გერმანიას მსოფლიოს ერთ-ერთი გამორჩეული და ამოუწურავი ქვეყანა თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ, რადგან მის თითოეულ ქალაქში შეგიძლიათ რაღაც ახალი და განსაკუთრებული აღმოაჩინოთ. ასეთი ქალაქია, მაგალითად, მემინგენი, რომელიც მის ნებისმიერ სტუმარს საკმაოდ საინტერესო მოგზაურობას ჰპირდება.

ავიაბილეთები მემინგენის მიმართულებით გამოგზაურებთ სასახლეების, ციხესიმაგრეების და კოშკების ქალაქში, რომელთა არქიტექტურაც თქვენზე დაუვიწყარ შთაბეჭდილებას მოახდენს. ძველ ქალაქში გასეირნება და ღირსშესანიშნაობების ნახვა, თქვენ გერმანიის ისტორიას საკმაოდ ახლოს გაგაცნობთ და კიდევ უფრო დაინტერესდებით ამ ქვეყნით.

რა უნდა მოინახულოთ მემინგენში ?

ამ ქალაქის ისტორიას ყველაზე კარგად „ქალაქის მუზეუმის“ ოთახები ინახავს, ხოლო მუზეუმები – Strigel და Antoniter – ხელოვნების სხვადასხვა ნიმუშებისა და ხის ორნამენტების სამყოფელია.

თუ გსურთ საინტერესო და გამორჩეული არქიტექტურა ნახოთ, ქალაქის მერიის შენობას უნდა ესტუმროთ, რომელიც რენესანსულ სტილშია აგებული და ყოველთვის განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს. ხოლო მემინგენის ულამაზეს ქუჩებში გასეირნებისას, თქვენ ნამდვილი პეიზაჟები გადაგეშლებათ წინ.

განსაკუთრებით საინტერესო და დასამახსოვრებელი კი, შვაბიური ფერმა-მუზეუმის ნახვა იქნება, სადაც მიიღებთ ინფორმაციას შვაბიის (რეგიონი, სადაც მემინგენი მდებარეობს) ფერმული ცხოვრების ოთხსაუკუნოვანი ისტორიის შესახებ. გაეცნობით მოსავლის აღების მეთოდებს და მოინახულებთ შინაურ ცხოვრელებსა და ფრინველებს.

რა აქტივობებს გვთავაზობს მემინგენი ?

ავიაბილეთები მემინგენის მიმართულებით არა მხოლოდ ისტორიულ და კულტურულ სანახაობებს, არამედ საინტერესო გართობასაც გვპირდება. ქალაქში, რომელიც ფესტივალების სიმრავლით გამოირჩევა, მოწყენა ნამდვილად შეუძლებელია.  Fisher Day, Children’s Festival, Town Festival, Memmingen in Bloom, the Fair or Christmas Market – ეს იმ ფესტივალების არასრული ჩამონათვალია, რომლებსაც მემინგენში წლის განმავლობაში ატარებენ.

განსაკუთრებით პოპულარულია Fisher Day – მეთევზის დღე, რომლის დროსაც დაახლოებით 1200 მეთევზე ცდილობს დაიჭიროს ყველაზე დიდი კალმახი, ხოლო ვინც ამას შეძლებს, მეთევზეების მეფის ტიტული ენიჭება. ამ ფესტივალს დაახლოებით 40 000 სტუმარი ესწრება ხოლმე.

როგორ უნდა მოხვდეთ მემინგენში ?

მემინგენში გამგზავრებას თქვენ kutaisis aerporti-დან ავიაკომპანია Wizz Air ქუთაისის რეისით შეძლებთ. ქუთაისი მემინგენი -ს მიმართულებით პირდაპირი ფრენა კვირაში ორი სიხშირით, ორშაბათს და პარასკევს სრულდება. ქუთაისის აეროპორტიდან მემინგენში 4 საათსა და 20 წუთში მოხვდებით, ორი გზის ავიაბილეთს კი 160 ლარადაც შეიძენთ თუ თქვენს მოგზაურობას წინასწარ დაგეგმავთ.

ქუთაისი მემინგენი

გამგზავრებადაბრუნებაგაჩერებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
8 ივნისი 202315 ივნისი 2023პირდაპირიWizz Airავიაბილეთები 277 -დან
4 ივლისი 20234 ივლისი 20231 გადაჯდომაWizz Airავიაბილეთები 410 -დან
8 აგვისტო 202331 აგვისტო 2023პირდაპირიWizz Airავიაბილეთები 307 -დან
5 სექტემბერი 202312 სექტემბერი 20231 გადაჯდომაWizz Airავიაბილეთები 614 -დან
12 ოქტომბერი 202314 ოქტომბერი 2023პირდაპირიWizz Airავიაბილეთები 428 -დან
8 ნოემბერი 202317 ნოემბერი 2023პირდაპირიWizz Airავიაბილეთები 458 -დან

რაც შეეხება თბილისი მემინგენი -ს მიმართულებას, სრულდება ტრანზიტული რეისები, რომელსაც ქართული ავიაკომპანია Georgian Airways -ის ასრულებს თელ-ავივის აეროპორტში გადაჯდომიტ, იქედან კი ავიაკომპანია Ryanair -ით გაემგზავრებით დანიშნულების ადგილამდე.

ბათუმი მემინგენი -ს მიმართულებით რეისის აწყობა კი შემდეგნაირად შეგიძლიათ: ბათუმიდან თელ-ავივის აეროპორტამდე ავიაკომპანია Israir Airlines -ი რეისით გაემგზავრებით, იქედან კი ავიაკომპანია Ryanair -ით ჯერ სოფიას აეროპორტში, შემდეგ კი პირდაპირ მემინგენის აეროპორტში ჩაფრინებით.

ავიაბილეთები მემინგენის მიმართულებით შეგიძლიათ მოიძიოთ და შეარჩიოთ AVIA.GE-ის ვებსაიტზე ან მობილურ აპლიკაციაში, ხოლო უფრო მეტი კომფორტისთვის დაგვიკავშირდით და მიიღეთ საუკეთესო შემოთავაზება ჩვენი გუნდისგან.

მემინგენი მიმართულებით იაფი ავიაბილეთების დასაჯავშნად დაგვიკავშირდით ნომერზე: 551 907 907

wizz airis aviabiletebi
wizz airis aviabiletebi
წინა სტატიაშივიზების ტიპები და განმარტებები
შემდეგი სტატიაავიაბილეთები ტულუზის მიმართულებით
0 0 votes
შეაფასე სტატია
0 კომენტარები
Inline Feedbacks
View all comments