თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტი, რომელიც ვაზიანის ტერიტორიაზე აშენდება, 2031 წელს დაიწყებს ფუნქციონირებას და წლის განმავლობაში 19 მილიონ მგზავრს მოემსახურება. ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა კომპანია TAV Airports-ის პრეზიდენტ სერქან კაპტანთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, სადაც აეროპორტის განვითარების პერსპექტივები განიხილეს.

მგზავრთნაკადის ზრდა და მომავალი გეგმები

მინისტრის განმარტებით, სამოქალაქო ავიაცია დღესდღეობით ერთ-ერთი ყველაზე დინამიურად განვითარებადი სფეროა საქართველოში. 2024 წელს მგზავრთა რაოდენობა 24%-ით გაიზარდა და 7.4 მილიონ ადამიანს გადააჭარბა. ეს ზრდა 2025 წელსაც გაგრძელდა. შესაბამისად, იზრდება როგორც საერთაშორისო რეისების რაოდენობა, ისე მიმართულებები. იმისთვის, რომ ახალ აეროპორტამდე გადაამუშავდეს გაზრდილი მგზავრთნაკადი შეფერხების გარეშე, მთავრობა თბილისის არსებული აეროპორტის მოდერნიზაციასა და გაფართოებას გეგმავს.

პირდაპირი ფრენები თბილისიდან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
სოჭი19 ივნისი 202621 ივნისი 2026Red Wingsავიაბილეთები 486 -დან
ალმაატა18 სექტემბერი 202625 სექტემბერი 2026Air Astanaავიაბილეთები 1 114 -დან
ამსტერდამი8 ოქტომბერი 202611 ოქტომბერი 2026Transaviaავიაბილეთები 732 -დან
ანკარა19 ნოემბერი 202622 ნოემბერი 2026Ajetავიაბილეთები 377 -დან
ათენი24 ოქტომბერი 202628 ოქტომბერი 2026Sky Express Greeceავიაბილეთები 535 -დან
აბუ დაბი23 ივნისი 202630 ივნისი 2026Air Arabia Abu Dhabiავიაბილეთები 911 -დან

TAV Georgia წელს 20 წლის იუბილეს აღნიშნავს თბილისში და ბათუმში ოპერირების დაწყებიდან და აპირებს 150 მილიონი აშშ დოლარით თბილისის აეროპორტი -ის ინვესტირებას არსებული ტერმინალის გაფართოებისა და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის. ეს ინვესტიცია მიზნად ისახავს აეროპორტის გამტარუნარიანობის გაზრდას 10 მილიონ მგზავრამდე 2031 წლამდე.

„2023 წელს 4.7 მილიონი მგზავრი მივიღეთ, ხოლო არსებული ტერმინალის შესაძლებლობები თითქმის ამოწურულია. სწორედ ამიტომ ვთხოვეთ საქართველოს მთავრობას, განიხილოს ჩვენი წინადადება აეროპორტის გაფართოებასთან დაკავშირებით,“ – განაცხადა TAV Airports-ის პრეზიდენტმა.

პირდაპირი ფრენები ბათუმიდან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
სოჭი19 ივნისი 202619 ივნისი 2026Red Wingsავიაბილეთები 236 -დან
ალმაატა13 აგვისტო 202630 აგვისტო 2026Air Astanaავიაბილეთები 1 443 -დან
ბაქო20 ივნისი 202627 ივნისი 2026აზერბაიჯანის ავიახაზებიავიაბილეთები 562 -დან
ჩელიაბინსკი5 აგვისტო 202627 აგვისტო 2026Red Wingsავიაბილეთები 810 -დან
დუბაი23 ივლისი 20266 აგვისტო 2026Flydubaiავიაბილეთები 1 771 -დან
ერევანი19 ივნისი 202624 ივნისი 2026FLYONE Armeniaავიაბილეთები 279 -დან

შეხვედრაში მონაწილეობდნენ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი, მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ხელმძღვანელი გივი დავითაშვილი, აეროპორტების გაერთიანების სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე თამარ იოსელიანი, გენერალური დირექტორი ლევან მოსეშვილი და TAV Georgia-ის გენერალური მენეჯერი თეა ზაქარაძე.

შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ TAV Airports-ის ინვესტიციების გეგმა დეტალურად შეფასდება. აღსანიშნავია, რომ ტავ ჯორჯია ს საქართველოში ოპერირებიდან დღემდე 230 მილიონ აშშ დოლარამდე აქვს ინვესტირებული თბილისის და ბათუმის აეროპორტი -ს განვითარებაში.

Avia.ge – 8 წელი თქვენს სამსახურში! საიმედო პარტნიორი მოგზაურობაში. დაგვირეკე: 551 907 907

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშისაფრანგეთში ავიამეთვალყურეთა გაფიცვამ ათასობით ფრენა შეაფერხა
შემდეგი სტატიაევროკავშირი კრძალავს ავიაკომპანიებისთვის ხელბარგზე დამატებითი გადასახადის დაწესებას
0 0 votes
შეაფასე სტატია
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted