რუსული ავიაკომპანია თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან რამდენიმე მიმართულებით ანხორციელებს ფრენებს. ყველაზე პოპულარულია თბილისისა და მოსკოვის დამაკავშირებელი რეისი, რომელიც დაახლოებით 3 საათიან ფრენას მოიცავს. ასევე ურალის ავიახაზების დახმარებით თბილისიდან შეგიძლიათ ეკატერინბურგის საერთაშორისო აეროპორტშიც გაფრინდეთ, რასაც ასევე თითქმის 3 საათი დასჭირდება.

აღნიშნული ავიახაზები ზემოთ ხსენებული რეისების გარდა ასევე თბილისიდან გამგზავრების მსურველებს საათსა და 30 წუთში კრასნოდარის საერთაშორისო აეროპორტში მოხვედრის შესაძლებლობასაც აძლევს. Ural Airlines–ის მომსახურებით სარგებლობა ასევე ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტშიც შეიძლება. ამ შემთხვევაში აღნიშნული ავიაკომპანიის კუთვნილი თვითმფრინავით მოსკოვში შეძლებთ ჩაფრენას დაახლოებით 3 საათში.

ურალის ავიხაზების ბაზები უმაღლესი ხარისხითაა შეფასებული რუსეთში და ისინი მოსკოვის საერთაშორისო აეროპორტსა და ეკატერინებურგის საერთაშორისო აეროპორტში მდებარეობს. აღნიშნული კომპანია 1943 წელს ჩამოყალიბდა და მას შემდეგ აქტიურად განაგრძობს განვითარებას რუსულ სატრანსპორტო ბაზარზე. ურალის ავიახაზები აქტიურად თანამშრომლობს Airbus–სთან. ამ კომპანიისგან ისინი ყოველწლიურად უახლესი მოდელის თვითმფრინავებს იძენენ. მათი ავიაფლოტი ამ მომენტში 47 თანამედროვე თვითმფრინავისგან შედგება.

ცნობილი რუსული ავიახაზების მთავარი მოწოდება საერთაშორისო სტანდარტების დაცვაა. ისინი აქტიურად ანხორციელებენ საკუთარი პერსონალისა და ტექნიკის განახლებას. მათი კომფორტული სერვისითა და უახლესი მოდელის თვითმფრინავებით სარგებლობა ბათუმიდან გაფრენის მსურველებსაც შეუძლიათ. ურალის ავიახაზების საშუალებით, სულ რაღაც 3 საათში, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან მოსკოვში შეძლებთ ჩაფრენას.

ურალის ავიახაზების თვითმფრინავებმა პირველად 2006 წლის განმავლობაში გადაიყვანეს მილიონზე მეტი მგზავრი დანიშნულების ადგილზე. მას შემდეგ კომპანია აქტიურად ეწევა საკუთარი თვითმფრინავების განახლების პროცესს და არც ძველი მოდელების ჩამოწერას არ უშინდება. ისინი 2019 წელს 16 ახალ თვითმფრინავს ელოდებიან საკუთარი ავიაფლოტის რიგებში დასამატებლად.

ამ ავიაკომპანიის საუკეთესო აქციებისა და ფრენის განრიგის მარტივად ნახვა Avia.Ge–ზე შეგიძლიათ. მოხერხებული საძიებო სისტემის ინტერფეისის წყალობით თქვენ მარტივად იპოვით ყველაზე დაბალფასიან ბილეთებს. ასევე, მსგავსი კომფორტული მომსახურების მიღება რამდენიმე წუთში Avia.Ge–ს მობილური აპლიკაციის გადმოწერითაც შეგიძლიათ.

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაში6 ახალი მიმართულება ქუთაისიდან
შემდეგი სტატიას7 ავიახაზები / S7 Airlines
0 0 votes
შეაფასე სტატია
Subscribe
Notify of
1 კომენტარი
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments