ქართველი ტურისტების, სწავლით დაინტერესებული პირებისა და ბიზნესმენებისთვის საინტერესო სიახლე გახდა ცნობილი. ბოლო პერიოდში ევროპის მიმართულებით თბილისისა და საქართველოს სხვა ქალაქების აეროპორტებიდან განხორციელებული ფრენების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. ქართულ ბაზარზე აქტიურად იკიდებენ ფეხს ისეთი ცნობილი ავიაკომპანიები, როგორიცაა მაგალითად Air France. ამ სეზონიდან ქართველ მოგზაურებს უკვე ახალი ქართული ავიაკომპანიაც ემსახურება. თუმცა, როგორც ცნობილი გახდა, საქართველოს მოსახლეობისთვის საავიაციო სფეროს წინსვლა და სიახლეების სია ამით არ მთავრდება.

ახლახანს რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალური სააგენტოს საიტზე საკმაოდ მნიშვნელოვანი ინფორმაცია გამოქვეყნდა. აღნიშნული განცხადების მიხედვით, რუსეთიდან საქართველოს მიმართულებით რეისების რაოდენობა მალე 18 ახალი ავიარეისით გაიზრდება. როგორც ირკვევა, აღნიშნული სიახლის მონაწილე და სიახლის შემომტანი ავიაკომპანიების სია 6 კომპანიისგან შედგება.

ბათუმისა და თბილისის საერთაშორისო აეროპორტების მიმართულებით ფრენები მალე დაიწყება კრასნოდარის, უფის, ყაზანის, პერმის,ეკატერინბურგის, ჩელიაბინსკის, ვოლგოგრადის, კრასნოიარსკის, ბარნაულის, ნოვოსიბირსკის, ტომსკის, ორენბურგის, ომსკისა და ასევე სამარის საერთაშორისო აეროპორტებიდან. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მთლიანობაში ახალი ნებართვები ითვალისწინებს კვირაში 51 ფრენის განხორციელებას.

რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალური სააგენტოს საიტზე გამოქვეყნებულ ტექსტში ახალი ნებართვის მფლობელი კომპანიების სიაცაა მოცემული. როგორც ირკვევა, აღნიშნულ ფრენებს საქართველოს მიმართულებით განახორციელებენ შემდეგი ავიაკომპანიები: Nordwind Airlines, Pobeda Airlines, UVT Aero, Ural Airlines და S7 Airlines. ასეთი სიახლე მნიშვნელოვნად ზრდის ამ ორ ქვეყანას შორის მიმოსვლის სიხშირეს, რაც სავარაუდოდ კონკურენტუნარიანი ბაზრის განვითარებასა და ხარისხის ამაღლებასაც გამოიწვევს ამ ბაზარზე.

ქართველი მოგზაურებისთვის ასეთი მოვლენების განვითარება მართლაც მნიშვნელოვნად გაამარტივებს არდადეგებისა და მივლინებების დაგეგმვას. ევროპისა და მსოფლიოს ნებისმიერი მიმართულებით ახალი რეისისა და ავიაბილეთების ფასების შესახებ დეტალური ინფორმაციის ნახვა Avia.Ge –ს საძიებო სისტემის წყალობით შეგიძლიათ. ეს მეთოდი სახლიდან გაუსვლელად დაგაგეგმინებთ მთლიან მოგზაურობას და ტურისტული სააგენტოების ოფისში სტუმრობის დროს მარტივად დაგაზოგინებთ. რაც შეეხება ზემოთხსენებულ სიახლეზე ბოლო ინფორმაციას, რუსული მხარის წარმომადგენლებს ჯერჯერობით საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო -ში განაცხადები არ შეუტანიათ.

ავიაბილეთები თბილისიდან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებაბილეთების პოვნა
ჟენევა30 ოქტომბერი 2026ავიაბილეთები 105 -დან
მილანი10 ივნისი 2027ავიაბილეთები 106 -დან
ბაქო22 ნოემბერი 2026ავიაბილეთები 128 -დან
ერევანი23 აგვისტო 2026ავიაბილეთები 151 -დან
ანკარა22 აგვისტო 2026ავიაბილეთები 168 -დან
ბუქარესტი24 ოქტომბერი 2026ავიაბილეთები 190 -დან
დუსელდორფი2 სექტემბერი 2026ავიაბილეთები 190 -დან
კიშინიოვი31 ივლისი 2026ავიაბილეთები 198 -დან
სოჭი24 ივლისი 2026ავიაბილეთები 199 -დან
ფრანკფურტი12 ოქტომბერი 2026ავიაბილეთები 199 -დან
ლონდონი9 სექტემბერი 2026ავიაბილეთები 201 -დან
სტამბოლი23 დეკემბერი 2026ავიაბილეთები 204 -დან
ბერლინი7 სექტემბერი 2026ავიაბილეთები 209 -დან
მინვოდი25 ივლისი 2026ავიაბილეთები 210 -დან
პარიზი28 სექტემბერი 2026ავიაბილეთები 211 -დან
მიუნხენი4 აგვისტო 2026ავიაბილეთები 213 -დან
ბოდრუმი24 ივლისი 2026ავიაბილეთები 214 -დან
ანტალია5 ნოემბერი 2026ავიაბილეთები 215 -დან
რომი8 აგვისტო 2026ავიაბილეთები 221 -დან
კიოლნი12 ოქტომბერი 2026ავიაბილეთები 227 -დან
kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიავიაბილეთები ბარის მიმართულებით
შემდეგი სტატიაAvia.ge უკვე play store -ზე
0 0 votes
შეაფასე სტატია
1 კომენტარი
Oldest
Newest Most Voted