ქართველი ტურისტების, სწავლით დაინტერესებული პირებისა და ბიზნესმენებისთვის საინტერესო სიახლე გახდა ცნობილი. ბოლო პერიოდში ევროპის მიმართულებით თბილისისა და საქართველოს სხვა ქალაქების აეროპორტებიდან განხორციელებული ფრენების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. ქართულ ბაზარზე აქტიურად იკიდებენ ფეხს ისეთი ცნობილი ავიაკომპანიები, როგორიცაა მაგალითად Air France. ამ სეზონიდან ქართველ მოგზაურებს უკვე ახალი ქართული ავიაკომპანიაც ემსახურება. თუმცა, როგორც ცნობილი გახდა, საქართველოს მოსახლეობისთვის საავიაციო სფეროს წინსვლა და სიახლეების სია ამით არ მთავრდება.

ახლახანს რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალური სააგენტოს საიტზე საკმაოდ მნიშვნელოვანი ინფორმაცია გამოქვეყნდა. აღნიშნული განცხადების მიხედვით, რუსეთიდან საქართველოს მიმართულებით რეისების რაოდენობა მალე 18 ახალი ავიარეისით გაიზრდება. როგორც ირკვევა, აღნიშნული სიახლის მონაწილე და სიახლის შემომტანი ავიაკომპანიების სია 6 კომპანიისგან შედგება.

ბათუმისა და თბილისის საერთაშორისო აეროპორტების მიმართულებით ფრენები მალე დაიწყება კრასნოდარის, უფის, ყაზანის, პერმის,ეკატერინბურგის, ჩელიაბინსკის, ვოლგოგრადის, კრასნოიარსკის, ბარნაულის, ნოვოსიბირსკის, ტომსკის, ორენბურგის, ომსკისა და ასევე სამარის საერთაშორისო აეროპორტებიდან. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მთლიანობაში ახალი ნებართვები ითვალისწინებს კვირაში 51 ფრენის განხორციელებას.

რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალური სააგენტოს საიტზე გამოქვეყნებულ ტექსტში ახალი ნებართვის მფლობელი კომპანიების სიაცაა მოცემული. როგორც ირკვევა, აღნიშნულ ფრენებს საქართველოს მიმართულებით განახორციელებენ შემდეგი ავიაკომპანიები: Nordwind Airlines, Pobeda Airlines, UVT Aero, Ural Airlines და S7 Airlines. ასეთი სიახლე მნიშვნელოვნად ზრდის ამ ორ ქვეყანას შორის მიმოსვლის სიხშირეს, რაც სავარაუდოდ კონკურენტუნარიანი ბაზრის განვითარებასა და ხარისხის ამაღლებასაც გამოიწვევს ამ ბაზარზე.

ქართველი მოგზაურებისთვის ასეთი მოვლენების განვითარება მართლაც მნიშვნელოვნად გაამარტივებს არდადეგებისა და მივლინებების დაგეგმვას. ევროპისა და მსოფლიოს ნებისმიერი მიმართულებით ახალი რეისისა და ავიაბილეთების ფასების შესახებ დეტალური ინფორმაციის ნახვა Avia.Ge –ს საძიებო სისტემის წყალობით შეგიძლიათ. ეს მეთოდი სახლიდან გაუსვლელად დაგაგეგმინებთ მთლიან მოგზაურობას და ტურისტული სააგენტოების ოფისში სტუმრობის დროს მარტივად დაგაზოგინებთ. რაც შეეხება ზემოთხსენებულ სიახლეზე ბოლო ინფორმაციას, რუსული მხარის წარმომადგენლებს ჯერჯერობით საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო -ში განაცხადები არ შეუტანიათ.

ავიაბილეთები თბილისიდან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებაბილეთების პოვნა
ბაქო2 იანვარი 2027ავიაბილეთები 138 -დან
სტამბოლი23 მარტი 2027ავიაბილეთები 145 -დან
მილანი6 ოქტომბერი 2026ავიაბილეთები 155 -დან
ჟენევა13 ნოემბერი 2026ავიაბილეთები 157 -დან
ერევანი31 მაისი 2026ავიაბილეთები 158 -დან
ბუქარესტი28 ივლისი 2026ავიაბილეთები 182 -დან
ანკარა21 მაისი 2026ავიაბილეთები 193 -დან
ლარნაკა29 მაისი 2026ავიაბილეთები 213 -დან
სარაევო8 ივნისი 2026ავიაბილეთები 217 -დან
მინვოდი15 მაისი 2026ავიაბილეთები 223 -დან
ათენი1 ნოემბერი 2026ავიაბილეთები 237 -დან
ანტალია1 დეკემბერი 2026ავიაბილეთები 239 -დან
ამსტერდამი1 ოქტომბერი 2026ავიაბილეთები 240 -დან
ბარსელონა20 ოქტომბერი 2026ავიაბილეთები 240 -დან
ლონდონი27 იანვარი 2027ავიაბილეთები 242 -დან
ვალენსია9 თებერვალი 2027ავიაბილეთები 245 -დან
კიოლნი27 ივნისი 2026ავიაბილეთები 248 -დან
კიშინიოვი30 მაისი 2026ავიაბილეთები 252 -დან
პარიზი20 ოქტომბერი 2026ავიაბილეთები 254 -დან
შტუტგარტი1 ივნისი 2026ავიაბილეთები 256 -დან
kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიავიაბილეთები ბარის მიმართულებით
შემდეგი სტატიაAvia.ge უკვე play store -ზე
0 0 votes
შეაფასე სტატია
1 კომენტარი
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments