ქართველი ტურისტების, სწავლით დაინტერესებული პირებისა და ბიზნესმენებისთვის საინტერესო სიახლე გახდა ცნობილი. ბოლო პერიოდში ევროპის მიმართულებით თბილისისა და საქართველოს სხვა ქალაქების აეროპორტებიდან განხორციელებული ფრენების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. ქართულ ბაზარზე აქტიურად იკიდებენ ფეხს ისეთი ცნობილი ავიაკომპანიები, როგორიცაა მაგალითად Air France. ამ სეზონიდან ქართველ მოგზაურებს უკვე ახალი ქართული ავიაკომპანიაც ემსახურება. თუმცა, როგორც ცნობილი გახდა, საქართველოს მოსახლეობისთვის საავიაციო სფეროს წინსვლა და სიახლეების სია ამით არ მთავრდება.

ახლახანს რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალური სააგენტოს საიტზე საკმაოდ მნიშვნელოვანი ინფორმაცია გამოქვეყნდა. აღნიშნული განცხადების მიხედვით, რუსეთიდან საქართველოს მიმართულებით რეისების რაოდენობა მალე 18 ახალი ავიარეისით გაიზრდება. როგორც ირკვევა, აღნიშნული სიახლის მონაწილე და სიახლის შემომტანი ავიაკომპანიების სია 6 კომპანიისგან შედგება.

ბათუმისა და თბილისის საერთაშორისო აეროპორტების მიმართულებით ფრენები მალე დაიწყება კრასნოდარის, უფის, ყაზანის, პერმის,ეკატერინბურგის, ჩელიაბინსკის, ვოლგოგრადის, კრასნოიარსკის, ბარნაულის, ნოვოსიბირსკის, ტომსკის, ორენბურგის, ომსკისა და ასევე სამარის საერთაშორისო აეროპორტებიდან. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მთლიანობაში ახალი ნებართვები ითვალისწინებს კვირაში 51 ფრენის განხორციელებას.

რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალური სააგენტოს საიტზე გამოქვეყნებულ ტექსტში ახალი ნებართვის მფლობელი კომპანიების სიაცაა მოცემული. როგორც ირკვევა, აღნიშნულ ფრენებს საქართველოს მიმართულებით განახორციელებენ შემდეგი ავიაკომპანიები: Nordwind Airlines, Pobeda Airlines, UVT Aero, Ural Airlines და S7 Airlines. ასეთი სიახლე მნიშვნელოვნად ზრდის ამ ორ ქვეყანას შორის მიმოსვლის სიხშირეს, რაც სავარაუდოდ კონკურენტუნარიანი ბაზრის განვითარებასა და ხარისხის ამაღლებასაც გამოიწვევს ამ ბაზარზე.

ქართველი მოგზაურებისთვის ასეთი მოვლენების განვითარება მართლაც მნიშვნელოვნად გაამარტივებს არდადეგებისა და მივლინებების დაგეგმვას. ევროპისა და მსოფლიოს ნებისმიერი მიმართულებით ახალი რეისისა და ავიაბილეთების ფასების შესახებ დეტალური ინფორმაციის ნახვა Avia.Ge –ს საძიებო სისტემის წყალობით შეგიძლიათ. ეს მეთოდი სახლიდან გაუსვლელად დაგაგეგმინებთ მთლიან მოგზაურობას და ტურისტული სააგენტოების ოფისში სტუმრობის დროს მარტივად დაგაზოგინებთ. რაც შეეხება ზემოთხსენებულ სიახლეზე ბოლო ინფორმაციას, რუსული მხარის წარმომადგენლებს ჯერჯერობით საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო -ში განაცხადები არ შეუტანიათ.

ავიაბილეთები თბილისიდან

DestinationDeparture atFind tickets
Milan20 April 2027ავიაბილეთები 108 -დან
Yerevan11 October 2026ავიაბილეთები 139 -დან
Geneva2 March 2027ავიაბილეთები 144 -დან
London5 December 2026ავიაბილეთები 164 -დან
Ankara12 October 2026ავიაბილეთები 166 -დან
Berlin2 November 2026ავიაბილეთები 196 -დან
Barcelona15 December 2026ავიაბილეთები 198 -დან
Adler/Sochi31 December 2026ავიაბილეთები 203 -დან
Sofia13 May 2027ავიაბილეთები 210 -დან
Istanbul28 January 2027ავიაბილეთები 210 -დან
Belgrade17 December 2026ავიაბილეთები 210 -დან
Frankfurt3 November 2026ავიაბილეთები 211 -დან
Amsterdam6 November 2026ავიაბილეთები 212 -დან
Paris25 January 2027ავიაბილეთები 212 -დან
Mineralnye Vody4 September 2026ავიაბილეთები 216 -დან
Antalya18 October 2026ავიაბილეთები 218 -დან
Warsaw31 December 2026ავიაბილეთები 220 -დან
Naples31 December 2026ავიაბილეთები 221 -დან
Valencia15 December 2026ავიაბილეთები 223 -დან
Cologne5 October 2026ავიაბილეთები 224 -დან
kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიავიაბილეთები ბარის მიმართულებით
შემდეგი სტატიაAvia.ge უკვე play store -ზე
0 0 votes
შეაფასე სტატია
1 კომენტარი
Oldest
Newest Most Voted