დღემდე ადამიანების უმრავლესობას ჰგონია, რომ ტიტების სამშობლო ჰოლანდიაა, თუმცა სინამდვილეში ამ ყვავილის ისტორია სათავეს აზიური ველებიდან იღებს. პირველად მცენარის ამ სახეობის მოყვანა კომერციული მოგების მიზნით სწორედ ოსმანეთის იმპერიაში დაიწყეს. თანამედროვე მსოფლიოში ტიტები მართლაც ნიდერლანდების შუაგულთან ასოცირდება, მაგრამ თურქეთში ამ მცენარის ისტორიის პატივსაცემად ყველაზე შესანიშნავი ფესტივალი იმართება ყოველ წელს.

2006 წლიდან მოყოლებული, ყოველ აპრილს სტამბოლის მერია მილიონობით ტიტას რგავს ქალაქის ტერიტორიაზე მდებარე პარკებში, გზაჯვარედინების ცენტრში მდებარე წრეებზე და ყველა იმ მინდორზე, რომელიც უბრალოდ ცარიელია ამ პროცესის დროს. შესაბამისად, ბოლო წლების განმავლობაში 30 მილიონზე მეტი ტიტის დარგვის შედეგად თურქული გაზაფხული თვალისმომჭრელ პერიოდად იქცა მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში მცხოვრები ადამიანისათვის.

სტამბულის ფესტივალი

ტიტები აყვავებას მარტის ბოლოს ან აპრილის დასაწყისში იწყებენ ამინდის მიხედვით. ისინი რამდენიმე კვირის განმავლობაში ყვავიან და მართლაც ულამაზეს სანახაობას ქმნიან მთელი თვის განმავლობაში. ფესტივალის ოფიციალური პერიოდი პირველი აპრილიდან 30 აპრილის ჩათვლითაა დადგენილი, თუმცა ყვავილების გაფურჩქვნის პროცესი შესაძლოა მარტის შუა რიცხვებამდეც კი გაგრძელდეს და ამიტომ მაისშიც შეინარჩუნოს გარემომ მომხიბვლელი იერი.

აპრილში მაისსა და ივნისთან შედარებით უფრო ხშირად წვიმს, თუმცა მთელი გაზაფხულის განმავლობაში სტამბოლის ტემპერატურა იდეალურია ტურისტული ვიზიტისათვის. ტიტა სტამბოლის ტრადიციუ სიმბოლოდაა ქცეული. ის აქ ირანიდან შემოიტანეს საუკუნეების წინ და მას შემდეგ აქტიურად ხდება მისი მოშენება და გამრავლება. აქ ტიტების სიყვარული ტიტების მანიად იქცა. როგორც ისტორიის ფურცლები იუწყება, ოსმალეთის იმპერიაში ტიტების ყველაზე ცნობილი პერიოდის დროს, იშვიათი სახეობის ტიტა ძალიან ძვირადაც კი იყიდებოდა.

ყვავილები

სტამბოლის ტიტების ფესტივალი მხოლოდ ამ ყვავილის წარმოჩენით არ შემოიფარგლება და აქ სხვა ულამაზეს ჯიშებსაც გადააწყდებით. ისინი მრავალფეროვან ფორმებსა და ფერემში ირგვება ქალაქის ტერიტორიაზე, განსაკუთრებით ბევრი ყვავილოვანი ხედის ხილვა ქალაქის ძველ ნაწილშია შესაძლებელი. როდესაც თურქეთში მოგზაურობას გადაწყვეტთ, სწორედ ამიტომ უნდა ესტუმროთ ცნობილ პარკებსა და ყვავილების გასაშენებლად გამოყოფილ სპეციალურ მინდვრებს.

თბილისი სტამბულის სავიაბილეთები

გამგზავრების თარიღიდაბრუნების თარიღიგადაჯდომებიავიაკომპანიის ლოგოავიაბილეთების მოძებნა
31 ოქტომბერი 202620 ნოემბერი 2026პირდაპირიPegasus Airlinesავიაბილეთები 559 -დან
11 ნოემბერი 202629 ნოემბერი 2026პირდაპირიAjetავიაბილეთები 406 -დან
2 დეკემბერი 20267 დეკემბერი 2026პირდაპირიPegasus Airlinesავიაბილეთები 415 -დან
9 იანვარი 202714 იანვარი 2027პირდაპირიAjetავიაბილეთები 417 -დან
2 თებერვალი 20276 თებერვალი 2027პირდაპირიPegasus Airlinesავიაბილეთები 416 -დან
24 მარტი 20271 აპრილი 2027პირდაპირიPegasus Airlinesავიაბილეთები 405 -დან
3 აპრილი 20277 აპრილი 2027პირდაპირიPegasus Airlinesავიაბილეთები 408 -დან
11 მაისი 202711 ივნისი 2027პირდაპირიPegasus Airlinesავიაბილეთები 459 -დან
10 ივნისი 202713 ივნისი 2027პირდაპირიPegasus Airlinesავიაბილეთები 409 -დან
20 ივლისი 202721 ივლისი 2027პირდაპირიPegasus Airlinesავიაბილეთები 417 -დან
23 აგვისტო 202727 აგვისტო 2027პირდაპირიPegasus Airlinesავიაბილეთები 408 -დან
2 სექტემბერი 20278 სექტემბერი 2027პირდაპირიPegasus Airlinesავიაბილეთები 423 -დან
kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიგაიცანით ფრანკპურტის მფრინავი ტაქსი
შემდეგი სტატიაავიაბილეთები რუსეთის მიმართულებით
0 0 votes
შეაფასე სტატია
1 კომენტარი
Oldest
Newest Most Voted