო დოკუმენტაცია
პასპორტი
ვალუტა
The Euro (€)
აერპორტის კოდი
HAM
ენა
გერმანული
თაიმზონა
GMT+2
დღიური საშუალო თანხა
55-90 ევრო

ხშირად დასმული კითხვები ჰამბურგზე

თუ უკვე შეიძინეთ იაფი ფრენები ჰამბურგში ან მომავალში აპირებთ მოგზაურობას, გადაავლეთ თვალი იმ კითხვებს, რომლებსაც მოგზაურები სვამენ ჰამბურგში ვიზიტის დაგეგმვისას. ჩვენ შემოგთავაზებთ ხშირად დასმული კითხვების სექციას, რომელიც ქალაქ ჰამბურგს უფრო კარგად გაგაცნობთ.

საუკეთესო დრო გაზაფხული ან ადრეული შემოდგომაა, რადგან ამ დროს სასიამოვნო ტემპერატურაა ქალაქში და არც ზაფხულის სიცხე ან ზამთრის სიცივე შეგაწუხებთ.

ჰამბურგი ცნობილია მისი პორტითა და არქიტექტურით. შეგიძლიათ დაათვალიეროთ აქ არსებული ტაძრები და ისტორიული შენობები.

არა, თბილისიდან ჰამბურგის მიმართულებით მხოლოდ გადაჯდომით შეძლებთ მგზავრობას.

ავიაკომპანია პეგასუსი ჰამბურგში ყველაზე იაფ ფრენებს აწარმოებს.

avia.ge -ზე ავიაბილეთების შეძენა ძალიან მარტივია. საძიებო ველში შეგიძლიათ ჩაწეროთ თქვენთვის სასურველი მიმართულება, საიტი კი შემოგთავაზებთ საუკეთესო ავიარეისებს. სურვილისამებრ, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ჩვენს ქოლ-ცენტრს ან მობრძანდეთ avia.ge -ს ოფისში.

იაფი მოგზაურობისათვის უმჯობესია აირჩიოთ არაპოპულარული სეზონები. არატურისტულ პერიოდებში ავიაბილეთებიცა და დასარჩენი ადგილებიც საკმაოდ იაფია ნაკლები მოთხოვნიდან გამომდინარე.

3-4 დღე მაინც უნდა გათვალოთ ქალაქში ყოფნისთვის.

HAM – ჰამბურგის აეროპორტი ქალაქთან ძალიან ახლოს, 11 კილომეტრში მდებარეობს.

პირველ რიგში, წინასწარ შეიძინეთ ფრენები ჰამბურგში და ეცადეთ ფრენა არ დაამთხვიოთ დასვენების ან დღესასწაულის დღეებს.

სანდოობა და მრავალწლიანი გამოცდილება – avia.ge მრავალი წელია ლიდერობს ბაზარზე. თუ გსურთ იაფი და სწრაფი მომსაუხრება მიიღოთ, avia.ge საუკეთესო არჩევანი იქნება. თქვენ მიიღებთ გამორჩეულ მომსახურებას როგორც ონლაინ, ასევე დისტანციურად, ქოლ-ცენტრის მეშვეობით ან ოფისში მოსვლით.