გადაწყვიტეთ გაემგზავროთ სტამბოლში, თუმცა არ იცით, როგორ მოხვდეთ სტამბოლის ახალი აეროპორტიდან ქალაქის ცენტრში?

ეს სტატია დაგეხმარებათ დეტალურად გაიგოთ რომელი სატრანსპორტო საშუალებები ემსახურება აეროპორტს და როგორ შეგიძლიათ გადაადგილდეთ სტამბოლის ცენტრის მიმართულებით.

სტამბული არის მომხიბლავი ტურისტული მიმართულება თურქეთში, რომელსაც გააჩნია 2500 წელზე მეტი ისტორია, კულტურა და ტრადიციები, ულამაზესი ღირშესანიშნაობები, ცოცხალი ღამის ცხოვრება და თვალწარმტაცი ხედები.

იმის გამო, რომ აეროპორტი მდებარეობს არნავუტკოის ჩრდილოეთ რაიონში, რომელიც სტამბოლის ცენტრიდან 54 კილომეტრითაა დაშორებული, თქვენ აუცილებლად დაგჭირდებათ ტრანსფრი ქალაქში მოსახვედრად.

ასე რომ, როდესაც მიემგზავრებით სტამბოლის ახალ აეროპორტში და გსურთ ქალაქის ცენტრში მოხვედრა, თქვენ გაქვთ სატრანსპორტო საშუალების რამდენიმე განსხვავებული ვარიანტი: შეგიძლიათ იმგზავროთ ტაქსით, პირადი ტრანსფერით, ან ავტობუსით. ასევე დაწყებულია მეტრო სადგურის მშენებლობაც.

როგორ მოვხვდეთ სტამბოლის ახალი აეროპორტიდან ქალაქის ცენტრში ტაქსით?

ტაქსი ყველაზე კომფორტული და უსაფრთხო ვარიანტია აეროპორტიდან სტამბოლის ცენტრში მოსახვედრად.

აეროპორტში სამი ფერის ტაქსის შეხვდებით: შავი, ლურჯი და ნარინჯისფერი. გადატვირთული მოძრაობის გარეშე, ტაქსით სტამბოლის ცენტრში მოხვედრას დაახლოებით 45-60 წუთი სჭირდება.

როგორ ავიყვანოთ ტაქსი?

ტაქსები ხელმისაწვდომია ძირითად სადგურებთან, რომლებიც მდებარეობს პლაზას სექციის შიდა და საერთაშორისო ჩამოსვლის ზონაში, ასევე გამგზავრების სართულის გარეთ და სხვა ჩამოსვლის სართულებთან.

როგორ მოვხვდეთ სტამბოლის ახალი აეროპორტიდან დანიშნულების ადგილზე პირადი ტრანსფერით?

პირადი ტრანსფერი შესანიშნავი ვარიანტია მათთვის, ვისაც სურს სტამბულის აეროპორტიდან სტამბოლის ცენტრამდე კომფორტულად გამგზავრება.

კომფორტისა და კონფიდენციალურობის შერწყმით, სტამბულის აეროპორტის პირადი ტრანსფერის სერვისი მიგიყვანთ თქვენი დანიშნულების ადგილზე, რაც დაზოგავს დროსა და ძალისხმევას.

უფრო მეტიც, თქვენ იმოგზაურებთ ისე, რომ არ ინერვიულოთ საზოგადოებრივ ტრანსპორტში უცხო ადამიანების გარემოცვაში ყოფნაზე, ან ავტობუსისა და მატარებლის განრიგზე.

როგორ მოვხვდეთ სტამბოლის ახალი აეროპორტიდან ქალაქის ცენტრში აბტობუსით?

აეროპორტში არის 150-ზე მეტი ავტობუსი და 19 სხვადასხვა მარშრუტი, რომლებიც ყოველდღიურად მოძრაობენ რამდენიმე მიმართულებამდე.

რანსპორტირებას სტამბულის საერთაშორისო აეროპორტიდან ავტობუსების ორი კომპანია ახორციელებს, Havaist ავტობუსები და IETT საზოგადოებრივი ავტობუსები.

თუმცა, მხოლოდ Havaist ავტობუსები გვთავაზობენ პირდაპირ კავშირს ცნობილ სულთანაჰმეტთან, რადგან IETT ავტობუსები ემსახურება ძირითადად ქალაქის ნაკლებად პოპულარულ ნაწილებს. შესაბამისად, თქვენ ყოველთვის შეგიძლიათ იმგზავროთ IETT H-2 ან H-9 ავტობუსებით, მაგრამ შემდგომში მოგიწევთ გამოიყენოთ სხვა ავტობუსები და მეტროს ხაზები საბოლოო დანიშნულების ადგილამდე მისასვლელად.

სად მდებარეობს ავტობუსების სადგური?

ავტოსადგური მდებარეობს აეროპორტის -2 დონეზე.

როგორ მოვხვდეთ სტამბოლის ახალი აეროპორტიდან ქალაქის ცენტრში მეტროთი?

მიუხედავად იმისა, რომ მეტროს ხაზის მშენებლობა ჯერ კიდევ მიმდინარეობს, იმოქმედებს ახალი ხაზი, რომელიც სტამბოლის ახალ აეროპორტს ქალაქის ცენტრთან დააკავშირებს.

მეტროს ხაზი – M11 უზრუნველყოფს პირდაპირ და სწრაფ წვდომას ლევენტთან – ქალაქის მთავარ კომერციულ ცენტრთან და დააკავშირებს Gayrettepe სადგურს მეტრო M2-თან ტაქსიმში.

სად მდებარეობს მეტროს სადგური?

გეგმების მიხედვით, მეტროს გაჩერება ახალი აეროპორტის ყველა ტერმინალზე იქნება. ისინი, სავარაუდოდ, განთავსდება ქვედა სართულზე, ჩამოსვლის ზონაში.

თბილისი სტამბოლი

გამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
26 ნოემბერი 202428 ნოემბერი 2024AJetავიაბილეთები 311 -დან
5 დეკემბერი 20249 დეკემბერი 2024AJetავიაბილეთები 277 -დან
20 იანვარი 202526 იანვარი 2025AJetავიაბილეთები 292 -დან

 

საქართველოდან სტამბოლის მიმართულებით პირდაპირი რეისები თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებიდან ხორციელდება, რომელსაც თურქული ავიაკომპანიები პეგასუსი და თურქეთის ავიახაზები გვთავაზობენ. ფრენის ხანგრძლივობა კი 2 საათი და 25 წუთია.

სტამბოლის მიმართულებით იაფი ავიაბილეთების დასაჯავშნად, დაგვიკავშირდით ნომერზე: 551 907 907 

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაში10 რამ, რაც ფლორენციაში მოგზაურობისას უნდა გააკეთოთ
შემდეგი სტატიასტამბოლის აეროპორტებს შორის გადაადგილება გამარტივდება
3 1 vote
შეაფასე სტატია
Subscribe
Notify of
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments