ს7 ავიახაზები ერთ–ერთი ყველაზე გამორჩეული და თანამედროვე რუსული ავიაკომპანიაა თანამედროვე ბაზარზე. მათი ძირითადი ორი ბაზა განთავსებულია მოსკოვისა და ნოვოსიბირსკის საერთაშორისო აეროპორტებში. ამ კომპანიის თვითმფრინავები რუსეთის რეგიონიდან ანხორციელებენ ფრენებს თითქმის მთელი ევროპის მასშტაბით, ასევე შუა აღმოსავლეთსა და სამხრეთ აზიის ქვეყნებშიც კი.

აღნიშნული ავიახაზები ასევე ოპერირებას ახდენს საქართველოს საჰაერო სივრცეშიც. ცნობილი ავიაკომპანია თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ფრენებს მოსკოვის რეგიონის მიმართულებით, ორ სხვადასხვა ლოკაციაზე ანხორციელებს. ამ რეისის ავიაბილეთების ფასი 400–დან 600 ლარამდე მერყეობს.

ასევე S7 Airlines–ის თვითმფრინავები დაფრინავენ ბათუმის აეროპორტიდანაც. ამ შემთხვევაშიც მათი მიმართულება იგივე რეგიონია.

თანამედროვე საავიაციო ბაზრის წინამძღოლი ავიაკომპანიებისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანია გარემოს დაცვაზე ზრუნვა. სწორედ ამ გზას ადგას S7 Airlins–ის ხელმძღვანელობაც. კომპანია პირველ ადგილს იკავებს რუსეთში თვითმფრინავების განახლებისა და მათი ახალი მოდელების საკუთარ ავიაფლოტში დამატების საკითხში.

ისინი ბოლო წლების განმავლობაში აქტიურად იძენენ უახლეს მოდელებს ისეთი წამყვანი კომპანიებიდან, როგორებიცაა Boeing და  Airbus. ასევე, ს7 ავიახაზები 2018 წელს იყო პირველი ავიაკომპანია რუსეთში, რომელმაც უახლესი სამგზავრო თვითმფრინავი Boeing 737 დაამატა საკუთარ არსენალში.

ჯამში აღნიშნული ავიაკომპანიის საავიაციო ფლოტი 92 თვითმფრინავს მოიცავს.

ციმბირულ ავიახაზები 1957 წელს დაარსდა და მას შემდეგ აქტიურად ანხორციელებს ფრენებს მსოფლიოს უამრავი მიმართულებით. კომპანიამ ბრენდის ოფიციალურ სახელად S7 2005 წელს დაამტკიცა და მას შემდეგ ამ სახელით დაფრინავენ ს7 ავიახაზების თვითმფრინავები.

2008 წლიდან მოყოლებული S7 Airlins ასევე წარმოადგენს ყველაზე მასშტაბურ ადგილობრივ ავიახაზებს რუსეთში. საბედნიეროდ ეს ცნობილი კომპანია ქართული საერთაშორისო აეროპორტების ხშირი სტუმარია. ამის გამო ქართველ ტურისტებს მარტივად შეუძლიათ მაგალითად რუსეთის დედაქალაქში გამგზავრება საკმაოდ კომფორტული და თანამედროვე თვითმფრინავებით.

ცნობილი რუსული ავიახაზების ბილეთებსა და ფრენის განრიგზე დამატებით დეტალური ინფორმაციის ნახვა Avia.Ge–ზე შეგიძლიათ. ამ ვებგვერდის მოხერხებული ინტერფეისი და სპეციალური საძიებო სისტემა რამდენიმე წუთში გაპოვნინებთ საუკეთესო ფასად ავიაბილეთებს.

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიურალის ავიხაზები / Ural Airlines
შემდეგი სტატიაავიაბილეთები ბრატისლავის მიმართულებით
0 0 votes
შეაფასე სტატია
Subscribe
Notify of
2 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments