6.8 C
Tbilisi
კვირა, თებერვალი 8, 2026

თბილისი სტამბოლი ავიაბილეთები 145 ლარიდან

იაფი ავიაბილეთები სტამბულის მიმართულებით

სტამბოლი ტურისტების ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ლოკაციაა. ქალაქი ერთგვარ გზაჯვარედინს წარმოადგენს ძველ და ახალ სამყაროს შორის. აქ შეხვდებით როგორც ისტორიულ ძეგლებს, კულტურულ მრავალფეროვნებას, ისე- მოდერნისტულად მოწყობილ მოედნებს, ბაზრობებსა და კაფე-ბარებს. ქალაქი ნებისმიერი ტიპის მოგზაურისთვის დაუვიწყარი თავგადასავალის შექმნის წინაპირობას იძლევა.

სტამბოლი ტერიტორიულად მნიშვნელოვან ადგილას მდებარეობს – აღმოსავლეთისა და დასავლეთის ერთგვარ გასაყარზე. აქ არსებული მრავალფეროვანი სანახაობები და აქტივობები ყველა მნახველს აღაფრთოვანებს. თავისი მაგიური ატმოსფეროს დამსახურებით სტამბოლს 17 მილიონზე მეტი სტუმარი ჰყავს ყოველწლიურად. თუ გსურთ მათ რიცხვს შეუერთდეთ, შეიძინეთ თბილისი სტამბული ავიაბილეთები .

სტამბოლში ყოფნისას შეგიძლიათ ეწვიოთ მის მუზეუმებს, სასახლეებს, ტაძრებსა და მეჩეთებს. აია-სოფიას ტაძარი, გალათას კოშკი, სულთან აჰმედისა თუ ცისტერნის ბაზილიკები მსოფლიო მნიშვნელობის კულტურულ ნიმუშებს წარმოადგენს. განსხვავებული არქიტექტურა, ულამაზესი ქუჩები და სანაპიროები ქალაქს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს. სტამბულში ვიზიტისგან მიღებული სიამოვნება აუცილებლად დიდხანს გაგყვებათ.

როგორ გავფრინდეთ თბილისიდან სტამბულში?

თბილისიდან სტამბოლში გამგზავრება საკმაოდ მარტივი და ხელსაყრელია, რადგან პირდაპირ რეისებს რამდენიმე ავიაკომპანია ასრულებს. Pegasus Airlines, Ajet, Turkish Airlines – ეს ის ავიაკომპანიები, რომლებიც ყოველდღიურად ასრულებენ ფრენებს თბილისიდან სტამბულის მიმართულებით. ფრენების ასეთი ფართო არჩევანი საშუალებას გაძლევთ თქვენს სასურველ დროსა და ბიუჯეტზე მორგებული ავიაბილეთები შეარჩიოთ.

თბილისი სტამბული ავიაბილეთები სულ რაღაც 145 ლარიდან შეგიძლიათ შეიძინოთ, თუ თქვენს მგზავრობას წინასწარ დაგეგმავთ. ისეთ ისტორიულ და საინტერესო ქალაქში, როგორიც სტამბოლია, საკმაოდ ბიუჯეტურად და კომფორტულად შეგიძლიათ გამგზავრება თბილისიდან.

ინფორმაცია თბილისი სტამბული ფრენების შესახებ

თბილისიდან სტამბოლში გაფრენას ნებისმიერ დროს შეძლებთ. ავიარეისებს ახორციელებენ ისეთი წამყვანი ავიაკომპანიები, როგორებიცაა: Pegasus, Ajet Airlines, Turkish Airlines. თუ აპირებთ, რომ შეიძინოთ თბილისი სტამბოლი ავიაბილეთები , გაითვალისწინეთ, რომ სხვადასხვა ავიაკომპანია ფრენის სხვადასხვა პირობებს გთავაზობთ. მაგალითად, დაუკვირდით ბარგის სიდიდესა და თვითმფრინავში მომსახურების სხვადასხვა ტიპის სერვისებს.

ავიაკომპანია პეგასუსის არჩევის შემთხვევაში, სტამბულის ავიაბილეთები შეგიძლიათ ნახოთ 159 ლარიდან ზემოთ. პეგასუსი დაფრინავს სტამბოლის საბიჰა გოქჩენის საერთაშორისო აეროპორტში. პეგასუსი თავის იაფ ავიაბილეთებში გულისხმობს მხოლოდ 3 კილოიან ხელბარგს, თუმცა, ცხადია, თანხის დამატების სანაცვლოდ შეგიძლიათ ბარგის დამატებითი კილოგრამები შეიძინოთ.

რაც შეეხება თურქულ ავიაკომპანია აჯეტს, მათთან თბილისი სტამბულის ფრენები შეგიძლიათ ნახოთ 145 ლარიდან ზემოთ. ნებადართული ბარგის ზომა კი 8 კილოგრამს შეადგენს. თურქული ავიახაზები კი 170 ლარიდან ზემოთ შემოგთავაზებთ სტამბოლის მიმართულებით ავიაბილეთებს. იგი თავის ავიაბილეთებში 8 კილოიანი ხელბარგის ქონის უფლებას გთავაზობთ.  ამასთან, შეგეძლებათ თვითმფრინავში კვების სერვისითაც ისარგებლოთ. თანხის დამატების სანაცვლოდ კი ბარგის დამატებით კილოგრამებსაც შეიძენთ. ავიაკომპანიების მრავალფეროვნება საშუალებას გაძლევთ თქვენს დროსა და ბიუჯეტზე მორგებული ავიარეისები ნახოთ. თბილისი სტამბული ავიაბილეთები შეგიძლიათ შეიძინოთ ეკონომიურად, თქვენზე მორგებული პირობებით.

ხშირად დასმული კითხვები სტამბულში ფრენებთან დაკავშირებით

თუ უკვე შეიძინეთ თბილისი სტამბოლი ავიაბილეთები , მაშინ გირჩევთ ხშირად დასმული კითხვების სექციას გადაავლოთ თვალი. ასე უფრო მარტივად შეძლებთ სტამბულში გასატარებელი დღეებისთვის უკეთ მოემზადოთ.

ნეიტრალური სეზონები, შემოდგომა და გაზაფხული, იდეალურია სტამბოლში სამოგზაუროდ. ამ დროს ამინდები იდეალურია ქალაქის დასათვალიერებლად.

სტამბოლი თავისი ადგილმდებარეობიდან გამომდინარე, კულტურული მრავალფეროვნების ერთგვარი ცენტრია. აქაურობას დიდი ისტორიული კვალი ეტყობა. სტამბულში არა მხოლოდ ისტორიული ძეგლებისა თუ ტაძრების მონახულებას შეძლებთ, არამედ ბოსფორის ცნობილ სრუტეზე გასეირნებასაც. სტამბოლი ერთგვარი ნაზავია ისტორიულობისა და თანამედროვეობის.

დიახ, სტამბოლის მიმართულებით პირდაპირ ავიაბილეთებს ძალიან მარტივად ნახავთ. მეტიც, თბილისი სტამბული ფრენები პირდაპირი ავიარეისებით ყოველდღე სრულდება.

თბილისი სტამბული ავიაბილეთები ყველაზე იაფად შეგიძლიათ ავიაკომპანია პეგასუსთან ნახოთ.

avia.ge -ზე ავიაბილეთების შეძენა მარტივი და სწრაფი პროცესია. პირველ რიგში, საძიებო ველში ჩაწერეთ სასურველი მიმართულება. საიტი გაფილტრავს ფრენებს და მხოლოდ საუკეთესო ავიაბილეთებს შემოგთავაზებთ. სასურველი ფრენების არჩევის შემდეგ კი შეძლებთ მათ ყიდვას ღილაკზე ერთი თითის დაწკაპუნებით. საჭიროების შემთხვევაში შეგიძლიათ avia.ge -ს ქოლ-ცენტრსაც დაუკავშირდეთ ან მობრძანდეთ ჩვენს ოფისში.

იაფი მოგზაურობის მოყვარულებს ვურჩევდით, არატურისტულ სეზონებზე დაგეგმონ მოგზაურობა სტამბულში. ამ დროს ავიაბილეთებიცა და დასარჩენი ადგილებიც გაცილებით იაფია.

მინიმუმ 3 დღე გათვალეთ ქალაქში სამოგზაუროდ, რათა თავისუფლად მოასწროთ სტამბოლის გრანდიოზული ღირსშესანიშნაობების სრულად დათვალიერება. ეს ინფორმაცია გაითვალისწინეთ, თუ აპირებთ, რომ იყიდოთ თბილისი სტამბული ავიაბილეთები.

(IST) – სტამბულის აეროპორტი, 32 კილომეტრით დაშორებული ცენტრიდან, ქალაქთან ყველაზე ახლოსაა.

პირველ რიგში, გირჩევთ 1 ან 2 თვით ადრე შეიძინოთ თბილისი სტამბულის ავიაბილეთები. ასევე უმჯობესი იქნება, თუ დასვენების დღეებს ან დიდ დღესასწაულებს არ დაამთხვევთ ფრენების შეძენას.

მრავალწლიანი გამოცდილება, კმაყოფილი მომხმარებლები, სანდოობა – ეს იმ მიზეზთა მცირე ჩამონათვალია, რატომაც ლიდერობს avia.ge ბაზარზე. avia.ge -ზე ავიაბილეთებს ძალიან მარტივად და სწრაფად შეიძენთ. ასევე, ჩვენი პროფესიონალი გუნდის დახმარებით თქვენზე მორგებული ავიაბილეთების შეძენას უპრობლემოდ შეძლებთ.