სტამბოლში ახალი მეტროსადგური – Gayrettepe ამოქმედდა, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს სტამბოლის ახალ აეროპორტსა და ქალაქს. მეტროს ხაზის მთლიანი სიგრძე 37,5 კმ-ია და საშუალებას იძლევა აეროპორტიდან ქალაქის ცენტრში მხოლოდ 30 წუთში მოხვდეთ.
აღსანიშნავია, რომ ჩქაროსნული მეტრო ამ მიმართულებით უკვე ერთი წელია ფუნქციონირებს, თუმცა ის მხოლოდ სადგურ Kağıthane -მდე მიდიოდა. ახალი სადგურის დამატება კი გაცილებით კომფორტული და მოსახერხებელი იქნება მოგზაურთათვის.
სადგური Gayrettepe ყველაზე ღრმაა და აღჭურვილია 32 ესკალატორით და 8 ლიფტით. მისი მშენებლობისას გამოყენებული იქნა 66,5 ათასი მ³ ბეტონი.
როგორც ყველასთვის ცნობილია, სტამბოლის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს ავიაკომპანია პეგასუსი და თურქეთის ავიახაზები წლებია ახორციელებენ თბილისისა და ბათუმის აეროპორტებიდან. სულ ცოტა ხნის წინ კი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი -დან ფრენები სტამბოლის მიმართულებაზე Pegasus -მა დაიწყო.
თბილისი სტამბოლი
გამგზავრება | დაბრუნება | ავიაკომპანია | ბილეთების პოვნა |
---|---|---|---|
22 თებერვალი 2025 | 28 თებერვალი 2025 | ![]() | ავიაბილეთები 326 -დან |
22 მარტი 2025 | 23 მარტი 2025 | ![]() | ავიაბილეთები 270 -დან |
18 აპრილი 2025 | 23 აპრილი 2025 | ![]() | ავიაბილეთები 300 -დან |
მალე იგეგმება კიდევ ერთი ჩქაროსნული მეტროს ხაზის გახსნა, რომელიც ახალ აეროპორტს და სტამბოლის ევროპული ნაწილის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე ჰალკალს დააკავშირებს ერთმანეთთან.
შეგახსენებთ, რომ სტამბოლის საბიჰა გოქჩენის აეროპორტიდან ქალაქის აზიის ნაწილში მოხვედრა უკვე შესაძლებელია მეტროთი.