ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი -დან Wizz Air -ი საკმაოდ ბიუჯეტურ ფასად გვთავაზობს ავიაბილეთებს. როგორც მოგეხსენებათ, ავიაკომპანია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელს მსოფლიოში, ერთ-ერთ ყველაზე ბიუჯეტურ ავიაკომპანიადაა დასახელებული, რაც ქართველ მოგზაურებს აძლევს შესაძლებლობას, გაემგზავრონ მსოფლიოს უამრავ მოთხოვნად და შთამბეჭდავ მიმართულებებზე, იაფად და მარტივად.

ვიზეარი -ის მარშრუტების ქსელი ქუთაისიდან, ამ დროისათვის მოიცავს 24 ქალაქს, მათ შორის: პარიზი, ვენა, პრაღა, ბუდაპეშტი, პოლონეთის და გერმანიის არაერთი პოპულარული ქალაქი და სხვ.

რაც შეეხება wizz air kutaisi -ს ყველაზე იაფ მიმართულებებს, გაეცანით სტატიას სრულად და გაიგეთ, რომელ მიმართულებებზე გაემგზავრებით ყველაზე იაფად და რატომ უნდა მოინახულოთ ეს ქალაქები.

ლარნაკა 

ქუთაისი ლარნაკა -ს მიმართულებით, ცალმხრივი ავიაბილეთის შეძენას 79 ლარად შეძლებთ. აღნიშნული ტარიფით სარგებლობა იანვრიდან აპრილის ჩათვლით შეგიძლიათ.

ლარნაკაში შეგიძლიათ მოინახულოთ ცნობილი ფინიკუდესის სანაპირო, რომელიც იდეალურია დასვენებისთვის და ზღვის ნაპირას სასიარულოდ. გაემართეთ ლარნაკის მარილიანი ტბისაკენ, სადაც ზამთარში ფლამინგოების გუნდები ბინადრობენ. აუცილებლად ეწვიეთ ჰალა სულთან თეკეს მეჩეთს, რომელიც ისტორიული და სულიერი მნიშვნელობით გამორჩეული ადგილია. ასევე, შეგიძლიათ გაისეირნოთ სტავროვუნის მონასტერში ან დაათვალიეროთ ქამარების აკვედუკი, რომელიც ქალაქის მნიშვნელოვანი კულტურული მემკვიდრეობაა. ლარნაკა განთქმულია ტრადიციული კვიპროსული სამზარეულოთი, ამიტომ არ გამოტოვოთ ადგილობრივი ტავერნების სტუმრობა!

ქუთაისი ლარნაკა

Departure atStopsFind tickets
24 October 2026DirectOW tickets from 94
26 October 2026DirectOW tickets from 100
23 October 2026DirectOW tickets from 101
22 October 2026DirectOW tickets from 109
28 October 2026DirectOW tickets from 127
21 October 2026DirectOW tickets from 136
25 October 2026DirectOW tickets from 143
20 October 2026DirectOW tickets from 174
14 October 2026DirectOW tickets from 176
12 October 2026DirectOW tickets from 204
30 October 2026DirectOW tickets from 225
10 October 2026DirectOW tickets from 227
13 October 2026DirectOW tickets from 227
16 October 2026DirectOW tickets from 227
18 October 2026DirectOW tickets from 247
8 October 2026DirectOW tickets from 258
5 October 2026DirectOW tickets from 258
6 October 2026DirectOW tickets from 288
19 October 2026DirectOW tickets from 288
9 October 2026DirectOW tickets from 288
7 October 2026DirectOW tickets from 319
15 October 2026DirectOW tickets from 364
17 October 2026DirectOW tickets from 369
11 October 2026DirectOW tickets from 444
4 October 2026DirectOW tickets from 447

 

მემინგენი

79 ლარად, ასევე შეძლებთ გაემგზავროთ ქუთაისიდან მემინგენში. აღნიშნულ ფასად ავიაბილეთებს იანვარი-აპრილის თვეში შეიძენთ.

მემინგენი, ბავარიის ისტორიული ქალაქი, ცნობილია თავისი შუასაუკუნეების არქიტექტურითა და კულტურული მემკვიდრეობით. ქალაქის ცენტრში შეგიძლიათ მოინახულოთ უძველესი შენობები, მოედნები და ეკლესიები, რომლებიც ასახავს რეგიონის მდიდარ ისტორიას. განსაკუთრებით აღსანიშნავია მემინგენის ძველი ქალაქი, სადაც შეგიძლიათ გაისეირნოთ ვიწრო ქუჩებში და დატკბეთ ტრადიციული ბავარიული ატმოსფეროთი. ასევე, მემინგენი არის შესანიშნავი ადგილი ბავარიის სხვა ქალაქების, მაგალითად, მიუნხენის მოსანახულებლად, რომელიც დაახლოებით 111 კმ-ითაა დაშორებული და მატარებლით მარტივად მისადგომია.

ქუთაისი მემინგენი

Departure atStopsFind tickets
28 October 2026DirectOW tickets from 350
27 October 2026DirectOW tickets from 401
7 October 2026DirectOW tickets from 409
14 October 2026DirectOW tickets from 411
16 October 2026DirectOW tickets from 450
26 October 2026DirectOW tickets from 452
18 October 2026DirectOW tickets from 477
12 October 2026DirectOW tickets from 477
30 October 2026DirectOW tickets from 481
9 October 2026DirectOW tickets from 495

სალონიკი 

სალონიკი, ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მიმართულებაა და ამ რეისზეც 79 ლარად შეძლებთ შეიძინოთ ცალმხრივი ავიაბილეთი. ქუთაისიდან სალონიკში პირდაპირი ფრენებით გამგზავრებას, მხოლოდ 79 ლარად, იანვრიდან მაისის ჩათვლით მოახერხებთ.

სალონიკი, საბერძნეთის სიდიდით მეორე ქალაქი, მდიდარია ისტორიული და კულტურული ღირსშესანიშნაობებით. ქალაქის სიმბოლო, თეთრი კოშკი, სანაპიროზე მდებარეობს და მუზეუმს მასპინძლობს. არისტოტელეს მოედანი, რომელიც ქალაქის ცენტრშია განლაგებული, გარშემორტყმულია კაფეებითა და მაღაზიებით, რაც სასიამოვნო დასვენების საშუალებას იძლევა. ისტორიული ძეგლებიდან აღსანიშნავია როტონდა, რომელიც იმპერატორ გალერეის დროს აშენდა და დღეს მუზეუმად ფუნქციონირებს. ასევე, წმინდა დიმიტრის ტაძარი, რომელიც ქალაქის მფარველის სახელობისაა, განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს. სალონიკი ცნობილია თავისი ღამის ცხოვრებითაც; ლადადიკას უბანი სავსეა ტრადიციული ტავერნებითა და ბარებით, სადაც შეგიძლიათ დააგემოვნოთ ბერძნული სამზარეულოს კერძები და დატკბეთ ცოცხალი მუსიკით.

ქალაქის დათვალიერებისას, არ გამოტოვოთ ნავარინუს მოედანი, სადაც იმპერატორ გალერეის სასახლის ნანგრევებია შემორჩენილი. ასევე, გაისეირნეთ ანო პოლის (ზედა ქალაქი) ვიწრო ქუჩებში, სადაც ტრადიციული არქიტექტურა და ულამაზესი ხედები დაგხვდებათ. სალონიკის არქეოლოგიურ მუზეუმში შეგიძლიათ იხილოთ ნეოლიტის, რკინის, არქაული, კლასიკური და რომაული ეპოქის არქეოლოგიური ძეგლები. ქალაქის პორტი და სანაპირო ზოლი იდეალურია საღამოს გასეირნებისთვის, სადაც შეგიძლიათ დატკბეთ ზღვის ხედებით და ეწვიოთ თანამედროვე კაფეებსა და ბარებს.

ქუთაისი სალონიკი

Departure atStopsFind tickets
16 October 2026DirectOW tickets from 177
14 October 2026DirectOW tickets from 206
5 October 2026DirectOW tickets from 210
9 October 2026DirectOW tickets from 216
19 October 2026DirectOW tickets from 225
21 October 2026DirectOW tickets from 225
18 October 2026DirectOW tickets from 227
12 October 2026DirectOW tickets from 228
11 October 2026DirectOW tickets from 258
23 October 2026DirectOW tickets from 259
25 October 2026DirectOW tickets from 259
7 October 2026DirectOW tickets from 266
26 October 2026DirectOW tickets from 315

ათენი, დორტმუნდი, პოზნანი

ამ სამი ქალაქის მიმართულებით კი, ცალმხრივი ავიაბილეთების შეძენას, მხოლოდ 89 ლარად მოახერხებთ. აღნიშნული ტარიფი ასევე იანვრიდან აპრილის ჩათვლით მოქმედებს.

ათენი, საბერძნეთის დედაქალაქი, სავსეა ისტორიული და კულტურული ღირსშესანიშნაობებით. აუცილებლად ეწვიეთ აკროპოლისს, სადაც პართენონისა და ერეხთეონის ტაძრებს იხილავთ. პლაკას უბანში სეირნობა საშუალებას მოგცემთ შეიგრძნოთ ძველი ათენის ატმოსფერო. ეროვნული არქეოლოგიური მუზეუმი გამორჩეულია უძველესი ბერძნული ხელოვნების ნიმუშებით. ასევე, არ გამოტოვოთ სინტაგმას მოედანზე ევზონების საპატიო ყარაულის შეცვლის ცერემონია. დაბოლოს, ლიკავიტოსის გორაკიდან დატკბით ქალაქის პანორამული ხედებით.

პოზნანი, პოლონეთის ერთ-ერთი უძველესი და უდიდესი ქალაქი, მდიდარია ისტორიული და კულტურული ღირსშესანიშნაობებით. ქალაქის ცენტრში მდებარე ძველი ბაზრის მოედანზე (Stary Rynek) შეგიძლიათ იხილოთ რენესანსის სტილის პოზნანის რატუშა, სადაც ყოველდღე, შუადღის 12 საათზე, მექანიკური თხები საათს რეკავენ.

ასევე, მოინახულეთ კათედრალის კუნძული (Ostrów Tumski), სადაც მდებარეობს პოლონეთის უძველესი კათედრალი. ციტადელის პარკი (Park Cytadela) შესანიშნავი ადგილია სეირნობისა და დასვენებისთვის. მალტას ტბაზე (Jezioro Maltańskie) შეგიძლიათ გაისეირნოთ ნავით ან ისარგებლოთ სხვა აქტივობებით. ასევე, არ გამოტოვოთ Stary Browar – უნიკალური სავაჭრო ცენტრი და კულტურული სივრცე

დორტმუნდი, ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის უდიდესი ქალაქი, ცნობილია თავისი ინდუსტრიული მემკვიდრეობითა და თანამედროვე კულტურული ატრაქციონებით. ქალაქის ცენტრში მდებარე ალტერ მარკეტი და ალტე შტადჰაუსი ისტორიული სავაჭრო უბანია, სადაც მრავალი მაღაზია, ბუტიკი და კაფეა განთავსებული. ვესტფალენპარკი, დორტმუნდის ერთ-ერთი უდიდესი მწვანე სივრცე, იდეალურია სეირნობისა და დასვენებისთვის. ხელოვნების მოყვარულთათვის საინტერესო იქნება დორტმუნდის U კოშკი, ყოფილი ქარხანა, რომელიც ახლა თანამედროვე ხელოვნების მუზეუმს მასპინძლობს. სპორტის გულშემატკივრებს შეუძლიათ ეწვიონ სიგნალ იდუნა პარკს, დორტმუნდის ბორუსიას საშინაო სტადიონს, რომელიც ევროპის ერთ-ერთი უდიდესი და ყველაზე ატმოსფერული სტადიონია. ასევე, ქალაქში მდებარე ტრანსპორტის მუზეუმი და პორტის ადმინისტრაციის შენობა დორტმუნდის ინდუსტრიულ წარსულს აცოცხლებს. დორტმუნდი აერთიანებს ისტორიულ და თანამედროვე ატრაქციონებს, რაც მას მიმზიდველ ადგილად აქცევს ყველა ვიზიტორისთვის.

დაჯავშნეთ Wizz Air -ის ავიაბილეთები საუკეთესო ფასად. დაგვირეკეთ: 551 907 907

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშისაერთაშორისო ავიაციის ლიდერის – Turkish Airlines-ის ახალი რეკორდები
შემდეგი სტატიაWizz air სპეციალური აქცია – 15%-იანი ფასდაკლება აბუ-დაბის ფრენებზე
0 0 votes
შეაფასე სტატია
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted