2023 წელს საჰაერო ტრანსპორტით გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა 2022 წელთან შედარებით გაორმაგებულია. საქსტატის მონაცემებით, აღნიშნულ პეიოდში საქართველოდან გადაყვანილია 358.5 ათასი მგზავრი. მგზავრთბრუნვის მოცულობამ 875.3 მლნ. მგზავრ-კილომეტრი შეადგინა. შესაბამისად, გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა 2-ჯერ, მგზავრთბრუნვის მოცულობა კი 2.1-ჯერ აღემატება გასული 2022 წლის მაჩვენებელს.

გასულ წელს, თბილისის , ქუთაისის და ბათუმის აეროპორტები 6005.7 ათას მგზავრს მოემსახურა, რაც 34.8%-ით აღემატება 2022 წლის მაჩვენებელს – აეროპორტებმა მიიღო 2 987.4 ათასი მგზავრი, ხოლო აეროპორტებიდან გაემგზავრა 3 018.3 ათასი მგზავრი.

2023 წელს საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადის 96.2% რეგულარულ ფრენებზე მოდიოდა. საქართველოს აეროპორტებიდან განხორციელებული სამგზავრო რეისების რაოდენობამ 25.5 ათასი ერთეული შეადგინა, რაც 28.6 პროცენტით აღემატება წინა წლის მაჩვენებელს.

პირდაპირი ფრენები ქუთაისიდან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
ალმაატა24 სექტემბერი 20261 ოქტომბერი 2026FlyArystanავიაბილეთები 666 -დან
ათენი3 მაისი 20279 მაისი 2027Wizz Airავიაბილეთები 243 -დან
ბარსელონა17 იანვარი 202722 იანვარი 2027Wizz Airავიაბილეთები 438 -დან
ბერლინი17 ივნისი 202621 ივნისი 2026Wizz Airავიაბილეთები 779 -დან
ბრიუსელი11 მარტი 202714 მარტი 2027Wizz Airავიაბილეთები 312 -დან

 

აღსანიშნავია, რომ 2023 წლის 24 სექტემბერს, ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტმა, არსებობის მანძილზე, წლის ჭრილში, მემილიონე მგზავრს პირველად უმასპინძლა.

აღნიშნული ფაქტი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოს მიმართ ცნობადობის ზრდაზე და ქვეყანაში ტურიზმის განვითარებაზე. ასევე საქართველოს მოქალაქეების მხრიდან დიდ სურვილს, მოინახულონ სხვადასხვა ახალი მიმართულებება და გაეცნონ ევროპისა თუ აზიის კულტურასა და ტრადიციებს. რაც უფრო აღრმავებს კავშირებს დანარჩენ მსოფლიოსთან.

შეიძინეთ ავიაბილეთები საუკეთესო ფასად Avia.ge -ს დახმარებით.  დაგვირეკეთ: 551 907 907 ხელმისაწვდომია ვაიბერიც. 

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიბათუმის აეროპორტს ელ-ქუვეითის მიმართულება დააემატება
შემდეგი სტატიაWizz Air -ი საქართველოში ავიარეისებს ამცირებს
5 1 vote
შეაფასე სტატია
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted