უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air -ის მარშრუტების ქსელის მორიგი შემცირება საქართველოზეც აისახა. როგორც მოგეხსენებათ, ავიაკომპანია ფრენებს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი -დან გვთავაზობს. სრულად შეჩერდება ფრენა ქუთაისსა და გდანსკს შორის. ხოლო იტალიის მიმართულებით, ქუთაისი რომი -ს რეისზე, თვითმფრინავი ფიუმიჩინოს საერთაშორისო აეროპორტის ნაცვლად, ჩამპინოს აეროპორტში დაჯდება. ამ გადაწყვეტილების შესახებ ცნობილი მანამდეც იყო და ძალაში მარტის ბოლოდან შედის.
რეისების შეჩერებისა და შეცვლის გადაწყვეტილება შეეხება სხვა ქვეყნებსაც, მათ შორის: იტალიას, საბერძნეთს, პორტუგალიას, საუდის არაბეთს, დიდ ბრიტანეთს, გერმანიას, საფრანგეთს, ავსტრიას, სერბეთს, ლიეტუვას, ლატვიასა და სხვა – წერს პორტალი LowcostAvia
ავიამიმოსვლის გრაფიკში შეტანილი ცვლილებების მიზეზად ავიაკომპანია ვიზეარი Airbus-ის ძრავების მომსახურებასთან დაკავშირებულ გამოწვევებს ასახელებს. Airbus -ების შემოწმების პროცესი 2023 წელს დაიწყო, Pratt & Whitney-ის PW1100G ძრავებში აღმოჩენილი ხარვეზის გამო, რაც ამცირებს ექსპლუატაციის ვადებს.
Wizz Air პირდაპირი ფრენები ქუთაისიდან
დანიშნულების ადგილი | გამგზავრება | დაბრუნება | ავიაკომპანია | ბილეთების პოვნა |
---|---|---|---|---|
ათენი | 23 ოქტომბერი 2025 | 30 ოქტომბერი 2025 | ![]() | ავიაბილეთები 357 -დან |
ბარსელონა | 20 ოქტომბერი 2025 | 24 ოქტომბერი 2025 | ![]() | ავიაბილეთები 618 -დან |
ბერლინი | 1 იანვარი 2026 | 22 იანვარი 2026 | ![]() | ავიაბილეთები 751 -დან |
ბრიუსელი | 2 ოქტომბერი 2025 | 5 ოქტომბერი 2025 | ![]() | ავიაბილეთები 492 -დან |
ბუდაპეშტი | 26 სექტემბერი 2025 | 30 სექტემბერი 2025 | ![]() | ავიაბილეთები 317 -დან |
დორტმუნდი | 1 ნოემბერი 2025 | 8 ნოემბერი 2025 | ![]() | ავიაბილეთები 568 -დან |
მემინგენი | 20 ნოემბერი 2025 | 27 ნოემბერი 2025 | ![]() | ავიაბილეთები 350 -დან |
ფრანკფურტი | 21 ივლისი 2025 | 18 აგვისტო 2025 | ![]() | ავიაბილეთები 616 -დან |
ჰამბურგი | 7 ოქტომბერი 2025 | 25 ოქტომბერი 2025 | ![]() | ავიაბილეთები 315 -დან |
კატოვიცა | 1 სექტემბერი 2025 | 3 სექტემბერი 2025 | ![]() | ავიაბილეთები 523 -დან |
შემოწმების პროცესი ავიაკომპანიისთვის დამატებითი საზრუნავი გახდა, რადგან საჰაერო ხომალდების გაჩერებას მოითხოვს. აღსანიშნავია, რომ მსგავს პრობლემებს წააწყდნენ ასევე სხვა ავიაკომპანიებიც.
LowcostAvia -ს ცნობით, არ არის გამორიცხული, რომ 2024 წლის პირველი კვარტლის ბოლოსთვის Wizz Air -ს, სულ ცოტა, 45 თვითმფრინავის გაჩერება მოუწიოს, რაც ავიაკომპანიის ავიაპარკის 1/5-ს შეადგენს.
Wizz Air საქართველოში 2012 წლიდან ოპერირებს და ქვეყანაში ბაზრის აბსოლუტური ლიდერია. ავიაკომპანიის ბაზა ქუთაისის აეროპორტში 2023 წლის განმავლობაში 4 თვითმფრინავამდე გაიზარდა.