საშობაო ან საზაფხულო არდადეგების დაგეგმვის დროს მოგზაურებისთვის მთავარი ამ პროცესის სიმარტივეა. მათ სურთ მალე დაგეგმონ მთელი მოგზაურობა და დასვენების რეჟიმზე გადაერთონ. გაფრენის საუკეთესო თარიღის შერჩევა და იაფი ავიაბილეთების სწრაფად შეძენა ამ დროს ყველაზე მნიშვნელოვანია. სხვადასხვა ტურისტულ სააგენტოებში მისვლა და მათი შემოთავაზებების მოსმენა ყოველთვის დიდ დროს მოითხოვს. ასეთ მომენტში ინტერნეტში არსებული მოხერხებული სერვისით სარგებლობა ყოველთვის უფრო კომფორტულია. სწორედ ამიტომ წარმოადგენს Avia.Ge–ს საძიებო სისტემა საუკეთესო დამხმარე ინტერფეისს თითოეული ტურისტისთვის.

avia.ge android app

სახლიდან გაუსვლელად ავია ბილეთების საუკეთესო ფასების და გაფრენის გრაფიკის მოძიება მართლაც დიდი დროის დაზოგვას უდრის. Avia.Ge–ს ვებგვერდის საძიებო სისტემა მსგავს ინფორმაციას 2 წუთში აჩენს თქვენს ეკრანებზე. თუმცა, ახლა ამ სერვისით სარგებლობა კიდევ უფრო მარტივი და ხელმისაწვდომი გახდა. ამიერიდან შეგეძლებათ აღნიშნული საჭირო დახმარება სწრაფი და ჭკვიანი ინტერფეისის მქონე მობილური აპლიკაციითაც მიიღოთ.

Avia.Ge –ს საძიებო სისტემის მსგავსად, ახალი აპლიკაცია მომხარებელს საშუალებას აძლევს მოიძიოს ავიაბილეთები საუკეთესო ფასად. ამასთანავე, იგი გთავაზობთ 780–ზე მეტი ავიაკომპანიის სხვადასხვა აქციებისა და ფასების შესახებ უახლეს ინფორმაციას. მისი ინტერფეისი ქართულთან ერთად უკვე წარმოდგენილია რუსულ და ინგლისურ ენებზეც. აღნიშნული აპლიკაციით სარგებლობისას თქვენ შეგეძლებათ შეიძინოთ საძიებო სისტემის დახმარებით ნაპოვნი იაფი ავიაბილეთები ზედმეტი თანხის დამატების გარეშე, პირდაპირ ავიაკომპანიის ვებსაიტიდან. ფულის დაზოგვასთან ერთად, Avia.Ge–ს აპლიკაცია თავის თავში კიდევ რამდენიმე ძალიან საჭირო სერვისის ინტეგრირებასაც გეგმავს.

ავიაბილეთებთან ერთად უკვე დამატებულია აპლიკაციაში სამოგზაურო დაზღვევის შეძენის შესაძლებლობაც. ეს მართლაც მნიშვნელოვანია უსაფრთხო და მშვიდი მოგზაურობისთვის. ასევე, აპლიკაციას მალე დაემატება სასტუმროების დაჯავშნისა და მანქანის გაქირავების სერვისით სარგებლობის გვერდებიც. ვებგვერდის მსგავსად, აპლიკაციით სარგებლობის მსურველებისთვისაც ხელმისაწვდომია სატელეფონო მხარდაჭერის სერვისი.

Avia.Ge–ს მობილური აპლიკაცია ვებგვერდთან შედარებით უფრო მეტი სააგენტოს ბაზებით სარგებლობის საშუალებას მოგცემთ. ეს რათქმაუნდა იმას ნიშნავს, რომ მისი გამოყენების შემთხვევაში ავიაბილეთების შეძენას კიდევ უფრო იაფად შეძლებთ.

avia.ge android app

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაში18 ახალი ავიარეისი რუსეთიდან
შემდეგი სტატიაავიაბილეთები ანკარის მიმართულებით
0 0 votes
შეაფასე სტატია
Subscribe
Notify of
2 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments