tbilisi trapizoniრატომ უნდა შეიძინო თბილისი ტრაპიზონი ავიაბილეთები ? ტრაპიზონი არის ქალაქი და საპორტო ცენტრი თურქეთში, შავი ზღვის სანაპიროზე. ის მდებარეობს ისტორიულად მნიშვნელოვან რეგიონში და საუკუნეების მანძილზე იყო მნიშვნელოვანი სავაჭრო ცენტრი, რომელიც აერთიანებდა ევროპასა და აზიას.

მრავალი საუკუნეა ტრაპიზონი მნიშვნელოვან როლს ასრულებს როგორც ისტორიულ, ასევე ეკონომიკურ კონტექსტში, რაც მას მნიშვნელოვან ქალაქად აქცევს შავი ზღვის სანაპიროზე.

აღსანიშნავია, რომ ტრაპიზონი საქართველოს ისტორიის ნაწილია, რადგან ის საქართველოს მეფეებთან და ბიზანტიასთან მჭიდრო კავშირებს ინარჩუნებდა. ქალაქში არის ქართული არქიტექტურული და კულტურული ძეგლები, როგორიცაა სუმელას მონასტერი, რომელიც ქართული ხელოვნების გავლენასაც ატარებს. ქალაქის მიდამოები მდიდარია მწვანე ტყეებით, მთებით და ჩანჩქერებით. ლაშქრობის და ბუნებრივი პეიზაჟების მოყვარულთათვის ეს რეგიონი შესანიშნავი მიმართულებაა.

რომელი ავიაკომპანიები ასრულებენ ფრენას თბილისი ტრაპიზონის მიმართულებით?

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი -დან პირდაპირ რეგულარულ ფრენებს ქართული ავიაკომპანია Georgian Wings -ი 2024 წლის 14 ოქტომბრიდან დაიწყებს. რეისები კვირაში ორი სიხშირით, ყოველ ორშაბათს და ხუთშაბათს განხორციელდება.

აღნიშნულ მიმართულებაზე ასევე სრულდება არაპირდაპირი რეისები, რომლებსაც თურქული ავიაკომპანიები Pegasus -ი და ავიაკომპანია AJet -ი გვთავაზობს.

რა ღირს თბილისი ტრაპიზონი ავიაბილეთები ?

ჯეორჯიან ვინგსი -ს ფრენებზე, ცალმხრივი ავიაბილეთის ღირებულება ამ დროისათვის 447 ლარია. ხოლო ერთი გადაჯდომით აწყობილი ფრენის საფასური 300-400 ლარის ფარგლებში მერყეობს. თუმცა ფასები მაინც დამოკიდებულია იმაზე, თუ რა პერიოდში გეგმავთ მოგზაურობას.

გირჩევთ, ავიაბილეთები გამგზავრებამდე 30-45 დღით ადრე დაჯავშნოთ, რათა ამ შემთხვევაში ისარგებლებთ საუკეთესო ფასებით. სტატისტიკურად, ავიაკომპანიები და სააგენტოები სწორედ ამ პერიოდში გვთავაზობენ ყველაზე ხელსაყრელ შემოთავაზებებს. გაითვალისწინეთ, რაც უფრო ახლოვდება გამგზავრების თარიღი, მით უფრო იზრდება მოთხოვნა, შესაბამისად, ბილეთების ფასიც იმატებს.

თბილისი ტრაპიზონი

გამგზავრებაგაჩერებაბილეთების პოვნა
17 დეკემბერი 20241 Გაჩერებაავიაბილეთები 586 -დან
17 დეკემბერი 20241 Გაჩერებაავიაბილეთები 605 -დან
16 დეკემბერი 20241 Გაჩერებაავიაბილეთები 640 -დან
18 დეკემბერი 20241 Გაჩერებაავიაბილეთები 656 -დან
16 დეკემბერი 20242 Გაჩერებაავიაბილეთები 662 -დან
19 დეკემბერი 20241 Გაჩერებაავიაბილეთები 693 -დან
28 დეკემბერი 20241 Გაჩერებაავიაბილეთები 739 -დან
25 დეკემბერი 20241 Გაჩერებაავიაბილეთები 747 -დან
19 დეკემბერი 20241 Გაჩერებაავიაბილეთები 756 -დან
20 დეკემბერი 20241 Გაჩერებაავიაბილეთები 792 -დან
21 დეკემბერი 20241 Გაჩერებაავიაბილეთები 854 -დან

 

რა უნდა მოინახულოთ ტრაპიზონში ?

trabzonტრაპიზონი, თურქეთის შავი ზღვის სანაპიროზე მდებარე ისტორიული ქალაქი ცნობილია მისი მრავალფეროვანი კულტურული მემკვიდრეობით და ბუნებრივი სილამაზით. თუ გეგმავთ ამ ქალაქის მონახულებას, გთავაზობთ რამდენიმე მნიშვნელოვან ღირსშესანიშნაობას, რომლებიც აუცილებლად უნდა მოინახულოთ:

  1. სუმელას მონასტერი (Sümela Manastırı) – ეს მართლმადიდებლური მონასტერი მთის კლდეზეა აშენებული და წარმოუდგენელი ხედებით ხასიათდება. ის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კულტურული ძეგლია ტრაპიზონში და მე-4 საუკუნეშია დაარსებული. მონასტერი ასევე ცნობილია თავისი უნიკალური არქიტექტურით და ფრესკებით.
  2. უზუნგოლი (Uzungöl) – უზუნგოლი ტრაპიზონის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული ლოკაციაა. ეს საოცრად ლამაზი ტბა მთების გულში მდებარეობს და გარშემორტყმულია ტყითა და სახლებით, რომელიც უნიკალურ ხედებს ქმნის.
  3. აია სოფიას მუზეუმი (Ayasofya Müzesi) – ეს შუა საუკუნეების ბიზანტიური ეკლესია მოგვიანებით მეჩეთად გადაკეთდა, ხოლო დღეს კი ის მუზეუმად ფუნქციონირებს. მისი არქიტექტურა და ინტერიერის ფრესკები განსაკუთრებულ შთაბეჭდილებას ახდენს მნახველებზე.
  4. ბოზტეპე (Boztepe) – ბოზტეპე შესანიშნავი ადგილია, საიდანაც შეგიძლიათ დატკბეთ ულამაზესი ხედებით, როგორც ზღვაზე, ისე მთებზე. აქ ასევე შეგიძლია ისიამოვნო ტრადიციული ჩაის სახლებში თურქული ჩაი დაგემოვნებით.
  5. ათათურქის პავილიონი (Atatürk Köşkü) – ეს ლამაზი ნაგებობა ტრაპიზონის მაღალ ადგილას მდებარეობს და ის ფუნქციონირებს როგორც მუზეუმი. პავილიონში დაცულია იმ პერიოდის ავეჯი და ისტორიული ნივთები, რომლებიც მუსტაფა ქემალ ათათურქთან არის დაკავშირებული.
  6. ზიგანას უღელტეხილი (Zigana Geçidi) – ეს საოცარი მთიანი ტერიტორია ტრაპიზონის სიახლოვეს მდებარეობს და ტურისტებს საოცარ ლაშქრობის მარშრუტებს და ბუნებრივ გარემოში დასვენების შესაძლებლობებს სთავაზობს.

ტრაპიზონი გთავაზობთ როგორც კულტურულ, ასევე ბუნებრივ სანახაობებს, რაც მას იდეალურ ადგილად აქცევს ისტორიის, კულტურისა და ბუნების მოყვარულთათვის.

როდისაა საუკეთესო დრო ტრაპიზონში სამოგზაუროდ?

ტრაპიზონში სამოგზაუროდ საუკეთესო დრო დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ტიპის ამინდს და აქტივობებს ანიჭებთ უპირატესობას. ზოგადად, საუკეთესო პერიოდებია მაისი-ივნისი და სექტემბერი-ოქტომბერი.

მაისსა და ივნისში ქალაქის გარშემო მთები და ტბები განსაკუთრებით ლამაზია, რადგან ბუნება იღვიძებს. ხოლო სეტემბერსა და ოქტომბერში, შემოდგომის ფერები ტრაპიზონის მთებსა და ტყეებს განსაკუთრებულად ლამაზს ხდის.

თბილისი ტრაპიზონი ავიაბილეთები -ს მოძიება შეგიძლიათ AVIA.GE-ის საძიებო სისტემაში, სადაც მარტივად შეარჩევთ საუკეთესო ვარიანტს. დამატებითი კომფორტისა და თქვენი მოთხოვნების შესაბამისად მორგებული შეთავაზებების მისაღებად, ჩვენი გუნდი მზადაა დაგეხმაროთ.

თბილისი ტრაპიზონის ავიაბილეთები იაფად რომ შეიძინოთ, დაგვიკავშირდით ნომერზე: 551 907 907

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიმწვანე ბარათის გათამაშება დაიწყო
შემდეგი სტატიასაქართველოს აეროპორტებში მგზავრების რაოდენობა 27%-ით გაიზარდა
0 0 votes
შეაფასე სტატია
Subscribe
Notify of
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments