ავიაკომპანია პაბედა რუსეთის ერთ–ერთი ყველაზე ახალი და დაბალფასიანი ავიახაზებია. მათ პირველი რეისი 2014 წლის პირველ დეკემბერს შეასრულეს და მას შემდეგ აქტიურად ემსახურებიან ტურისტებსა და მოგზაურებს. როდესაც ამ ავიაკომპანიის ბილეთების გაყიდვა დაიწყო, პირველივე 12 საათში მათი რეისებით სარგებლობისთვის განკუთვნილი 7 ათასზე მეტი ავიაბილეთი გაიყიდა. ასეთი წარმატებული შედეგი მანამდე არცერთ ევროპულ ავიახაზებს არ ჰქონია. კომპანიამ მემილიონე მგზავრს სულ რაღაც 7 თვეში უმასპინძლა საკუთარ ბორტზე.

რუსულ ავიაკომპანიებს შორის ყველაზე დაბალი ფასების მქონე Pobeda Airlines–ის ფლოტი 25 თვითმფრინავისგან შედგება. კომპანია ამ რიცხვის გაორმაგებას უახლოეს მომავალში აპირებს. მათი ტრანსპორტის ინტერიერი მართლაც სასიამოვნო ფრენას უზრუნველყოფს. იგი აღჭურვილია ფერის შემცვლელი განათებითა და ტყავის სავარძლებით. ასევე, გამოყოფილია საკმაოდ მოსახერხებელი ადგილი ბარგისთვისაც. მსგავსი მიდგომის შედეგად ნათლად ჩანს, რომ პაბედას ავიაბილეთების ფასი კომფორტის ხარჯზეა არ არის დაბლა დაწეული.

ცნობილი რუსული ავიახაზები საქართველოს თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ფრენებს სანქტ პეტერბურგის მიმართულებით ანხორციელებს. ამ რეისის ფასი 300 ლარიდან 350 ლარის ფარგლებში მერყეობს და საკმაოდ კომფორტულ არჩევანს წარმოადგენს. ფრენის საერთო ხანგრძლივობა ამ შემთხვევაში დაახლოებით 3 საათსა და 30 წუთს შეადგენს.

თბილისი სანქტ-პეტერბურგი

გამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
27 აპრილი 202428 აპრილი 2024Red Wingsავიაბილეთები 2 207 -დან
1 მაისი 20245 მაისი 2024Azimutავიაბილეთები 869 -დან
15 ივნისი 202429 ივნისი 2024Red Wingsავიაბილეთები 1 217 -დან
17 ივლისი 202424 ივლისი 2024Azimutავიაბილეთები 1 237 -დან

ავიაკომპანიის ძირითადი ბაზა ვნუკოვოს საერთაშორისო აეროპორტში აქვს განთავსებული. ასევე, მისი მეორადი ბაზები მდებარეობს ანაპას საერთაშორისო აეროპორტსა და სოჭის საერთაშორისო აეროპორტში. პაბედა ასევე საკუთარ მომხმარებლებს სპეციალურ ავტობუსის მომსახურებასაც სთავაზობს, რითაც მათ ბრატისლავიდან ვენის მიმართულებით გადაადგილება შეუძლიათ. Avia.Ge-ს მოხერხებული საძიებო სისტემის დახმარებით რუსული ავიახაზების ნებისმიერ რეისზე დეტალური ინფორმაცია რამდენიმე წუთში შეგიძლიათ მოიძიოთ.

ამ ვებგვერდისა და ახლა უკვე მისი ახალი მობილური აპლიკაციის წყალობით თქვენ შეძლებთ უმოკლეს დროში შეიძინოთ ავიაბილეთები ყველაზე იაფად და კომფორტულად, სახლიდან გაუსვლელად. თანამედროვე ინტერფეისის დახმარებით მარტივად გადაახარისხებთ ავიაკომპანიების ბაზებს და სასურველი რეისების სიას ფრენის ხანგრძლივობის, ბარგის ატანის ფასისა და გადაჯდომის რაოდენობების მიხედვით დაალაგებთ.

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიავიაბილეთები ბოლონიის მიმართულებით
შემდეგი სტატია6 ახალი მიმართულება ქუთაისიდან
0 0 votes
შეაფასე სტატია
Subscribe
Notify of
4 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments