ევროკავშირის საკანონმდებლო ორგანოებმა მხარი დაუჭირეს ახალ რეგულაციას, რომელიც ავიამგზავრებს გარანტირებულად აძლევს უფლებას, თვითმფრინავის სალონში უფასოდ ატარონ ერთი პირადი ნივთი და ერთი ხელბარგი, რომლის წონა არ უნდა აღემატებოდეს 7 კილოგრამს.

„დღეს მიღებული გადაწყვეტილება დიდი წინგადადგმული ნაბიჯია სამართლიანი და გამჭვირვალე მოგზაურობისკენ“, – განაცხადა ტრანსპორტისა და ტურიზმის კომიტეტის ვიცე-თავმჯდომარემ და ინიციატივის წამყვანმა ავტორმა, მატეო რიჩიმ. მისი თქმით, მკაფიო წესები ხელბარგის ტარებაზე თავიდან აგვარიდებს გაუმართლებელ დამატებით ხარჯებს და ქმნის ეფექტურ და სამართლიან სისტემას.

ახალი რეგულაცია წარმოადგენს ევროკავშირის მიერ წამოწყებული უფრო ფართო რეფორმის ნაწილს, რომელიც 2023 წელს დაიწყო და მიზნად ისახავს მგზავრთა უფლებების გაძლიერებას. ეს ცვლილება ავალდებულებს ავიაკომპანიებს, რომ ავიაბილეთის დაჯავშნისას თავიდანვე წარმოადგინონ მგზავრობის სრული ღირებულება და უზრუნველყონ მგზავრების სრული ინფორმირებულობა.

რა შეიცვლება მგზავრებისთვის და როდის შევა ძალაში?

ახალი წესების ამოქმედების შემდეგ, ევროკავშირის ქვეყნებში ფრენისას ყველა მგზავრს უფლება ექნება სალონში უფასოდ ატაროს ერთი მცირე ზომის ჩანთა (მაგ. ზურგჩანთა ან ხელჩანთა) და ერთ ცალი ხელბარგი, რომლის მაქსიმალური წონა 7 კილოგრამია, ხოლო ზომა არ უნდა აღემატებოდეს 100 სმ-ს. პირადი ჩანთის დასაშვები ზომა განისაზღვრება 40x30x15 სმ-ით.

ავიაკომპანიებს ეკრძალებათ ამ ნივთებისთვის დამატებითი საფასურის დაკისრება. ეს გადაწყვეტილება ემყარება ევროპის სასამართლოს წარსულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, თუ ბარგი აკმაყოფილებს უსაფრთხოების და გონივრული ზომის კრიტერიუმებს, ის არ უნდა დაექვემდებაროს ცალკე გადასახადს.

დაბალბიუჯეტიანი ავიახაზები – ზეწოლა და მომხმარებელთა პროტესტი

ბოლო დროს მომხმარებელთა უფლებების დამცველმა ორგანიზაციებმა მოითხოვეს გამკაცრებული მონიტორინგი იმ ავიაკომპანიებზე, რომლებიც ხელბარგზე „დამალულ“ გადასახადებს აწესებენ. ისინი აცხადებენ, რომ ხშირად „დიდად“ მიჩნეული ხელბარგი სინამდვილეში სრულიად შეესაბამება გონივრულ სტანდარტებს და ამგვარი საფასური უსამართლოა.

აისახება თუ არა ცვლილება ავიაბილეთების ფასებზე?

Cheap Flights from Tbilisi

DestinationDeparture atReturn atFind tickets
Milan20 April 202727 April 2027ავიაბილეთები 249 -დან
Yerevan16 October 202620 October 2026ავიაბილეთები 264 -დან
Adler/Sochi31 December 202610 January 2027ავიაბილეთები 308 -დან
Ankara19 September 202621 September 2026ავიაბილეთები 351 -დან
Mineralnye Vody22 August 202625 August 2026ავიაბილეთები 382 -დან
Geneva22 January 202729 January 2027ავიაბილეთები 398 -დან
Chisinau17 August 202617 August 2026ავიაბილეთები 405 -დან
Istanbul5 December 20268 December 2026ავიაბილეთები 424 -დან
London27 March 20273 April 2027ავიაბილეთები 448 -დან
Stockholm16 September 202621 September 2026ავიაბილეთები 455 -დან

მიუხედავად იმისა, რომ მგზავრებისთვის ეს ცვლილება დადებითად ჟღერს, ინდუსტრიის წარმომადგენლები, განსაკუთრებით ორგანიზაცია A4E, შიშობენ, რომ ავიაკომპანიები ხელბარგზე დაკარგულ შემოსავალს ავიაბილეთების ფასებში ასახავენ. A4E მიიჩნევს, რომ მგზავრებს უნდა ჰქონდეთ არჩევანი – იხდიან მხოლოდ იმ სერვისისთვის, რომელსაც იყენებენ, და არა იძულებით ფასში შერაცხული მომსახურებისთვის.

დაუცველი მგზავრებისთვის დამატებითი გარანტიები

რეფორმის ნაწილია მგზავრების დაცვის გაძლიერებაც. კანონმდებლები ითხოვენ:

  • 12 წლამდე ასაკის ბავშვების განთავსებას თანმხლები პირის გვერდით დამატებითი გადასახადის გარეშე.
  • შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მგზავრებისთვის უკეთეს პირობებს და თანმხლები პირების უფასო მგზავრობის გარანტიას.
  • კომპენსაციის უფლებას იმ შემთხვევებისთვის, როცა ზიანდება მობილობის აღჭურვილობა ან დამხმარე ცხოველი.

კომპენსაციის წესების გამარტივება

2023 წლის ახალი რეგულაციები მიზნად ისახავს აგრეთვე გააუმჯობესოს პროცესი გაუქმებული ფრენის კომპენსაცია, დაგვიანების ან ჩასხდომაზე უარის თქმის შემთხვევაში. ყურადღება გამახვილებულია შუამავლების როლზე, როგორიცაა ავიაბილეთები ონლაინ გაყიდვის პლატფორმები, რომლებსაც ხშირად აკლდებათ გამჭვირვალობა მომხმარებლის წინაშე.

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშითბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტი ვაზიანში 2031 წელს გაიხსნება
შემდეგი სტატიაჩინეთიდან საქართველოში ჩამოსული მგზავრების რაოდენობა მატულობს
0 0 votes
შეაფასე სტატია
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted