საქართველოს ავიასივრცე ახალი სეზონიდან კიდევ უფრო პოპულარული ხდება. როგორც უახლესი ინფორმაციით გაირკვა, ერთ–ერთი წამყვანი ავიაკომპანიის ხელმძღვანელები სწორედ საქართველოში არსებული აეროპორტიდან განსახორციელებელ რეისებს ამატებენ კიდევ 6 ახალ მიმართულებას.

აღნიშნული სასიხარულო ინფორმაცია საქართველოს პრემიერ–მინისტრის მიერ იქნა გაცხადებული. მამუკა ბახტაძის მიერ გაკეთებული კომენტარის მიხედვით, პირველი აგვისტოდან ავიაკომპანია Wizz Air Georgia-ის მიერ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან განხორციელებული ფრენების რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება.

პრემიერ–მინისტრის თქმით, ცნობილი ავიახაზები საზაფხულო სეზონის გახსნას ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან 6 ახალი მიმართულებით ოპერირების დაწყებით აღნიშნავს. როგორც გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით ირკვევა, 1 აგვისტოდან ქუთაისიდან გაფრენის მსურველებს უკვე შეეძლებათ ბრიუსელის, კოპენჰაგენის, ბაზელის, ეინდჰოვენის, ტალინისა და ბარის მიმართულებით გაფრენაც.

აქვე უნდა ითქვას, რომ მოცემული სიტუაციის მიხედვით Wizz Air–ის თვითმფრინავები ქუთაისიდან უკვე საკმაოდ ბევრი მიმართულებით ანხორციელებენ რეისებს. ცნობილი ავიაკომპანიის სახელით ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ჯამში სულ 21 მიმართულებით ხორციელდება რეგულარული რეისები. აღნიშნულ კომპანიას ასევე საქართველოს ავიაბაზრის ლიდერის პოზიციაც წარმატებით უჭირავს.

Wizz Air-ის სერვისით ჯამში 2018 წელს 587 179–მა მგზავრმა ისარგებლა, რაც წლის საუკეთესო მაჩვენებელს წარმოადგენს. ამ ავიაკომპანიის მთლიანი მომსახურების მაჩვენებელი ამ მონაცემებით ქართული ბაზრის 12 პროცენს იკავებს. ასეთი აქტიური ფრენების წყალობით, ეს ავიაკომპანია ასევე წარმატებით ახერხებს ავიაბილეთების დაბალი ფასების შენარჩუნებასაც.

თუკი გსურთ რომ დეტალურად გაიგოთ, თუ რა სიხშირით და თანხით შეგიძლიათ ახალი მიმართულებებით გაფრენა, მაშინ შეგიძლიათ Avia.Ge-ს ვებგვერდი ან ახალი მობილური აპლიკაცია გამოიყენოთ. ორივე მათგანი აღჭურვილია ყველაზე მოხერხებული საძიებო სისტემით, რომელიც ავიაბილეთების მოძებნისას მათ ყველაზე იაფი ვარიანტების მიხედვით დაგიხარისხებთ.

აღნიშნული წყაროები ასევე დაგეხმარებათ მარტივად შეარჩიოთ ყველაზე უკეთესი დრო მოგზაურობაში გასაფრენად, რადგან ვებგვერდიც და აპლიკაციაც აქტიურად იყენებს ასობით ავიაკომპანიის ბაზებს წყაროდ. სწორედ ამიტომ, ქუთაისის, თბილისის და ბათუმის აეროპორტის რეისებზე ინფორმაციაც კი ამ საძიებო სისტემის საშუალებით რამდენიმე წუთშია ხელმისაწვდომი ნებისმიერი მსურველისთვის.

ავიაბილეთები ქუთაისიდან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაბილეთების პოვნა
ლარნაკა25 ნოემბერი 20266 დეკემბერი 2026ავიაბილეთები 136 -დან
სალონიკი25 იანვარი 202731 იანვარი 2027ავიაბილეთები 149 -დან
პოზნანი19 ნოემბერი 202626 ნოემბერი 2026ავიაბილეთები 162 -დან
კატოვიცა4 დეკემბერი 202611 დეკემბერი 2026ავიაბილეთები 194 -დან
ათენი29 ნოემბერი 20262 დეკემბერი 2026ავიაბილეთები 204 -დან
ვარშავა7 დეკემბერი 202614 დეკემბერი 2026ავიაბილეთები 209 -დან
ვენეცია12 იანვარი 202719 იანვარი 2027ავიაბილეთები 215 -დან
ვილნიუსი23 დეკემბერი 20266 იანვარი 2027ავიაბილეთები 253 -დან
ბრატისლავა14 იანვარი 202719 იანვარი 2027ავიაბილეთები 264 -დან
სტამბოლი17 ნოემბერი 202619 ნოემბერი 2026ავიაბილეთები 269 -დან
მილანი28 დეკემბერი 202615 იანვარი 2027ავიაბილეთები 272 -დან
რომი25 დეკემბერი 20261 იანვარი 2027ავიაბილეთები 275 -დან
ბუდაპეშტი9 თებერვალი 202714 თებერვალი 2027ავიაბილეთები 281 -დან
ბრიუსელი10 ნოემბერი 202617 ნოემბერი 2026ავიაბილეთები 303 -დან
მემინგენი13 ნოემბერი 202616 ნოემბერი 2026ავიაბილეთები 319 -დან
პრაღა9 თებერვალი 202716 თებერვალი 2027ავიაბილეთები 333 -დან
ერევანი17 დეკემბერი 202618 დეკემბერი 2026ავიაბილეთები 336 -დან
აქთაუ27 ნოემბერი 202630 ნოემბერი 2026ავიაბილეთები 359 -დან
ბერლინი30 იანვარი 20274 თებერვალი 2027ავიაბილეთები 371 -დან
მადრიდი2 თებერვალი 202716 თებერვალი 2027ავიაბილეთები 378 -დან
kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიპაბედა Pobeda Airlines
შემდეგი სტატიაურალის ავიხაზები / Ural Airlines
0 0 votes
შეაფასე სტატია
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted