საბერძნეთის სიდიდით მეორე ქალაქს სალონიკს ყოველწლიურად ბევრი ტურისტი სტუმრობს და საქართველოშიც ერთ-ერთ პოპულარულ მიმართულებად ითვლება. რაც მთავარია გამგზავრება არ არის დიდ ბიუჯეტთან დაკავშირებული. თქვენ მხოლოდ უნდა აირჩიოთ სასურველი ავიაკომპანია და პერიოდი, შემდეგ კი იყიდოთ ავიაბილეთები ონლაინ.

თბილისიდან სალონიკში მოსახვედრად შეგიძლიათ Turkish Airlines-ის ავიაკომპანია გამოიყენოთ, რომელიც დილით ასრულებს რეისს და ბილეთი დაახლოებით 200-300 $ ჯდება. ერთი გადაჯდომა, სტამბულის ათათურქის საერთაშორისო აეროპორტში და სალონიკში დაახლოებით ხუთ საათ ნახევარში მოხვდებით.

შეგიძლიათ აირჩიოთ AEGAN-ის ავიაკომპანია, რომელიც ასევე სტამბულის გავლით მიფრინავს, სალონიკიდან კი თბილისში ათენის გავლით დაბრუნდებით, სულ რაღაც ოთხ საათში.

ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტიდან უფრო მარტივად მოხვდებით სალონიკში ავიაკომპანია wizzair-ის მეშვეობით. 50 ლარადაც კი შეძლებთ სალონიკში მოხვედრას თუ ადრე შეიძენთ ავიაბილეთს. რეისი პირდაპირია და სულ რაღაც ორი საათია საჭირო სალონიკის აერპორტამდე.

სალონიკში მოხვედრა ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდანაც შეგიძლიათ, სადაც რეისებს Turkish Airlines-ი ანხორციელებს. ბილეთი 200-400 $-მდე დაგიჯდებათ. გადაჯდომა აქაც სტამბულის ათათურქის საერთაშორისო აეროპორტში მოგიწევთ.

იცოდით რომ სალონიკს სამი ათასი წლის ისტორია აქვს და იუნესკოს ძეგლთა სიაშია დაცული. ქალქში ისტორიული ნაწილი განსაკუთრებით კარგადაა შემორჩენილი. ქუჩებში ბიზანტიურ ეკლესიებს წააწყდებით, აქვე ირანული გავლენით შექმნილ არაჩვეულებრივ აბანოებსა და ულამაზეს სანაპიროს, რომელიც ზაფხულის დღეებში განსაკუთრებით იზიდავს ტურისტებს.

მარტივად შეგიძლიათ მოიძიოთ ინფორმაცია ავიაკომპანიების ბილეთების ფასების შესახებ, განსაზღვროთ თქვენთვის მისაღები პერიოდი სამოგზაუროდ და ჩაალაგოთ ბარგი.

ქუთაისი სალონიკი

გამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
28 მარტი 202330 მარტი 2023Wizz Airავიაბილეთები 387 -დან
13 აპრილი 202320 აპრილი 2023Wizz Airავიაბილეთები 218 -დან
6 მაისი 202311 მაისი 2023Wizz Airავიაბილეთები 226 -დან
6 ივნისი 202313 ივნისი 2023Wizz Airავიაბილეთები 313 -დან
წინა სტატიაშირა უნდა იცდეთ სანამ რომს ესტუმრებით
შემდეგი სტატიაავიაბილეთები ყველაზე იაფად გერმანიის
0 0 votes
შეაფასე სტატია
2 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments
ავიაბილეთები საბერძნეთის მიმართულებით
7 months ago

[…] ერთ–ერთ მათგანზე ადგილის დაჯავშნა სალონიკის მიმართულებით 100–დან 150 ლარის ფარგლებში დაგიჯდებათ. […]

ეგეოსის ავიახაზების ახლი მიმართულება თბილისიდან
1 month ago

[…] 2023 წლის 2 ივნისიდან თბილისი – სალონიკი -თბილისი საჰაერო ხაზზე იწყებს […]